“გეო ფლაუერმა“ წელს 850 ტონა ხილის ჩირი და სამკურნალო მცენარე დაამზადა, რომელიც გერმანიაში, პოლონეთსა და თურქეთში გაიყიდა. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა გოჩა ძნელაძემ Bm.ge-ს განუცხადა, ამისთვის ,,გეო ფლაუერმა“ წლევანდელ სეზონზე 4600 ტონა ნედლეული გადაამუშავა. კომპანია კიდევ ერთი ახალი ბაზრის ათვისებას გეგმავს, კერძოდ, პროდუქციას რუსეთშიც გაიტანს. კომპანია გასულ წელს მნიშვნელოვნად გაფართოვდა, გაიხსნა ახალი მიმღები პუნქტი და საკომუნიკაციო […]
კატეგორია: ეკონომიკა
78 მლნ ბოთლი ქართული ღვინო ექსპორტზე 53 ქვეყანაში გავიდა
სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებულია 78 მლნ-მდე ბოთლი ღვინო (0,75 ლ), რაც 11%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მონაცემებს. მიმდინარე წლის 11 თვის მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა 2017 წლის მთლიან ექსპორტს, როდესაც საქართველოდან ბოლო თითქმის 30 წლის რეკორდული რაოდენობის, 76,7 მლნ ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა. 2018 წლის იანვარ-ნოემბერში […]
ლაშა პაპაშვილი მთავრობას აკრიტიკებს – „ეკონომიკური ბლოკი განსაკუთრებით დაქსაქსულია”
„ეკონომიკური ბლოკი განსაკუთრებით დაქსაქსულია და ერთიან პოლიტიკას ვერ ახორციელებს“, – ასე უპასუხა ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა “საქმიანი დილის” შეკითხვას თუ რამდენად ეფექტიანია საქართველოს მთავრობა. მისი თქმით, საუბარი ინსტიტუციონალურ გაძლიერებაზე სულ მიმდინარეობს, მაგრამ მთვარობას ცენტრალიზება აკლია. „სულ ვსაუბრობთ ინსტიტუციონალურ გაძლიერებაზე ცალკეული ფრთების, მაგრამ მე უფრო ცენტრალიზების მომხრე ვარ, ეს აკლია მთავრობას. უფრო დაქსასულია ხელისუფლება, განსაკუთრებით ეკონომიკური ბლოკი, […]
გუდაურში სეზონის გახსნის ღონისძიება 315 ათასი ლარი დაჯდება
გუდაურში სეზონის გახსნის ღონისძიება 315 ათასი ლარი დაჯდება, შესაბამისი მომსახურების შესყიდვას კი ტურიზმის ადმინისტრაცია, გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე მოახდენს. შესაბამისი ნებართვის მისაღებად, ადმინისტრაციამ შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა. ,,საზოგადოებრივი და სახელმწიფო მნიშვნელობის ღონისძიების მოკლე ვადებში სათანადო ხარისხით ჩატარების მიზნით, ღონისძიების სპეციფიკიდან გამომდინარე, შეუძლებელია, მოცემული ღონისძიებებისა და მისთვის საჭირო სხვადასხვა საშუალებების (რაც შეიძლება ამინდის მიხედვით შესაცვლელი გახდეს, […]
ლაშა ხუციშვილი – ”სესხების პატიების პროექტი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება”
მიუხედავად სესხების პატიების პროექტის მასშტაბურობისა, აღნიშნული პროცესი დაპირებისამებრ 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება – ამის შესახებ განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილმა. მისი თქმით, ამჟამად ინტენსიურად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები სიების ფორმირების მიმართულებით. „ამასთან, სესხების პატიების პროექტში დამატებით 10-მდე სესხის გამცემი ორგანიზაცია ჩაერთო, რომლებსაც საწყის ეტაპზე თანამშრომლობის სურვილი არ ჰქონდათ. ამ ეტაპზე, მათი მხრიდან […]
