საქართველოში სასტუმროების მომსახურება იაფდება

საქართველოში სასტუმროების მომსახურება იაფდებაქვეყანაში სასტუმროების მომსახურება იაფდება.

PMCG-ის კვლევის მიხედვით, მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში, გასული წლის ნოემბერთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 0,1%-ითაა შემცირებული, წინა თვესთან შედარებით კი – 11,2%-ით.

სასტუმროების სტანდარტული ორადგილიანი ნომრების ფასები ნოემბერ-ოქტომბერში ყველაზე მეტად თბილისში (-13.1%), კახეთში (-12.5%) და შიდა ქართლში (-12.5%) შემცირდა.

რაც შეეხება წინა წელთან შედარებას, ფასები ორადგილიან ნომრებზე ყველაზე მეტად გურიაში (-14.7%) და კახეთში (-13.6%) შემცირდა, ხოლო თბილისში 8,9%-ით.
აღსანიშნავია, რომ 3, 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 2018 წლის ნოემბერში, 2017 წლის ნოემბერთან შედარებით, 4.7%-ით გაიზარდა. ამ ტიპის სასტუმროებში ფასები ყველაზე მეტად აჭარაში (40.1%) და სამცხე-ჯავახეთში (20.6%) გაიზარდა.

რაც შეეხება თბილისს, ფასები ასეთივე სასტუმროებზე 1-წლიან ჭრილში 10,8%-ითაა შემცირებული.

რაც შეეხება საოჯახო სასტუმროებს, 2018 წლის ნოემბერში, 2018 წლის ოქტომბერთან შედარებით ფასები 7.1%-ითაა შემცირებული, წინა წლის ნოემბერთან შედარებით კი -3,7%-ით.

ერთწლიან შუალედში, რეგიონების მიხედვით, ფასები ყველაზე მეტად კახეთში (-17.6%) და ქვემო ქართლში (-13.4%) შემცირდა. თბილისში კი, საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები გასული წლის ნოემბერთან შედარებით 2.2%-აა შემცირებული.

ბიემჯი