ივლისში რუსეთიდან ვიზიტორების 6.4%-იანი კლება გვაქვს, ტურისტული ვიზიტები 14%-ითაა შემცირებული,- ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა ტურიზმის მე-2 კვარტლის სტატისტიკის შეჯამებისა და ივლისის სტატისტიკურ მონაცემებზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, „შექმნილი ვითარების მიუხედავად, ჩანს, რომ რუს ტურისტებს საქართველოში ვიზიტის სურვილი აქვთ“. “ივლისში საერთაშორისო ვიზიტორები 4.5%-ით, ხოლო ტურისტულ ვიზიტებში 1%-იანი ზრდაა. ველოდით, რომ ეს თვე რეკორდული […]
კატეგორია: ეკონომიკა
ხორცი გაძვირდა – პროდუქტის ფასი საგრძნობლად გაიზარდა
ხორცი გაძვირდა. მოვაჭრეები ამბობენ, რომ თბილისის ცენტრალურ ბაზარში საქონლისა და ცხვრის ხორცზე ფასი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა. ისინი ადასტურებენ, რომ ბაზარში ხორცს ახლა უფრო იშვიათად ყიდულობენ. საქონლის ხორცზე ფასების მატებას მოვაჭრეები ქართული ხორცის ექსპორტზე გატანას უკავშირებენ. კანონმდებლობის მიხედვით, ხორცი, რომელიც ფერმიდან უცხოეთში გადის, 140 კილოგრამზე ნაკლები არ უნდა იყოს. შესაბამისად, ბაზარზე აღარ არსებობს […]
რამაზ ელიაშვილი – “ვიბრძვით, რომ არ გავკოტრდეთ” – რა ხდება სამშენებლო მასალების ბიზნესში
სამშენებლო მასალების კომპანია შპს „რაკოს“ დამფუძნებლის რამაზ ელიაშვილის განცხადებით, ლარის კურსის გაუფასურების გამო იმპორტირებულ პროდუქციაზე კომპანიაში ფასები კილოგრამზე 10-20 თეთრით გაძვირდა. შპს „რაკოს“ ძირითადი იმპორტიორი ბაზრები რუსეთი, ბელარუსი, ირანი, ჩინეთი და უკრაინაა. ელიაშვილის განმარტებითვე, ჯერ სამშენებლო მასალების მაღაზიების დახურვის შემთხვევა არ ფიქსირდება, თუმცა ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური მოვლენები ბიზნესის განვითარებას აფერხებს. „ვინც იმპორტიორია და თანხას დოლარში […]
ნათია თურნავა – ”ლარის ვარდნა პარლამენტზე შტურმის ბრალია”
საქართველოს მოსახლეობას შეუძლია მშვიდად იყოს. ლარის კურსის გამყარების ტენდენცია ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობის ადეკვატურია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიზეზი 20 ივნისის მოვლენებია. „ლარის კურსი მყარდება. ეს არის სტაბილური ტენდენცია, რამაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩვენი ანალიზი […]
გალტ & თაგარტმა ღვინისა და სპირტიანი სასმელების სექტორზე პრეზენტაცია წარადგინა
გალტ & თაგარტმა ღვინისა და სპირტიანი სასმელების ინდუსტრიის კვლევის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ დარგის სპეციალისტები, ქართველი და უცხოელი ექსპერტები, საქართველოს ბანკის კორპორაციული კლიენტები, მცირე და საშულო ბიზნესის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები. გალტ & თაგარტის კვლევაში განხილულია ღვინისა და სპირტიანი სასმელების სექტორში არსებული ვითარება და ადგილობრივი და საექსპორტო ბაზრების განვითარების პოტენციალი. კვლევაში ყურადღება გამახვილებულია სექტორის […]
