მე-11 კლასელები სკოლებში წელს გამოცდებს არ ჩააბარებენ

მე-11 კლასელები სკოლებში წელს გამოცდებს არ ჩააბარებენმე-11-ე კლასელები სკოლებში წელს გამოცდებს არ ჩააბარებენ. ამის შესახებ განცხადება გამოცების ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ გააკეთა.

„2019 წელს გამოცდები მე-12 კლასში შენარჩუნდება იმისთვის, რომ ეს ციკლი, რაც დაიწყო, დასრულდეს. მე-11 კლასში გამოცდები იხსნება, რადგან მომავალში ასეთი ტიპის გამოცდა ამ საფეხურზე აღარ იქნება. რაც შეეხება იმ პირებს, ვინც წინა წელს ჩაიჭრა, ან ვერ გამოცხადდა გამოცდაზე, მათ ისევ ექნებათ უფლება, გამოვიდნენ გამოცდაზე, თუ მე-11 კლასში რაღაც საგანი დარჩათ და ბედს კიდევ ერთხელ ცდიან“,- განაცხადა გორგოძემ.