ვალების განულების სიის გამოქვეყნება, შესაძლოა, გადავადდეს – ფონდ “ქართუში” ტელეფონს არ იღებენ
საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებისთანავე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვებგვერდი, სადაც მოქალაქეებს ექნებოდათ შესაძლებლობა ენახათ მოხვდნენ თუ არა ვალების განულების სიაში, შესაძლოა 3 დეკემბრამდე მზად არ იყოს. “მეტრონომი” ინფორმაციის გადამოწმების მიზნით შეეცადა დაკავშირებოდა ფონდ “ქართუს”, რომელიც არის ინიციატორი ამ წინასაარჩევნო დაპირება-იდეის. თუმცა, ჩვენმა ძალისხმევამ, დავკავშირებოდით ფონდს, შედეგი ვერ გამოიღო, რადგან ტელეფონს აღნიშნულ ოფისში, ამ დრომდე, არავინ იღებს. ამის […]
გერგეტის სამებამდე მისასვლელი ახალი გზის მშენებლობა დასრულდა
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სტეფანწმინდა-სამების ეკლესიასთან მისასვლელი 5.6 კმ-იანი გზის მშენებლობა დასრულდა. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ცემენტ-ბეტონის საფარიანი ახალი გზა, წყალგამტარი მილები, გზის საყრდენი კედლები, ავტომობილების გასაჩერებელი მოედნები და განხორციელდა გზის კეთილმოწყობის სამუშაოები. ასევე, ახალ გზაზე დამონტაჟდა საგზაო ნიშნები და ჩატარდა გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოებიც. გერგეტის ტაძრამდე მისასვლელი ძველი გზა ვიწრო და გრუნტოვანია, რომელიც ახალი გზის პარალელურად იარსებებს. […]
გელა ხანიშვილი – “მიწის უცხოელებზე გაყიდვის შეზღუდვა ინვესტიციებს არ აფერხებს”
აფერხებს თუ არა სასოფლო-სამეურნეო მიწების შესახებ კანონპროექტი და რეგულაციები ინვესტიციებს სოფლის მეურნეობაში? სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილი ამბობს, რომ მას ხშირად აქვს შეხვედრა ინვესტორებთან და მათთვის აბსოლუტურად გასაგებია საქართველოს მიდგომა უცხოელებზე მიწის მიყიდვასთან დაკავშირებით, ამიტომ ეს ერთადერთი შემაფერხებელი ფაქტორი ვერ იქნება. „დამერწმუნებით ბევრი შეხვედრა მაქვს უცხოელ დონორებთან, ფერმერებთან, საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით დაინტერესებულ ადამიანებთან. როდესაც […]
2019 წლიდან თამბაქოზე აქციზი კიდევ გაიზრდება?
2019 წლიდან, შესაძლოა, თამბაქოზე აქციზი კიდევ გაიზარდოს. ამის შესახებ ინფორმაცია bm.ge-ის წყარომ მიაწოდა. გამომდინარე იქიდან, რომ წლის ბოლომდე ერთი თვე რჩება და მთავრობას თამბაქოზე აქციზის ზრდაზე საჯარო განცხადება არ გაუკეთებია, ინფორმაციის გადამოწმება bm.ge-მ ფინანსთა მინისტრთან სცადა. კითხვას – იზრდება თუ არა თამბაქოზე აქციზი, ვანო მაჭავარიანმა შემდეგი პასუხი გასცა: “ჩვენ რაღაც საკითხებზე ვმუშაობთ. ამ ეტაპზე არანაირი […]
მთავრობა „საქართველოს ფოსტის“ და რკინიგზის პრივატიზებას გეგმავს
მთავრობა „საქართველოს ფოსტის“ და რკინიგზის პრივატიზებას გეგმავს, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, გეგმაშია სახელმწიფო ელექტროსისტემის პრივატიზებაც, რომელიც ჯერ კიდევ 2011 წელს შეჩერდა ბაზარზე არსებული „გამოწვევების“ ფონზე. „ჩვენ უნდა გავზარდოთ ამ კომპანიების ეფექტურობა, რათა მათი პრივატიზება მოვახდინოთ“, – ამბობს ქობულია. Bloomberg წერს, რომ ფოსტის გაყიდვით, მთავრობა ათობით მილიონ ლარს […]










