ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობის გამო საავტომობილო გზების დეპარტამენტს მოქალაქის უძრავი ქონების ექსპროპრიაციის (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით) უფლება მიენიჭა. „ქობულეთის შემოვლითი გზა იწყება მდინარე ნატანების სახიდე გადასასვლელამდე, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფი (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ 61+480-დან (შეკვეთილში), უხვევს მარცხნივ და კვეთს მდინარე ნატანებს. აღმოსავლეთის მხრიდან გადის გასართობ ცენტრ „ციცინათელასთან“, შემდეგ კვეთს მდინარეებს: […]
კატეგორია: ეკონომიკა
ნუგზარ ქსოვრელი – “ქინძმარაული სამხრეთ კორეაში შედის”
“კორპორაცია ქინძმარაულის” გენერალური დირექტორის თქმით, სამხრეთ კორეაში ვიზიტის დროს გამოიკვეთა, რომ ბაზარზე ქართული ღვინის მიმართ დაინტერესება მზარდია, თუმცა მთავარი პრობლემა არის ის, რომ ქართველ მეწარმეებს იქ დიდი გადასახადების გადახდა უწევთ. “ჩვენ არ გვაქვს თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება სამხრეთ კორეასთან, რაც თავისთავად გვიძვირებს საქმიანობას. ამის გამო კი, თავიდანვე არაკონკურენტუნარიან გარემოში ვხვდებით. ხოლო პრობლემის გადასაჭრელად მთავარი როლი და […]
საქართველოს ბანკი განათლების ხელშეწყობას განაგრძობს
საქართველოს ბანკმა განათლების ხელშეწყობის მიზნით სტუდენტებთან შეხვედრა გამართა. ქუთაისში, სათაფლიის დაცულ ტერიტორიაზე ჩატარებული შეხვედრის მთავარი მიზანი ახალგაზრდებისთვის იმ შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება იყო, რომელსაც ბანკი აძლევს განათლების მიღების მსურველებს. აბიტურიენტებმა, სტუდენტებმა, მომავალმა მაგისტრებმა ყველა საჭირო ინფორმაცია მიიღეს ჩივნინგისა და ფულბრაიტის სასტიპენდიო პროგრამებზე, სან-დიეგოსა და საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის დაფინანსების შესაძლებლობებზე, ასევე, Social Impact Award-ის, TEDx-ის საერთაშორისო […]
1 დოლარი 2.9096 ლარი გახდა
ლარის რეკორდული გაუფასურება ისევ გრძელდება. ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, ერთი დოლარის ღირებულება 2.9096 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.8320 ლარი იყო. ცვლილებამ 0.0776 ლარი შეადგინა. ლარი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. ერთი ევროს ღირებულება 3.2599 გახდა. ცვლილებამ 0.0821 ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, ლარი ყველა ვალუტასთან გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ახალი კურსი ძალაში ხვალიდან […]
გალტ & თაგარტმა თბილისის მერიასთან პარტნიორობით ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებისთვის სემინარი გამართა
გალტ & თაგარტმა თბილისის მერიასთან პარტნიორობითა და ტურიზმის მხარდაჭერის მიზნით მცირე და საშუალო განთავსების ობიექტებისთვის სემინარი გამართა. სემინარი შეეხო ისეთ თემებს, როგორებიცაა: ტურიზმისა და სასტუმროების, მათ შორის მცირე და საშუალო განთავსების ობიექტების მიმოხილვა, ფასების დინამიკა, კონკურენცია, ტურისტული ელექტრონული პლატფორმები, ასევე, სასტუმროების პოზიციონირება, კრიზისების მართვა, საბანკო პროდუქტებისა და დაფინანსების ხელმისაწვდომობა. „გალტ & თაგარტი წლების განმავლობაში აქტიურად […]
საქართველოსთან ავიამიმოსვლის აკრძალვით რუსეთი 3 მილიარდი რუბლით იზარალებს
საქართველოს მიმართულებით ავიამიმოსვლის აკრძალვის გამო, რუსული ავიაკომპანიები, დაახლოებით, 3 მილიარდი რუბლით იზარალებენ. ამის შესახებ რუსულ მედიას რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა ევგენი დიტრიხმა განაცხადა. მისივე თქმით, ამ რიცხვში შედის როგორც პირდაპირი ზარალი, ასევე დაკარგული მოგებაც. დიტრიხის თქმით, კვირის ბოლოს ციფრები დაზუსტდება. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის 21 ივნისის განკარგულებით, საქართველოს მიმართულებით ავიამიმოსვლა იკრძალება.
ბადრი ჯაფარიძე – ”თიბისის აქციები არ გაგვიყიდია, 10 მილიონი უბრალოდ ვისესხეთ”
„თიბისის” აქციების გასხვისება არ მომხდარა, 10 მილიონი დამატებით გვჭირდებოდა ანაკლიის პორტისთვის და ვისესხეთ, შემდგომში კიდევ იქნება თანხა საჭირო,“ – ამის შეახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, „თიბისი ბანკის“ აქციების გასხვისება არ მომხდარა. ჯაფარიძის განცხადებით, ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის საჭირო გახდა დამატებით 10 მილიონი და მისი სესხება მოხდა. ბადრი ჯაფარიძის განმარტებით, შემდგომ ეტაპზეც […]
როგორ ითვლიან საარსებო მინიმუმს?
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში მიმდინარე წლის მაისში საარსებო მინიმუმმა 190 ლარი და 10 თეთრი შეადგინა. ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 6,9%-ით არის გაზრდილი, აპრილის თვეში კი საარსებო მინიმუმი დაახლოებით 2,8%-ით ნაკლები იყო. რა არის საარსებო მინიმუმი, როგორ თვლიან მას და რა განაპირობებს მის ცვლილებას? რა არის საარსებო მინიმუმი? საარსებო მინიმუმს ადამიანისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი […]
ივნისში ტურისტების რაოდენობა 18%-ით გაიზარდა
2019 წლის ივნისში, საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 471,979 შეადგინა, რაც 71,990-ით მეტია 2018 წლის მაჩვენებელზე (ზრდა +18%). ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამავე თვეს საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობამ კი 873,966 შეადგინა (ზრდა +20.2%) 2019 წლის იანვარი-ივნისი ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 2,127,142 შეადგინა, რაც 193,368-ით მეტია 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე-ზრდა +10%. ამასთან, 6 თვეში საქართველოში 3,862,444 საერთაშორისო მოგზაურის […]
მურთაზ კიკორია ლიბერთი ბანკში გადავიდა
ეროვნული ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მურთაზ კიკორია საქმიანობას ლიბერთი ბანკში გააგრძელებს. ამის შესახებ რეესტრში ცვლილება უკვე ასახულია. კერძოდ, რეესტრის 28 ივნისის ამონაწერით, კიკორია „ლიბერთის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. ამავე ამონაწერით, საბჭოს წევრი/თავმჯდომარე ირაკლი რუხაძე, წევრები კი, კიკორიას გარდა, დავითი შონია და მამუკა წერეთელი არიან. შეგახსენებთ, რომ მურთაზ კიკორიამ სებ-ი 2018 წლის ნოემბრიდან დატოვა. ის ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის […]