თიბისი და საქართველოს ბანკი 1 დოლარს 3.015 ლარად ყიდიან
ლარის გაუფასურება გრძელდება. კომერციულ ბანკებში დოლარის კურსი უკვე სამ ლარიან ნიშნულს აცდა. “თიბისი” და “საქართველოს” ბანკებში ერთი დოლარის ყიდვა 3.015 ლარად არის შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით კი ერთი დოლარის ღირებულება 2.9507 ლარია. ანალიტკოსები ფასების ზრდას პროგნოზირებენ და მოსახლეობის კიდევ უფრო გაღარიბებაზე მიუთითებენ. რუსთავი 2
“ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს” – ლარი დრამატულ გაუფასურებას განაგრძობს
„რეკორდულად გაუფასურებული ლარი – ბიზნესმენთა ნაწილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადადგომას და მთავრობის ეკონომიკური გუნდის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს. „გამოვიდნენ და კონკრეტულად ახსნან, თუ რა ხდება. თუ ეს არის ქვეყნის ეკონომიკური გუნდის ბრალი, გამოვიდეს, ეყოს იმის თავი ეროვნული ბანკის მმართველს, რომ ქვეყნის ეკონომიკური გუნდი შესაბამისად არ მუშაობს და ამიტომ ვართ ამ დღეში. რაღაც პოლიტიკურ პროცესებზე ამის […]
ბანკები 1 დოლარს 3 ლარად ყიდიან, ბლუმბერგზე კურსი 2.95-ს გადასცდა
ლარის მასშტაბური გაუფასურება გრძელდება. კომერციული ბანკები ერთ დოლარს უკვე სამ ლარად ყიდიან. ბლუმბერგის სავაჭრო ტერმინალზე კი კურსი ისევ მზარდია. ამ დროისთვის ბლუმბერგზე ერთი დოლარი 2.9513 ლარად ივაჭრება. არ არის გამორიცხული დღის ბოლომდე ეროვნულმა ვალუტამ ეს ფსიქოლოგიური ბარიერიც გადალახოს. გააგრძელებს თუ არა ლარი ვარდნას და გადაცდება თუ არა სამიან ნიშნულს, სულ რამდენიმე საათში გაირკვევა. კურსი დღის ბოლოს 17:00 საათზე გამოცხადდება. […]
საქონლის ხორცი 2 ლარით გაძვირდა
საქართველოში საქონლის ხორცი 2 ლარით გაძვირდა. თბილისის აგრარულ ბაზრებში თუ ერთი თვის წინ ერთი კილოგრამი საქონლის ხორცის ყიდვა 18 ლარად იყო შესაძლებელი, ახლა 20 ლარი ღირს. უფრო ძვირი ღირს ხორცი უბნის მაღაზიებში, დაახლოებით 21 ლარი. ფერმერები ამბობენ, რომ ფასის ზრდა საქონლის ხორცის დეფიციტმა გამოიწვია. დეფიციტის მიზეზად კი ცოცხალი საქონლის ქვეყნიდან გაყვანას ასახელებენ. საქონლის ხორცის კიდევ […]
თემქაზე ხინკლის ფორმის კაფე არ აშენდება – კობა მოდრეკილაძეს უარი უთხრეს
ინვესტორი კობა მოდრეკილაძე თემქაზე ხინკლის ფორმის კაფეს აშენებას აპირებდა, თუმცა მერიის არქიტექტურის სამსახურმა იდეის განხორციელებაზე ავტორს უარი პროექტის განუხილველად უთხრა. საქმე ისაა, რომ ამ ტერიტორიაზე დამუშავებულია განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომელიც კაფეს ფუნქციას არ მოიცავს. „ამ ტერიტორიაზე პროექტით გათვალისწინებულია, დაახლოებით, 45 ერთეული საცხოვრებელი სახლი და ასევე, შემდეგი ობიექტები: ღია ავტოსადგომი, საფეხმავლო ბილიკი, საბავშვო ბაღი, კომერციული დანიშნულების […]










