დაიწყო თუ არა ხელისუფლებამ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, რა ხდება სინამდვილეში, რა გაუბედა ივანიშვილს კალაძემ? – ამ თემებზე “ახალ თაობას” მონიტორინგის ცენტრ “მედიატორის” წარმომადგენელი დიმიტრი ბიძინაშვილი ესაუბრება. – ვაკის გამგებლის მოადგილის დაკავებას მეოცნებეთა შორის დიდი ამბები მოჰყვა – კორუფციის წინააღმდეგ დაიწყო ბრძოლაო. ამ დაკავებამდე ერთი დღით ადრე სუსმა წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე დააკავა. მართლა დაიწყეს კორუფციის წინააღმდეგ […]
კატეგორია: აქტუალური
ირაკლი კობახიძეზე შესაძლოა, საქმე აღიძრას – „კაბელების საქმის“ ადვოკატი პროკურატურას მიმართავს
ე.წ. კაბელების საქმის ადვოკატი მთავარ პროკურორს მიმართავს და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ საქმეზე გაკეთებულ სკანდალურ განცხადებაზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს. როგორც “ნიუპოსტს” ლევან სამუშიამ განუცხადა, საქმის მასალებს გრიფი „საიდუმლო“ ედო და არავის ჰქონდა მისი გაცნობის უფლება. სამუშიას თქმით, პარლამენტის თავმჯდომარემ პირდაპირ ეთერში აღიარა, რომ ე.წ. კაბელების საქმეს თავიდანვე პოლიტიკური სარჩული ჰქონდა. „ეს არის სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველი […]
დიმიტრი შაშკინი – „განათლების ამ რეფორმით ნიშნებს დაწერენ გოჭებით, ბამბანერკებით და ფულით”
განათლების სამინისტრომ 28 იანვარს განათლების სისტემაში დაგეგმილი ცვლილებები გამოაცხადა. 2019 წელს მე-11 კლასელები საატესტატო გამოცდებს აღარ ჩააბარებენ, ხოლო 2020 წლიდან ისინი მე-12 კლასელებისთვისაც გაუქმდება. ამას გარდა, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების დროს სავალდებულო აღარ იქნება გამოცდა ზოგად უნარებში და ამას უნივერსიტეტები გადაწყვეტენ. უნივერსიტეტებს შესაძლებლობა ექნებათ, დაამატონ სხვა საგანი. ეროვნული გამოცდებისას სავალდებულო იქნება გამოცდის ჩაბარება 3 საგანში […]
თინა ბოკუჩავა: „ბესელია ვერ ახსენებს ბიძინა ივანიშვილის სახელს და გვარს, რადგან ეშინია, რომ მას შეიძლება სხვა კომპრომატები ჰქონდეს“
ბესელია ვერ ახსენებს ბიძინა ივანიშვილის სახელს და გვარს, რადგან ეშინია, რომ მას შეიძლება სხვა ე.წ. კომპრომატები ჰქონდეს, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „7VS1” პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა. დეპუტატის თქმით, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერები სუს-მა ბიძინა ივანიშვილისდავალებით გაავრცელა, რათა რიგით მოქალაქეებზე მომხდარიყო ჯოხის გადატეხვა. „ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს ვიდეო თავად ბიძინა ივანიშვილისდავალებით გაავრცელა სუს-მა, რადგან ამას ჰქონდა […]
გამოსაშვები გამოცდები მე-12 კლასელებისთვისაც გაუქმდა
“წელს გამოსაშვები გამოცდები მე-12 კლასელებისთვისაც უქმდება” – ინფორმაცია ამის შესახებ, პრემიერმა მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. “ჩვენ გვჭირდება ძლიერი, დამოუკიდებელი სკოლა, რომელიც ორიენტირებული იქნება განათლების მიღებაზე და არა გამოცდებისთვის მომზადებაზე. ჩვენი მიზანია სკოლის როგორც განათლების ფუნდამენტის გაძლიერება. სწორედ ეს გახლავთ განათლების რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანი. სკოლებში დამამთავრებელი გამოცდების ჩაბარება არ არის განათლების მიღების მოტივატორი. მინდა […]
