საქართველოში საქონლის ხორცი 2 ლარით გაძვირდა. თბილისის აგრარულ ბაზრებში თუ ერთი თვის წინ ერთი კილოგრამი საქონლის ხორცის ყიდვა 18 ლარად იყო შესაძლებელი, ახლა 20 ლარი ღირს. უფრო ძვირი ღირს ხორცი უბნის მაღაზიებში, დაახლოებით 21 ლარი. ფერმერები ამბობენ, რომ ფასის ზრდა საქონლის ხორცის დეფიციტმა გამოიწვია. დეფიციტის მიზეზად კი ცოცხალი საქონლის ქვეყნიდან გაყვანას ასახელებენ. საქონლის ხორცის კიდევ […]
კატეგორია: ეკონომიკა
თემქაზე ხინკლის ფორმის კაფე არ აშენდება – კობა მოდრეკილაძეს უარი უთხრეს
ინვესტორი კობა მოდრეკილაძე თემქაზე ხინკლის ფორმის კაფეს აშენებას აპირებდა, თუმცა მერიის არქიტექტურის სამსახურმა იდეის განხორციელებაზე ავტორს უარი პროექტის განუხილველად უთხრა. საქმე ისაა, რომ ამ ტერიტორიაზე დამუშავებულია განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომელიც კაფეს ფუნქციას არ მოიცავს. „ამ ტერიტორიაზე პროექტით გათვალისწინებულია, დაახლოებით, 45 ერთეული საცხოვრებელი სახლი და ასევე, შემდეგი ობიექტები: ღია ავტოსადგომი, საფეხმავლო ბილიკი, საბავშვო ბაღი, კომერციული დანიშნულების […]
თიბისი ბანკის ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ ნიკოლოზ ენუქიძე დაინიშნა
თიბისი ბანკის ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ უფროსი დამოუკიდებელი დირექტორი ნიკოლოზ ენუქიძე დაინიშნა. ამის შესახებ თიბისი ბანკის ჯგუფის განცხადებაშია ნათქვამი. განცხადების თანახმად, ენუქიძეზე არჩევანი მისი საბანკო საქმეების ღრმა ცოდნიდან და საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე გაკეთდა. „სამეთვალყურეო საბჭომ დაუყოვნებლივ დანიშნა თიბისი ბანკის ჯგუფის სამეთვალყურე საბჭოს თავმჯდომარედ უფროსი დამოუკიდებელი დირექტორი ნიკოლოზ ენუქიძე. არჩევანი მასზე გაკეთდა მისი საბანკო საქმეების ღრმა ცოდნიდან […]
საზოგადოებრივ ტრანსპორტში ერთჯერადი მგზავრობის საფასური 80 თეთრიდან 1 ლარამდე იქნება
თბილისი საზოგადოებრივ ტრანსპორტში ერთჯერადი მგზავრობის საფასური შესაძლოა, 80 თეთრიდან 1 ლარამდე იყოს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში „სისტრა სპექტრუმ კონსალტინგის“ ჯგუფის ხელმძღვანელმა, ასმათ აბესაძემ განაცხადა. თუმცა, როგორც აბესაძემ აღნიშნა, შემოვა ერთიანი გადახდის სისტემა და ერთი გადახდით მგზავრი საათნახევრის განმავლობაში ნებისმიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ იმგზავრებს. მისივე განმარტებით, მგზავრობის ერთიან სისტემაში სამარშრუტო ტაქსებიც ჩაერთვებიან. „მგონია, რომ საათნახევარი […]
“მონებივით ამუშავებენ, საპირფარეშოში გასვლის უფლებასაც არ აძლევენ”
ქუთაისში სამკერვალო საწარმო “ქუთექსის” 150 თანამშრომელი საპროტესტო აქციას მართავს. მკერავი ქალების თქმით, ადმინისტრაციის მხრიდან შრომის პირობების უხეში დარღვევა მიმდინარეობს. “ერთი თვეა ხელფასი არ მიგვიღია. 350 ლარს გვაძლევენ და იმასაც გვამადლიან. გვაყენებენ შეურაცხყოფას, გვეუბნებიან ბრაკ ტანსაცმელს კერავთო. ასევე გვიწევს არაადამიანურ პირობებში მუშაობა, “- ამბობს თეა ცნობილაძე. აქციაზზე პროფკავშირების იმერეთის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ირაკლი მხეიძის თქმით, შესაძლოა საწარმოსთან სამართლებრივი […]
საწვავი 5 თეთრით გაძვირდა
ბენზინგასამართი სადგურების დიდ ნაწილში საწვავი 5 გაძვირდა. რეგულარი ტიპის საწვავის ფასი „გალფის“ ქსელში 2.54 ლარი გახდა, „სოკარ პეტროლეუმ ჯორჯიას“ ქსელში – 2.53 ლარი, „რომპეტროლის“ ქსელში – 2.54 ლარი, „ვისოლის ქსელში“ – 2.59 ლარი. საწვავი ხუთი თეთრით გაძვირდა ივლისის დასაწყისშიც. მიზეზად ლარის გაუფასურება და საწვავის საერთაშორისო ფასების გაზრდა დასახელდა.
