კატეგორია: აქტუალური

ირაკლი ოქრუაშვილი – “რუსთავი2” ჩემი საკუთრებაა, ვაპირებ 80% გადავუფორმო 10 მებრძოლ ჟურნალისტს და ისინი იდავებენ ხალვაშთან“

ირაკლი ოქრუაშვილი “რუსთავი 2”-ის დაბრუნებას და ტელეკომპანიის 80%-იანი წილის ჟურნალისტებისთვის გადაფორმებას გეგმავს. როგორც თავდაცვის ყოფილი მინისტრი “კურიერთან” ინტერვიუში განმარტავს, თავის დროზე სწორედ ის იყო ტელეკომპანიის რეალური მფლობელი, რომელმაც წილი ნომინალურად ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა და რასაც შესაბამისი ხელშეკრულებაც ადასტურებს. ოქრუაშვილის თქმით, დავას ის ტექნიკურად ვერ იწყებდა იქამდე, ვიდრე კომპანია ხალვაშს არ გადაეცემოდა. “მას არასოდეს ეკუთვნოდა „რუსთავი2“. […]

ნანუკა ჟორჟოლიანი – “რუსთავი 2”-ის საინფორმაციო სამსახურის ახალი უფროსი შერჩეულია

“რუსთავი 2”-ის ჟურნალისტ ნანუკა ჟორკოლიანის ინფორმაციით, ნიკა გვარამია ერთადერთი არაა, ვისაც ქიბარ ხალვაშის ხელმძღვანელობის პირობებში საკადრო ცვლილება შეეხება და უკვე შერჩეულია საინფორმაციო სამსახურის ახალი უფროსი. ჟორჟოლიანი მის ვინაობას არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ ის “რუსთავი 2”-ის ყოფილი თანამშრომელი არ არის. ნანუკა ჟორჟოლიანის თქმით, სწორედ ამიტომ, ახალ დირექტორს მოსთხოვეს თანამშრომლებს, მაგალითად, საინფორმაციო სამსახურის უფროს ნოდარ მელაძეს, […]

ირაკლი ოქრუაშვილი რა დოკუმენტის საფუძველზე ითვლება რუსთავი 2-ის მეპატრონედ

„გამარჯვებული საქართველს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი 19 ივლისს 11 საათზე რუსთავი 2-ის საქმეზე  სარჩელით საქალაქო სასამართლოს მიმართავს. „ახალი თაობის“ მიერ მოპოვებული დოკუმენტის მიხედვით, განხილვის საფუძველი დოკუმენტია, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის დადებულია ხელშეკრულება, რომელის 2010 წლის  4 თებერვლით თარიღდება. „მხარეები ადასტურებენ, რომ გასული 5 (ხუთი) წლის განმავლობაში ქიბარ ხალვაშმა ირაკლი ოქრუაშვილისგან და მასთან აფილირებული […]

რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით სარჩელი ირაკლი ოქრუაშვილს შეაქვს

როგორც ”ახალი თაობისთვის” ცნობილი გახდა, ხვალ 11:00-ზე საქალაქო სასამართლოში  რუსთავი 2-თან საქმესთან დაკავშირებით სარჩელი ირაკლი ოქრუაშვილს შეაქვს. შეგახსენებთ, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2” ოფიციალურად გადაიფორმა. ცვლილება საჯარო რეესტრის მონაცემებში 18 ივლისს 15:17 საათზე აისახა. რეესტრში მითითებულია, რომ შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის 60%-ის მფლობელი ქიბარ ხალვაშია, ხოლო 40% შპს პანორამაზეა გაფორმებული, რომელსაც, თავის მხრივ, […]

ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2 ოფიციალურად გადაიფორმა

ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2” ოფიციალურად გადაიფორმა. ცვლილება საჯარო რეესტრის მონაცემებში 18 ივლისს 15:17 საათზე აისახა. რეესტრში მითითებულია, რომ შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის 60%-ის მფლობელი ქიბარ ხალვაშია, ხოლო 40% შპს პანორამაზეა გაფორმებული, რომელსაც, თავის მხრივ, ასევე ხალვაში ფლობს. რეესტრის მონაცემებით, ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორად ჯერჯერობით ნიკა გვარამია რჩება. პირველი

