დღეს დილით, 11:05 ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში, უნგრულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz air-მა, ვროცლავი-ქუთაისის მიმართულებით პირველი რეგულარული რეისი შეასრულა. რეისის 167 მგზავრიდან უმეტესობა პოლონეთის მოქალაქეები იყვნენ. მგზავრები საზღვარზე ქართული ღვინოებით დასაჩუქრდნენ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით ახალი მიმართულებების დამატებაზე მუდმივად მუშაობს. 2018 წელს პირველი ახალი მიმართულება – რიგა-ქუთაისი, 25 მარტს შესრულდა. ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ […]
კატეგორია: ეკონომიკა
ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტებამ 21 მილიარდს გადააჭარბა
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2018 წლის თებერვალში, გასულ თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 63.7 მლრდ ლარით გაიზარდა და 21.54 მლრდ ლარს გაუტოლდა. გაცემული სესხების პორტფელის წლიურმა ზრდის ტემპმა კი 18.0 პროცენტი შეადგინა. როგორც ეროვნული ბანკის ანგარიშშია ნათქვამი, საკრედიტო პორტფელის ზრდაზე გავლენა მოახდინა ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების ზრდამ. თებერვლის ბოლოსთვის, საკრედიტო პორტფელის 82.8 პროცენტი გრძელვადიან […]
ბათუმს 40 ახალი ავტობუსი მოემსახურება
– ბათუმის მუნიციპალური ავტოპარკი განახლდება და მას 40 ახალი ავტობუსი შეემატება, – ამის შესახებ ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ “საქმიანი დილის” ეთრში განაცხადა. – ჩვენ უკვე დავიწყეთ ქალაქის მუნიციპალური ავტოპარკის განახლება, რამოდენიმე დღის უკან დამთავრდა ტენდერი, მიმდინარეობს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ სატენდერო დოკუმენტაციის შესწავლა და ვფიქრობ, რომ ძალიან მალე ბათუმს 40 ახალი ადაპტირებული, ევრო […]
“გლაქსოსმიტკლაინის” წარმომადგენლობამ საქართველო დატოვა
ბრიტანული ფარმაცევტული კომპანია „გლაქსოსმიტკლაინის“ წარმომადგენლობა დაიხურა. როგორც კომპანიის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა BM.GE-ს განუცხადა, ცვლილებები სათაო ოფისის მხრიდან ოპერირების მოდელი შეცვლამ გამოიწვია. – შეიცვალა ოპერირების მოდელი, რის გამოც საქართველოში, უზბეკეთში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და მოლდოვაში წარმომადგენლობითი ოფისები დახურა. – აცხადებს მამუკა კლდიაშვილი. გიგანტური ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლობის დახურვა არ ნიშნავს რომ ქართულ ბაზარზე მისი წარმოებული მედიკამენტები არ გაიყიდება. […]
საპარტნიორო ფონდი “ბორჯომი ლიკანს“ “ყაზმუნაი გაზისგან“ გამოისყიდის და მერე გაყიდის
– საპარტნიორო ფონდი სასტუმრო „ბორჯომი ლიკანს“ „ყაზმუნაი გაზისგან“ გამოისყიდის, – ამის შესახებ BM.ge-ის საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ განუცხადა. – როგორც ცნობილია, ამჟამად 50% არის საპარტნიoრო ფონდის, მეორე 50% კი – ყაზმუნაი გაზის“. ყაზახეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებული ყველა აქტივი გაყიდოს. მათ ჩვენ შემოგვთავაზეს სასტუმროს 50%-ის შეძენა, რადგან პირველი შეთავაზების უფლება […]
სადაზღვევო ბაზარზე მოგების 80% ალდაგზე მოდის – კომპანია ჯანმრთელობის დაზღვევას არ ყიდის
სადაზღვევო ბაზარზე მოგების დაახლოებით 80% ერთ კომპანიაზე მოდის. წმინდა მოგების მხრივ ბაზრის ლიდერი სადაზღვევო კომპანია „ალდაგია“. დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ წელს 20 მილიონიდან 16 457 056 ლარი სწორედ „ალდაგზე“ მოდიოდა. შემდეგ მოდის ჯი-პი-აი ჰოლდინგი 6 713 074 ლარით, არდი 2 186 986 ლარით და ა.შ. სადაზღვევო სექტორი ბაზარზე არსებულ სიტუაციას “არაჯანსაღად” აფასებს […]
“რუსთავის აზოტს” გათავისუფლებული თანამშომლების აღდგენა დაეკისრა
“რუსთავის აზოტს” გათავისუფლებული თანამშომლების აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დაეკისრა. გადაწყვეტილება რუსთავის საქალაქო სასამართლომ მიიღო. როგორც bm.ge-ს პროფკავშირებში განუცხადეს, 2017 წლის იანვარში კომპანიიდან 350 თანამშრომელი ახსნა განმარტების გარეშე გაათავისუფლეს, თუმცა კომპანიის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა აქედან მხოლოდ 57 -მა თანამშრომელმა გააგრძელა. საქალაქო სასამართლოში დავა ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, “მთავარია მივიღეთ ის შედეგი რაც გვინდოდა. დღეის მდგომარეობით […]
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მოგება 3.4-ჯერ შემცირდა
მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს მოგება შეუმცირდათ. გასულ წელს საქართველოში მოქმედმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა 44.5 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, რაც 2016 წელს 3.4-ჯერ ჩამორჩება. შედარებისთვის, 2016 წელს მიკრო საფინანსო ორგანიზაციების წმინდა მოგება 151.8 მლნ ლარი იყო. ინფორმაციას Forbes-ის ქართული გამოცემა ავრცელებს. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წმინდა მოგება გასულ წელს, ბოლო 6 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი იყო. შედარებისთვის, 2015 წელს სექტორის წმინდა […]
სასტუმრო რედისონი წინანდალში სექტემბრის დასაწყისში გაიხსნება
სასტუმრო რედისონი წინანდალში სექტემბრის დასაწყისში გაიხსნება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ,,სილქ როუდ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ალექსანდრე თოფურიამ განუცხადა. მისი თქმით, სამუშაოები უკვე დასკვნით სტადიაზეა. 5 ვარსკვლავიანი ,,რედისონ ბლუ წინანდალი“, კახეთის რეგიონში საერთაშორისო სტანდარტების პირველი ბრენდირებული სასტუმრო იქნება, რომელსაც ,,სილქ როუდ ჯგუფი“ საპარტნიორო ფონდთან ერთად აშენებს. 120 ნომრიანი სასტუმრო სოფელ წინანდალიში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ–მუზეუმისა და ბაღის […]
ქართული ვისკი „ჯიმშერი“ შვეიცარიაში დაჯილდოვდა
პირველი ქართული ვისკი „ჯიმშერი“ შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის საერთაშორისო ჯილდოს “Leader of the Year“ მფლობელია. ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს. ბიზნეს დაჯილდოვება შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციიისა და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის (NBR-UNION) ერთობლივი პროექტის ფარგლებში გაიმართა. შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის საერთაშორისო ჯილდო “Leader of the Year” გადაეცემათ, საქართველოში წამყვან პოზიციებზე მყოფი კომპანიებს. ეს კომპანიები იშეირჩევიან სპეციალური კვლევის მიხედვით< რომელსაც […]










