კატეგორია: ეკონომიკა

დიდუბეში მიწისქვეშა გადასასვლელის ტენდერი შეწყდა

დიდუბეში მიწისქვეშა გადასასვლელის ტენდერი შეწყდა

თბილისის მერია დიდუბეში, ჯანდაცვის სამინისტროს მიმდებარედ ტრანსპორტის ქუჩაზე მიწისქვეშა გადასასვლელის გაკეთებას ფიქრობდა და ამ მიზნით ტენდერიც გამოაცხადა, თუმცა, მანამ, სანამ წინადადებების მიღება დაიწყებოდა, ტენდერს შეწყვეტილის სტატუსი მიანიჭეს. მერიის ცნობით, პიკის საათებში აღნიშნულ ტერიტორიაზე ქვეითად მოსიარულეთა დიდი ნაკადი გადაადგილდება, კონკრეტულად კი საათში 2.500-3.000 ქვეითი. სატრანსპორტო და ქვეითთა ნაკადების გასამიჯნად დედაქალაქის მთავრობამ 13 მეტრი სიგრძის და 4,5 […]

ბაკურიანში მრავალსართულიანი პარკინგი აშენდება

ბაკურიანში მრავალსართულიანი პარკინგი აშენდება

ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ბაკურიანში მრავალსართულიანი პარკინგი აშენდება. ტენდერი, მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ურბანული რეკონსტრუქციისა და განვითარების პროექტის ფარგლებში გამოაცხადა. პარკინგის მშენებლობისათვის 14,5 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ტენდერი მოიცავს, როგორც შენობის პროექტირების, ისე სამშენებლო სამუშაოებსაც. დაინტერესებულმა კომპანიებმა წინადადებები 19 აპრილიდან უნდა წარადგინონ. სამუშაოები კი კონტრაქტის გაფორმებიდან 1 წელში უნდა დასრულდეს. ბიზნესმედია

სახელმწიფო 122 საწარმოს ფლობს – მათგან მოქმედი 42–ია

სახელმწიფო 122 საწარმოს ფლობს - მათგან მოქმედი 42–ია

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო 122 საწარმოს ფლობს, თუმცა აქედან მოქმედი მხოლოდ 42–ია. bm.ge- სთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მოქმედი ობიექტები შემდეგნაირად გამოიყურება: შპს “მარაბდა-კარწახის რკინიგზა”; შპს “საქართველოს ნავთობისა და გაზის სერვისული კომპანია”; შპს “საქაერონავიგაცია”; შპს “მთის კურორტების განვითარების კომპანია”; შპს “სახელმწიფო მომსახურების ბიურო”; შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანება”; შპს “საქართველოს ტელერადიოცენტრი”;  შპს “თბილავიამშენი”; შპს “დემეტრე 96”; შპს […]

სემეკი 2 შავი ფერის მანქანაში 126.000 ლარს იხდის

სემეკი 2 შავი ფერის მანქანაში 126.000 ლარს იხდის

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისია ორი ავტომობილის შეძენას გეგმავს, რისთვისაც 126 ათასი ლარის დახარჯვას აპირებს. ელექტრონული ტენდერი შესყიდვაზე გამოცხადებულია. სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულია ე.წ. პირველი და მეორე კლასის ავტომანქანების შეძენა. პირველის ძრავის მოცულობა 2-ზე ნაკლები არ უნდა იყოს და 100 კმ-ზე 15,5 ლიტრზე მეტ საწვავს არ უნდა მოიხმარდეს. მეორე ავტომობილის ძრავის მოცულობა კი 1.6-ზე ნაკლები […]

გიგლა თამაზაშვილი – “ჩვენ მიერ მოხსნილ გამათბობლებსა და წყალგამაცხელებლებს მოსახლეობა ისევ ამონტაჟებს“

გიგლა თამაზაშვილი - “ჩვენ მიერ მოხსნილ გამათბობლებსა და წყალგამაცხელებლებს მოსახლეობა ისევ ამონტაჟებს“

– არასწორად დამონტაჟებულ გამათბობლებსა და წყალგამაცხელებლებს, რომლებსაც ჩვენი ბრიგადები ხსნიან, მოსახლეობა ისევ უკან ამონტაჟებს, – ამის შესახებ “ყაზტრანსგაზ თბილისის“ სპეციალურმა მმართველმა გიგლა თამაზაშვილმა გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში განაცხადა. მისი თქმით, კომპანიამ 2017-18 წლებში უპრეცედენტო აქტივობა ჩაატარა და დაახლოებით 350 ათასი აბონენტი გადაამოწმა. – 66 ათასამდე არასწორად დამონტაჟებული გაზის ხელსაწყო გამოვავლინეთ და კანონმდებლობის შასაბამისად ჩავხსენით, თუმცა, […]