 მამუკა ბახტაძეს ოქტომბერში დავით ბაქრაძე შეცვლის

საქართველოს შემდეგი პრემიერ-მინისტრი შესაძლოა, დავით ბაქრაძე იყოს. “2020NEWS”-ის ექსკლუზიური ინფორმაციის მიხედვით, მამუკა ბახტაძეს ოქტომბერში აშშ-ში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი, დავით ბაქრაძე ჩაანაცვლებს. ინფორმირებული წყაროს ცნობით, ამ დროისთვის დავით ბაქრაძესთან მომავალ მინისტრთა კაბინეტთან დაკავშირებით, კონსულტაციები მიმდინარეობს. დავით ბაქრაძე 2016 წლის დეკემბრიდან არის ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. ელჩობამდე მას საქართველოს მინისტრთა კაბინეტში ევროპულ და […]

ირაკლი ოქრუაშვილი – ოთხი დღის წინ ივანიშვილისგან გზავნილი მივიღე, არ ჩამოხვიდე, თორემ დაგიჭერთო… დღეს დილას ჩემი უახლოესი ადამიანი დააკავეს“

„ოთხი დღის წინ ივანიშვილისგან გზავნილი მივიღე. არ ჩამოხვიდე თორემ დაგიჭერთო. პასუხი მისთვის გასაგებ ენაზე შევუთვალე пошел на хуй-მეთქი. პასუხის პასუხად, დღეს დილას ჩემი დაცვის ერთი წევრი და უახლოესი ადამიანი კობა კოშაძე დააკავეს. იარაღი ჩაუდეს. ჯერ ერთი საქართველოში არ ვარ და თან არ მახლავს იარაღით რომ ევლო. მეორე, ამ დაძაბულობის ფონზე, როდესაც იცი რომ ყურადღების ცენტრში […]

ივანიშვილი ხაზარაძეზე – “რაც მეტი ბიზნესმენი შემოვა პოლიტიკაში, უფრო კარგია”

რაც უფრო მეტი ბიზნესმენი, რაც უფრო მეტი აქტიური ახალგაზრდა შემოვა პოლიტიკაში, უფრო კარგია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს „თიბისი“ ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. ივანიშვილი მამუკა ხაზარაძის პოლიტიკურ აქტიურობას მიესალმება. „მივესალმები. რაც უფრო მეტი ბიზნესმენი, რაც უფრო მეტი აქტიური ახალგაზრდა შემოვა პოლიტიკაში, უფრო კარგია და მე ამას მივესალმები, რომ არჩევანი […]

გედევან ფოფხაძე: – “გახარიას ლოგიკით 26 მაისიც გამართლდება, 7 ნოემბერიც და 9 აპრილიც”

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი, ბორჯომი-ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატი გედევან ფოფხაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო გედევან, დაანონსებული საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც საარჩევნო სისტემას ეხება, რეალურად განხორციელდება? პოლიტოლოგები ამბობენ, თუ ეს ივანიშვილის პოლიტიკური ნებაა, მაშინ ცვლილება მოხდება, წინააღმდეგ შემთხვევაში – არა. – ეს არის პოლიტიკური ვალდებულება, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ თავზე აიღო. თუ ეს […]

დავით ბერძენიშვილი – “ივანიშვილი კრემლს არ მოუყვანია, მაგრამ მას და გახარიას წკიპურტით გავაგდებთ”

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი დავით ბერძენიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს. – ბატონო დავით, როგორ აფასებთ შინაგან საქმეთა მინისტრის გამოსვლას, რა შთაბეჭდილება დაგრჩათ? – ძალიან გაბრაზებული რიგითი ქართველი ვარ. ჩვენ მოვისმინეთ დანაშაულებრივი ტყუილების კორიანტელი. ტყუილების კასკადი, რომელიც არის უპატიებელი. რომ უბერავს, აშკარაა, მაგრამ არც იმდენად, რომ სასამართლოს მკაცრ განაჩენს ფსიქიატრმა […]