საქართველოში 85 ადამიანს 100 ათას ლარზე მაღალი ხელფასი აქვს

საქართველოში 85 ადამიანს 100 ათას ლარზე მაღალი ხელფასი აქვს2018 წლის ნოემბრის მდგომარეობით, თვეში 100 ათას ლარზე მაღალი ხელფასი საქართველოში 85 ადამიანს აქვს.

როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს, ნოემბერში მათ ჯამში 52.7 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს, რაც ერთ დასაქმებულზე საშუალოდ 620 ათასი ლარია.

სახელფასო სტატისტიკა პირველმა არხმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან გამოითხოვა.

მაღალშემოსავლიანი მოქალაქეების სტატისტიკა თვეების მიხედვით ცვალებადია. წელს მათთვის ყველაზე წარმატებული თვე მარტი აღმოჩნდა, როდესაც 100 ათას ლარზე მეტი შემოსავალი 202-მა ადამიანმა მიიღო, ჯამურმა შემოსავალმა კი 130.7 მილიონი ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის ნოემბრის მონაცემებით, 90 ათასიდან 100 ათას ლარამდე ხელფასი 16 დასაქმებულს აქვს; 80 ათასიდან 90 ათას ლარამდე – 25 დასაქმებულს; 70 ათასიდან 80 ათას ლარამდე – 32 დასაქმებულს; 60 ათასიდან 70 ათას ლარამდე – 46 დასაქმებულს; 50 ათასიდან 60 ათას ლარამდე – 109 დასაქმებულს; 40 ათასიდან 50 ათას ლარამდე – 177 დასაქმებულს; 30 ათასიდან 40 ათას ლარამდე – 331 დასაქმებულს; 25 ათასიდან 30 ათას ლარამდე – 322 დასაქმებულს; 20 ათასიდან 25 ათას ლარამდე – 573 დასაქმებულს; 15 ათასიდან 20 ათას ლარამდე – 1.220 დასაქმებულს; 12 ათასიდან 15 ათას ლარამდე – 1.595 დასაქმებულს; 9600 ლარიდან 12 ათას ლარამდე – 2.314 დასაქმებულს; 7.200 ლარიდან 9.600 ლარამდე – 4.922 დასაქმებულს.

სტატისტიკური მონაცემებით, დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება დაბალხელფასიან სეგმენტში. 4.800 ლარიდან 6 ათას ლარამდე ხელფასი 9.193 დასაქმებულს აქვს; 3,600 ლარიდან 4.800 ლარამდე 17.741 დასაქმებულს; 2.400 ლარიდან 3,600 ლარამდე – 42.748 დასაქმებულს; 1.200 ლარიდან 2,400 ლარამდე 167,148 დასაქმებულს.

1,200 ლარამდე ხელფასი საქართველოში 553,648 დასაქმებულს უფიქსირდება, რაც დასაქმებულთა 68 პროცენტს შეადგენს.

 საზოგადოებრივი მაუწყებელი