სააკაშვილი – “დღეს სიტუაცია არ არის მზად, რომ საქართველოში წავიდეთ”

სააკაშვილი - "დღეს სიტუაცია არ არის მზად, რომ საქართველოში წავიდეთ"რა თქმა უნდა, ჩვენ საქართველოში ჩავდივართ – უახლოეს კვირებსა და თვეებში ჩვენ ამისთვის სიტუაცია უნდა მოვამზადოთ, – აღნიშნული განცხადება დღეს მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა.

“რა თქმა უნდა, ჩვენ საქართველოში ჩავდივართ, მაგრამ მინდა გკითხით: ახლა დღეს რომ წავიდეთ ყველა ერთად, არის მომზადებული სიტუაცია?! დღეს სიტუაცია არ არის მზად, მაგრამ თუ სიტუაცია დღეს არ არის მზად, უახლოეს კვირებსა და თვეებში ჩვენ ეს უნდა მოვამზადოთ. არ შეიძლება აქედან უყურო შენი ქვეყნის განადგურებას. არ შეიძლება წყნარად უყურო იმ ბავშვის მოკვლას, რომელიც შობე და გაზარდე. ამიტომ არჩევანი ძალიან მარტივია – ჩვენ ყოვედღიურად გვართმევენ საქართველოს ნაწილს“, – მიმართა მიხეილ სააკაშვილმა ლიეჟის კონგრესის სასახლის დარბაზში შეკრებულ ემიგრანტებს.