მამუკა გამყრელიძე – “სააკაშვილს 10 მილიარდი საიდან აქვს, არ ვიცი”
რას აპირებს ოპოზიცია და რატომ გააქტიურდა სააკაშვილი? ამ საკითხებზე “ახალ თაობას” “ძალა ერთობაშია”-ს ერთ ერთი ლიდერი მამუკა გამყრელიძე ესაუბრება. – ბატონო მამუკა, დღეს ქვეყანაში ერთ-ერთ მტკივნეულ თემად იქცა მოსამართლეთა დანიშვნის წესი. რა ხდება რეალურად? – განსაკუთრებული არაფერი ხდება, ის, რაც ხდებოდა გასული 25 წლის განმავლობაში. საქართველოს ყველა ხელისუფლება ცდილობს ისე მოიწყოს ვითარება, რომ მაქსიმალურად დიდხანს […]
დიმიტრი გვრიტიშვილი – “პირადი ჩანაწერის გავრცელება ბესელიას აძლევს ხელს”
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, დიმიტრი გვრიტიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას, მხრიდან მოსამართლეების მიმართ გამოთქმულ ღია კრიტიკას გადაცემა არჩევანში ეხმაურება. ბესელიამ სოციალურ ქსელში გავრცელებულ წერილში აღნიშნა, რომ სასამართლოში არის ჯგუფი, რომელიც ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ცდილობს. გვრიტიშვილი ბესელიას და მის თანამოაზრეს, დავით ჭიჭინაძეს, მოსამართლეების წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებების გამო მწვავედ აკრიტიკებს. მისთვის მიუღებელია განცხადებები, რომ თითქოს, ეკა ბესელიას პირადი […]
ეკა ბესელია: ”მე კიდევ ერთხელ შევეხე შიშველ სადენებს და უკან არ დავიხევ ამ ბრძოლაში”
პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, ეკა ბესელია Facebook-ზე მორიგ პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას მიმართავს. „გადავწყვიტე მოგმართოთ პირდაპირ, ღიად და შეუფერადებელი ემოციით.პირველი მივმართავ იმას, ვინც დგას მორალური ტერორის უკან –ისიც ამ საზოგადოების ნაწილია და მინდა ვუთხრა – მიზანს ვერ მიაღწიე!ვერ შეძლებ ჩემს გაჩერებას, გაჩუმებას , გაუჩინარებას! ვერ შეძლებ ! ჩემში გააღვიძე ახალი ეკა , რომელსაც უფრო […]
მე-11 კლასელები სკოლებში წელს გამოცდებს არ ჩააბარებენ
მე-11-ე კლასელები სკოლებში წელს გამოცდებს არ ჩააბარებენ. ამის შესახებ განცხადება გამოცების ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ გააკეთა. „2019 წელს გამოცდები მე-12 კლასში შენარჩუნდება იმისთვის, რომ ეს ციკლი, რაც დაიწყო, დასრულდეს. მე-11 კლასში გამოცდები იხსნება, რადგან მომავალში ასეთი ტიპის გამოცდა ამ საფეხურზე აღარ იქნება. რაც შეეხება იმ პირებს, ვინც წინა წელს ჩაიჭრა, ან ვერ გამოცხადდა გამოცდაზე, მათ […]
სააკაშვილი: „72 საათი ჩემი თავისუფლად სიარული საქართველოში და ივანიშვილი გაქრება საერთოდ “
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა “კვირის აქცენტებში” განაცხადა, რომ თუ საზოგადოება და ოპოზიცია იქნება მზად, უზრუნველყოს მისი თავისუფალი გადაადგილება 72 საათის განმავლობაში, ის მშვიდობიანი გზით შეცვლის ხელისუფლებას. „იმ წუთში, როცა მე ჩავთვლი, რომ საქართველოს აქტიური ნაწილი და ოპოზიცია არის მზად, უზრუნველყოს ჩემი 72 საათიანი თავისუფალი გადაადგილება საქართველოში, მე გავჩნდები საქართველოში. ეს არის სცენარი მშვიდობიანი […]









