კატეგორია: აქტუალური

”რაც ირაკლი ციხიდან გამოვიდა, კემულარიას ერთხელ არ დაურეკია და დღეს დატოვა პარტია?”

''რაც ირაკლი ციხიდან გამოვიდა, კემულარიას ერთხელ არ დაურეკია და დღეს დატოვა პარტია?''

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირაკლი ოქრუაშვილის პარტია კოტე კემულარიამ დატოვა. ამის შესახებ გურამ ჩალაგაშვილი სოციალურ ქსელში წერს: ”კოტე კემულარიამ “გამარჯვებული საქართველო” დატოვაო. “ნეულავიმი ჯო” რაც ირაკლი ციხიდან გამოვიდა ერთხელ არ დაურეკია, უნახავს და მოუკითხია. ციხეში იანვრის შემდეგ და დღეს დატოვა?” ოქრუაშვილი ჩვეული იუმორით პასუხობს: ”ქოცების  ხვალინდელი ინფო: ოქრუაშვილის გუნდი მისი ოფისის წინ მდგარმა სტაიანშიკმაც დატოვა”.

კოტე კემულარიამ ირაკლი ოქრუაშვილის პარტია დატოვა

კოტე კემულარიამ ირაკლი ოქრუაშვილის პარტია დატოვა

კოტე კემულარიამ პარტია “გამარჯვებული საქართველო” დატოვა. კოტე კემულარიას თქმით, მან პარტიიდან წასვლის შესახებ გაცხადება ორი დღის წინ დაწერა. “მიზეზი არის ის, რომ სულ სხვანაირად იყო ჩაფიქრებული სხვადასხვა შეხედულებების მქონე ადამიანების შეკრება და საკმაოდ პოპულარული იყო ეს გაერთიანება, მაგრამ ირაკლი ოქრუაშვილის დაჭერა, ხელისუფლების აგრესიული შეტევა, სპეცსამსახურების მუდმივი და აქტიური მოქმედება სამწუხაროდ, გახდა მიზეზი, რომ ჩვენ ვეღარ […]

გიორგი ვაშაძე – “ზოგს ჰგონია, ”ქართული ოცნება” დამარცხებულია და ახლა ოპოზიციაც უნდა დაამარცხოს”

გიორგი ვაშაძე - "ოცნებას" მაჟორიტარებში მოვუგებთ"

რაც დღეს გამარჯვებისთვის საჭირო არის ეს არის მეტი ენერგია”- “ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ისნის მაჟორიტარად წარდგენის შემდეგ მის მიმართ აგორებულ შეტევაზე საუბრობს. ვაშაძის თქმით, ზოგიერთ ადამიანს ჰქონია, რომ ბიძინა ივანიშვილის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხებულია და ახლა ჯერი ოპოზიციაზეა. “მე ერთი რამე ვიცი, რომ რაც დღეს გამარჯვებისთვის საჭირო არის ეს არის მეტი ენერგია. ზოგი […]

ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭო დატოვა

ანა დოლიძე - "იუსტიციის საბჭოს სია სასამართლოს შიგნით კლანის არსებობას ადასტურებს"

ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭო დატოვა. ამის შესახებ დოლიძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, განცხადებას საქართველოს პრეზიდენტს დღესვე გაუგზავნის. „მაშინ, როდესაც ქვეყანას სჭირდება ყოველდღიური ქმედება სასამართლოს რეფორმისთვის, მაშინ, როდესაც ქვეყანას სჭირდება არა პიარგამოხტომები, არამედ რეალური მუშაობა განვითარებისთვის, ეს შენობა ვეღარ იქნება ასპარეზი ჩემი ბრძოლისთვის“, – განაცხადა დოლიძემ.

136 ხმა 5-ის წინააღმდეგ – პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა ბესელიას კანონპროექტი ჩააგდო

136 ხმით 5-ის წინააღმდეგ, პარლამენტმა პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა. სხდომას ესწორებოდა 142 დეპუტატი. განხილვა დაახლოებით 2 საათი გრძელდებოდა. პროცესს არ დასწრებია “ნაციონალური მოძრაობა”, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღეს “ევროპული საქართველოს” დეპუტატებმა. პარტიაში აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ უახლოეს დღეებში გიორგი რურუას არ გაათავისუფლებენ, ისინი მეორე და მესამე მოსმენაში მონაწილეობას აღარ მიიღებენ. ამ ცვლილებების თანახმად, […]

