შსს-ს მსხვილი ტენდერი, შესაძლოა, წელსაც ,,იმედი L”-მა მოიგოს

შსს-ს მსხვილი ტენდერი, შესაძლოა, წელსაც ,,იმედი L”-მა მოიგოსშსს-ს თანამშრომელთა სამედიცინო დაზღვევის მსხვილი ტენდერი შესაძლოა, წელსაც ,,იმედი L” მოიგოს.

კომპანია, თანამშრომელთა 1 წლიან დაზღვევას სამინისტროს, 17,5 მილიონ ლარად სთავაზობს, რაც საწყის ფასთან შედარებით, 3 მილიონით ნაკლებია.

ამ ეტაპზე შსს-ს სატენდერო კომისია კომპანიის დოკუმენტაციის შერჩევა/შეფასებითაა დაკავებული.

პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში გამარჯვებულად სწორედ ,,იმედი L” დასახელდება.

აღსანიშნავია, რომ შსს-ს თანამშრომლებს გასულ წელსაც აღნიშნული კომპანია ემსახურებოდა, რაშიც 16,1 მილიონი ლარი მიიღო – საწყის ფასთან შედარებით 1,6 მილიონი ლარით ნაკლები.

შარშან ,,იმედი L”-ის კონკურენტები, ,,პსპ დაზღვევა” და ,,ჯი პი აი ჰოლდინგი” იყვნენ.

ბიემჯი