“ლიბერთი ბანკი”, დღეს იყავი საზიზღარი და მაზოხისტი!”
“ლიბერთი ბანკის” საყურადღებოდ! ჩემი ოჯახის სამი მოხუცის საპენსიო პლასტიკურ ბარათს პინკოდის ვადა გაუვიდა. დავრეკე ბანკში და მითხრეს- როგორაც არ უნდა იყვნენ ბანკის ნებისმიერ ფილიალში უნდა მოიყვანოთ და პინკოდის განახლება მხოლოდ ასე მოხდებაო, რის ვაი-ვაგლახით მივედით დიღმის მასივის ერთ -ერთ ფილიალში დინამოს ბაზის მოპირდაპირე მხარეს, სადაც თურმე პინკოდების განახლება არ ხდება და რობაქიძის გამზირზე გაგვგზავნეს. ფილიალის […]
დავით ჭიჭინაძემ საპენსიო ფონდი დატოვა
დამოუკიდებელი დეპუტატის დავით ჭიჭინაძის განცხადებით, მან საპენსიო ფონდის დატოვების გადაწყვეტილება სისტემაში კონკრეტული გეგმის არარსებობის გამო მიიღო. „არ არის კონკრეტული გეგმა გაწერილი, სად უნდა მიემართოს ეს თანხები. საპენსიო ფონდის მმართველები ფონდიდან უკვე ხელფასებს და შემოსავლებს ინაწილებენ. სანამ ქვეყანაში საპენსიო რეფორმებს დაიწყებ, ეკონომიკური რეფორმები უნდა ჩაატარო და დემოგრაფიას მიხედო, რომ ფულის გადამხდელი მოსახლეობა ჭარბად გყავდეს,“ – განაცხადა […]
აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ბანკთან და „გალტ ენდ თაგარტთან“ პარტნიორობით ლარის ობლიგაციების მასშტაბური განთავსება განახორციელა
საქართველოს ბანკის ჩართულობით და „გალტ ენდ თაგარტთან“ პარტნიორობით აზიის განვითარების ბანკმა ლარის ობლიგაციების მასშტაბური განთავსება განახორციელა და 60 მილიონი ლარი მოიზიდა. საქართველოს ბანკი ობლიგაციების მასშტაბურ განთავსებაში ჩართული იყო როგორც ანგარიშსწორების ბანკი, და ასევე იქნება ამ ობლიგაციებისთვის კალკულაციისა და საგადამხდელო აგენტი. ფასიანი ქაღალდების საჯარო განთავსება კი „გალტ ენდ თაგარტმა“ უზრუნველყო. ADB-ის მიერ მსგავსი ორტრანშიანი ფასიანი ქაღალდების […]
„რუსთავი 2“ და ზაზა ოქუაშვილი თამბაქოს ქართულ წარმოებას იმპორტიორების სასარგებლოდ უთხრიან ძირს“
„თბილისის თამბაქოს“ მიმართვა საქართველოს მთავრობას 13 ივლისს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „შაბათის კურიერში“ ჩვენს ფაბრიკაზე მორიგი ცილისმწამებლური და მავნებლური სიუჟეტი გავიდა. ტელეკომპანიამ ბრალი დაგვდო ბიუჯეტის კუთვნილი 60 მილიონი ლარის მითვისებაში და ამის „უტყუარ“ მოწმედ მოიყვანა თამბაქოს ვეტერანი კონტრაბანდისტი და ვაიბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი. მისი საგმირო საქმეები და ქვეყნის ბიუჯეტისადმი „გულშემატკივრობა“ ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან არის ცნობილი. […]










