“გლაქსოსმიტკლაინის” წარმომადგენლობამ საქართველო დატოვა

"გლაქსოსმიტკლაინის" წარმომადგენლობამ საქართველო დატოვაბრიტანული ფარმაცევტული კომპანია „გლაქსოსმიტკლაინის“ წარმომადგენლობა დაიხურა. როგორც კომპანიის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა BM.GE-ს განუცხადა, ცვლილებები სათაო ოფისის მხრიდან ოპერირების მოდელი შეცვლამ გამოიწვია.
– შეიცვალა ოპერირების მოდელი, რის გამოც საქართველოში, უზბეკეთში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და მოლდოვაში წარმომადგენლობითი ოფისები დახურა. – აცხადებს მამუკა კლდიაშვილი.
გიგანტური ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლობის დახურვა არ ნიშნავს რომ ქართულ ბაზარზე მისი წარმოებული მედიკამენტები არ გაიყიდება. სხვა უამრავი კომპანიის მსგავსად, „გლაქსოსმიტკლაინის“ მედიკამენტებსაც შუამავალი ფარმაცევტული ოპერატორები შემოიტანენ.