ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტებამ 21 მილიარდს გადააჭარბა

ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტებამ 21 მილიარდს გადააჭარბაეროვნული ბანკის მონაცემებით, 2018 წლის თებერვალში, გასულ თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 63.7 მლრდ ლარით გაიზარდა და 21.54 მლრდ ლარს გაუტოლდა. გაცემული სესხების პორტფელის წლიურმა ზრდის ტემპმა კი 18.0 პროცენტი შეადგინა.

როგორც ეროვნული ბანკის ანგარიშშია ნათქვამი, საკრედიტო პორტფელის ზრდაზე გავლენა მოახდინა ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების ზრდამ. თებერვლის ბოლოსთვის, საკრედიტო პორტფელის 82.8 პროცენტი გრძელვადიან სესხებზე მოდიოდა, რომლის 59.6 პროცენტი უცხოური ვალუტით იყო გაცემული. მოკლევადიან სესხებში კი უცხოური ვალუტით სესხების წილი 37.4 პროცენტს შეადგენდა.

ბიზნესმედია