სააკაშვილთან შესახვედრად ლიეჟში ზვიად კუპრავაც გაემგზავრა – ვიდეო

სააკაშვილთან შესახვედრად ლიეჟში ზვიად კუპრავაც გაემგზავრა - ვიდეოგამთენიისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ზვიად კუპრავა ლიეჟში გაემგზავრა. ის კვირას მიხეილ სააკაშვილს შეხვდება. თავად კი აცხადებს, რომ ის ემიგრანტებთან ექსპრეზიდენტის მიერ დაგეგმილ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც სამომავლო გეგმებზე უნდა ისაუბრონ.

კუპრავა აცხადებს, რომ ის არ ფლობს ინფორმაციას სააკაშვილის მიერ შექმნილი აჭარის მოდელირებული მთავრობის შესახებ.

ბელგიაში, ქალაქ ლიეჟში ნაციონალური მოძრაობის წევრებიც გაემგზავრნენ. ბათუმის ორგანიზაციიდან რამდენიმე ლიდერმა და მხარდამჭერმა სარფის საზღვარი გვიან ღამით გადაკვეთეს. ისინი აცხადებენ, რომ ემიგრანტებთან შეხვედრაში უნდა მიიღონ მონაწილეობა, სადაც საუბარი იქნება სამომავლო გეგმაზე და აჭარის ალტერნატიულ მთავრობაზეც.

იმედინიუსი