უჩა მამაცაშვილმა თანაინვესტირების ფონდის მმართველი კომპანია დატოვა – წილის 50%-ის დათმობაზე ცვლილება უკვე გაფორმდა

უჩა მამაცაშვილმა თანაინვესტირების ფონდის მმართველი კომპანია დატოვა - წილის 50%-ის დათმობაზე ცვლილება უკვე გაფორმდა

ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილმა, უჩა მამაცაშვილმა „თანაინვესტირების ფონდის“ მმართველი კომპანია „ჯი სი ეფ პარტნიორები“ დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია BM.GE-ს თანაინვესტირების ფონდში დაუდასტურეს. კომპანიაში წილის 50%-ის დათმობაზე ოფიციალური ცვლილება უკვე გაფორმდა. მათივე ცნობით, კომპანიის მმართველი ამ ეტაპზე მხოლოდ გიორგი ბაჩიაშვილია. აღნიშნული კომპანია 2013 წელს დაფუძნდა.

სითი პარკთან ხელშეკრულების გაწყვეტა მერიას 25 მილიონზე მეტი დაუჯდება

ბენიამინ ლაჰავი კახა კალაძეს დაემუქრა - "სითი პარკის სასამართლოში შევხვდებით"

„სითი პარკის“ გენერალური დირექტორი ბენიამინ ლაჰავი აცხადებს, რომ თბილისის მერიას კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტა, შესაძლოა, 25 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდეს. როგორც ლაჰავიმ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, 25 მილიონი ლარის შესახებ ხელშეკრულებაში არაფერია ნათქვამი, თუმცა დოკუმენტში დევს ფორმულა, რომლის მიხედვითაც პირგასამტეხლოს თანხა უნდა დაანგარიშდეს. – მთავარი რიცხვი მოდის ხელშეკრულებაში ჩადებული ფორმულის საფუძველზე, მაგრამ პირველ რიგში, უნდა დაისვას კითხვა, რა […]

აშშ-ს კონგრესი საქართველოს 105 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს

აშშ-ს კონგრესი საქართველოს 105 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს

აშშ-ს კონგრესი საქართველოს დახმარების სახით 105 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს. ამის შესახებ ნათქვამია 2018 ფინანსური წლისთვის აშშ-ს ბიუჯეტის პროექტში, რომელიც კონგრესში გავრცელდა. „საქართველოს დახმარების სახით გამოეყოს სულ მცირე 105 325 000 დოლარი, ხოლო უკრაინას – სულ მცირე 420.700.000 დოლარი“, – ნათქვამია ბიუჯეტის პროექტში. აღსანიშნავია, რომ ამ თანხაში არ შედის უკრაინისთვის განკუთვნილი 200-მილიონიანი სამხედრო დახმარება. ბიუჯეტის […]

ვერა ქობალია – “დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი საქართველოსთვის”

ვერა ქობალია - "დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი საქართველოსთვის"

საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი ვერა ქობალია „დიდი სიამოვნებით იმუშავებდა საქართველოსთვის“. ამის შესახებ ქობალიამ BM.ge-თან ინტერვიუში განაცხადა. – ისევ საჯარო სამსახურში, თან საქართველოში, ხედავთ საკუთარ თავს?  – დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი საქართველოსთვის. იცით როგორ არის?! მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ქართველი, რომელიც წასულია და საზღვარგარეთ და სხვადასხვა დიდ კომპანიებში წამყვან პოზიციებზე მუშაობენ, ასე […]

აგარის შაქრის ქარხანა ბრძოლის ველად გადაიქცა – ვის უნდა აქ ბიტკოინების ქარხნის გახსნა?

აგარის შაქრის ქარხანა ბრძოლის ველად გადაიქცა - ვის უნდა აქ ბიტკოინების ქარხნის გახსნა?

ორ კვირაზე მეტია დაბა აგარა, კერძოდ, შაქრის ქარხნის მიმდებარე ტერიტორია ბრძოლის ველს ჰგავს – ქარხნის თანამშრომლები, რომლებიც ნოემბრიდან მოყოლებული, სამსახურის გარეშე არიან დარჩენილები, შენობასთან აღმებენ და ათენებენ. ამასთან, როგორც ირკვევა, პროტესტანტები შენობაში ქარხნის მფლობელს არ უშვებენ. ეს კი არადა, რამნდენიმე დღის წინ, ქარხანა იურისტსა და ბუღალტერსაც დაატოვებინეს. ზოგადად, აგარის ქარხნის პრობლემების თობაზე მთელმა ხელისუფლებამ იცის, […]