“რუსთავის აზოტს” გათავისუფლებული თანამშომლების აღდგენა დაეკისრა

"რუსთავის აზოტს" გათავისუფლებული თანამშომლების აღდგენა დაეკისრა“რუსთავის აზოტს” გათავისუფლებული თანამშომლების აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დაეკისრა. გადაწყვეტილება რუსთავის საქალაქო სასამართლომ მიიღო.
როგორც bm.ge-ს პროფკავშირებში განუცხადეს, 2017 წლის იანვარში კომპანიიდან 350 თანამშრომელი ახსნა განმარტების გარეშე გაათავისუფლეს, თუმცა კომპანიის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა აქედან მხოლოდ 57 -მა თანამშრომელმა გააგრძელა. საქალაქო სასამართლოში დავა ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა,
“მთავარია მივიღეთ ის შედეგი რაც გვინდოდა. დღეის მდგომარეობით კომპანიას თანამშრომლებისთვის თითქმის ნახევარი მილიონი ლარზე მეტი აქვს გადასახდელი. მაგრამ თუ მენეჯმენტი გაწელავს პროცესს და არ აღადგენს დროულად თანამშრომლებს, თანხის მოცულობა შესაბამისად გაიზრდება”,  – აღნიშნავენ პროფკავშირებში.