ბექა ოდიშარია თაბორის მთაზე 3.000 კვ. მ მიწას სახელმწიფოს გადასცემს – სანაცვლოდ მუხიანში 35.000 კვ. მ მიწას მიიღებს

ბექა ოდიშარია თაბორის მთაზე 3.000 კვ. მ მიწას სახელმწიფოს გადასცემს - სანაცვლოდ მუხიანში 35.000 კვ. მ მიწას მიიღებსთბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე უმრავლესობამ, დეპუტატ ბექა ოდიშარიასა და სახელმწიფოს შორის მიწის ნაკვეთების გაცვლასთანდაკავშირებით შეთანხმებას მხარი დაუჭირა. ჯამში, აღნიშნულ შეთანხმებას მხარი 30-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 6 წავიდა, რომელთა შორის იყო უმრავლესობის წევრი ლევან ჯაფარიძე

შეთანხმების მიხედვით, ოდიშარია სახელმწიფოს თაბორის მთაზე მის საკუთრებაში არსებულ 3.000 კვ.მ.-ზე მეტ ფართობის მიწას გადასცემს, სანაცვლოდ კი, მუხიანში, დაახლოებით 35.000 კვ.მ-ს მიიღებს.