ჟურნალისტიკა და პროპაგანდა ქართულ ტელესივრცეში

ჟურნალისტიკა და პროპაგანდა ქართულ ტელესივრცეში

კოტიკო გოგინაშვილი რა არის პროპაგანდა? ეს არის ლათინური სიტყვა და ნიშნავს გავრცელების ქვემდებარეს.  პროპაგანდის საშუალებით ხალხის აზრზე და შეხედულებაზე ხორციელდება ფსიქიკური ზეწოლა სხვადასხვა ხერხებით ( ლოზუნგით, მუსიკით, სიმბოლოებით). პროპაგანდისტი მიზნის მისაღწევად ხშირად ფაქტებს ამახინჯებს, რათა აუდიტორიას მხოლოდ თავისთვის სასურველი ინფორმაცია მიაწოდოს. როგორი კავშირი შეიძლება ჰქონდეს პროპაგანდას ჟურნალისტიკასთან?  ჟურნალისტიკის სფეროს წარმომადგენლების მოვალეობა არის, ხალხს მიაწოდონ სწორი […]

ოპოზიცია თბილისში მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეთანხმდა

ოპოზიცია თბილისში მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეთანხმდა

ოპოზიციაში თბილისში მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას „ტვ პირველი” ავრცელებს. როგორც ირკვევა ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი მაჟორიტარად კენჭს ნაძალადევში იყრის. შალვა შავგულიძე – მთაწმინდის რაიონში იქნება კანდიდატი. ელენე ხოშტარია – ვაკის რაიონში. ჯერჯერობით კვლავ მიდის მსჯელობა ვინ იქნება კანდიდატი სამგორის ოლქში – ლევან ხაბეიშვილი თუ ზაალ უდუმაშვილი. გლდანში კი „ნაციონალური მოძრაობის“ […]

გიორგი გაბუნია – “ბოდიშის მოხდას და მუხლებზე ხოხვას არ ვაპირებ, პუტინზე უფრო მეტის თქმაც შეიძლებოდა”

გიორგი გაბუნია - "ბოდიშის მოხდას და მუხლებზე ხოხვას არ ვაპირებ, პუტინზე უფრო მეტის თქმაც შეიძლებოდა"

ჟურნალისტი გიორგი გაბუნია აცხადებს, რომ ბოდიშის მოხდას არ აპირებს, დამოკიდებულება არ შეცვლია და პუტინზე უფრო მეტის თქმაც შეიძლებოდა გაბუნიას თქმით, ის ვერ შეიცვლება, მაგრამ სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას მისი მოქალაქე. “მე პოზიციას არ შევიცვლი, ჩემი დამოკიდებულება ისეთივეა, როგორიც იყო, ბოდიშის მოხდაზე და მუხლებზე ხოხვაზე ლაპარაკი ზედმეტია, ვაცხადებ, რომ არ ვაპირებ, არანაირი ბოდიშის მოხდას, რაც ვთქვი პუტინზე […]

გაბუნიას მკვლელობის საქმეზე კიევში უშიშროების გენერალ შაიტანოვის დაკავების შემდეგ გავიდნენ

გაბუნიას მკვლელობის საქმეზე კიევში უშიშროების გენერალ შაიტანოვის დაკავების შემდეგ გავიდნენ

გიორგი გაბუნიას მკვლელობის შეკვეთის მზადების შესახებ  უკრაინელი სამართალდამცავების მიერ რამზან კადიროვთან კავშირში ეჭვმიტანილი უკრაინის უშიშროების გენერლის დაკავების შემდეგ გახდა ცნობილი – საქმის ახალ დეტალებს “მთავარ არხს” ყოფილი სამხედრო, ვანო ნადირაძე უყვება. ვანო ნადირაძის ინფორმაციით, უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიტერორისტული სამსახურის ხელმძღვანელი გენერალი შაიტანოვი მხილებულ იქნა რამზან კადიროვთან კავშირში. გამოძიების ინფორმაციით, მას კადიროვისა და პუტინის მოწინააღმდეგის […]

გვარამია – “ბოკოვი გაბუნიას მოკვლას რამზან კადიროვის დავალებით აპირებდა”

გვარამია - "ბოკოვი გაბუნიას მოკვლას რამზან კადიროვის დავალებით აპირებდა"

ტელეკომპანია “მთავარის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, კონტრტერორისტული სამსახურის მიერ ქავთარაძის ქუჩაზე, რამდენიმე დღის წინ დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. როგორც გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა, რისი მიზეზიც გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული […]