2018 წლის 1 ოქტომბრიდან კომპანიების ნაწილს სავალდებულო ფინანსური აუდიტის ჩატარება მოუწევს

2018 წლის 1 ოქტომბრიდან კომპანიების ნაწილს სავალდებულო ფინანსური აუდიტის ჩატარება მოუწევს2018 წლის 1 ოქტომბრიდან კომპანიების ნაწილს სავალდებულო ფინანსური აუდიტის ჩატარება მოუწევს.

კანონის თანახმად, სავალდებულო აუდიტი უნდა ჩაატარონ იმ კომპანიებმა, რომელთა აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარს, შემოსავალი 100 მილიონ ლარს, დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი 250-ს აღემატება. სავალდებულო აუდიტი ეხებათ ასევე იმ კომპანიებს, რომელთა აქტივების ჯამური ღირებულება 10 მილიონი ლარიდან 50 მილიონ ლარამდე, შემოსავალი 20 მილიონი ლარიდან 100 მილიონ ლარამდე, ხოლო დასაქმებული ჰყავთ 50-დან 250 ადამიანამდე.

თუკი ეს კომპანიები მოთხოვნას არ შეასრულებენ, 1 ოქტომბრიდან მათ პირველ ეტაპზე გააფრთხილებენ, ხოლო შემდეგ დააჯარიმებენ.

კომპანიებისთვის სავალდებულო ფინანსური აუდიტის ჩატარება ევროკავშირის მოთხოვნაა. 2014 წელს ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით, საქართველომ აიღო ვალდებულება ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფერო ეტაპობრივად დაუახლოვოს ევროკავშირის ნორმებს და სტანდარტებს.

იმედინიუსი