საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ახალ საგადასახადო ინიციატივაზე ისაუბრა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ინიციატივა მცირე მეწარმეებისათვის დაბეგვრის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის დაწესებას ითვალისწინებს, კერძოდ, მცირე მეწარმეებისთვის ბრუნვის გადასახადი 5-ჯერ მცირდება და 5-ის ნაცვლად, 1 პროცენტი იქნება. „მეწარმეობის განვითარება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, განსაკუთრებით, მცირე მეწარმეობას. პარლამენტში მთავრობის დამტკიცების დროს, სიტყვით გამოსვლისას, ვისაუბრე, რომ ჩვენ ვიწყებთ მცირე ბიზნესის ხელშეწყობის […]
კატეგორია: ეკონომიკა
ქართულ ჯარს ფეხსაცმელებს თურქული კომპანია შეუკერავს
საქართველოს შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობას ფეხსაცმელს თურქეთში შეუკერავენ. თავდაცვის სამინისტრომ თურქულ კომპანია yakupoglu-სთან ხელშეკრულება უკვე გააფორმა. ხელშეკრულების მიხედვით, თურქულმა კომპანიამ 22.500 წყვილი მაღალყელიანი ფეხსაცმელი უნდა შეკეროს. შეკვეთის საერთო ღირებულება კი 832.500 დოლარია. აღსანიშნავია, რომ შეიარაღებულ ძალებზე გაცემულ მაღალყელიან ფეხსაცმელებს, ვადა 2017 წლის ბოლოს ამოეწურა. გასულ წელს ფეხსაცმელების შეძენაზე გამოცხადებლი ტენდერი კი ჩაიშალა. ამიტომ შეიარღებულ ძალებს […]
ბიტფაირიმ გლდანის დატა ცენტრი გაყიდა
ბიტფაირი ჯგუფმა თბილისში, გლდანში მდებარე დატა ცენტრი გაყიდა. ცენტრის ახალი მფლობელი აზიური Chong Sing Holdings-ია, რომელთანაც მოლაპარაკებები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. Bitfury-ის აღმასრულებელი დირექტორის ვალერი ვავილოვის განცხადებით, დატა ცენტრის გაყიდვა, აზიის ბაზარზე კომპანიის გაფართოვებას ემსახურება მიზნად. „გარიგება აძლიერებს ჩვენს ურთიერთობას ჩინელ პარტნიორებთან და ეხმარება კომპანიას გააგრძელოს წარმატებული გაფართოვება აზიის ბაზარზე“, – განაცხადა ვავილოვმა. Bitfury-მ თბილისის […]
ასლან აბაშიძის გარემოცვა ბათუმში 100-ნომრიან სასტუმროს აშენებს
100-ნომრიან სასტუმროს და საცხოვრებელ ბინებს, კაზინოს, საცურაო აუზს და სხვა გასართობი ობიექტების აშენებას ბათუმის ახალი ბულვარის გასწვრივ „ეიჩ გრუპ კონსტრაქშენი“ გეგმავს. ამ კომპანიას k2 კოეფიციენტის გაზრდაზე (სიმაღლეში ზრდა დასაშვებზე მეტად) აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ უშუამდგომლა ბათუმის მერიაში. კომპანიას მშენებლობის ნებართვის მისაღებად ბათუმის მერიისთვის ჯერ არ მიუმართია. კომპანიაში წილებს ფლობს ასლან აბაშიძის მთავრობის უშიშროების მინისტრის, […]
მოსახლეობის ვალმა ბანკების მიმართ 19 მილიარდ ლარს გადააჭარბა
ბიზნესმედიის ცნობით, ფიზიკური პირების სესხები კომერციული ბანკების მიმართ 2018 წლის, პირველი იანვრის მდგომარეობით 19.7 მილიარდ ლარს შეადგენს. რაც გასულ წელთან შედარებით 1,4 მილიარდით, ხოლო 2016 წელთან – 6,4 მილიარდით არის გაზრდილი. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით დოლარში გაცემული სესხების მოცულობა წინა წელთან შედარებით, 176 მილიონი დოლარით შემცირდა და 5,1 მილარდი შეადგინა. სამაგიეროდ 2 […]
შემოსავლების სამსახურმა ზაქარია ქუცნაშვილის ძმის კომპანია მილიონი ლარით დააჯარიმა
კომპანია “ბაზალტი ფაიბერს”-ის გენერალური დირექტორი ივერი ქუცნაშვილი საგადასახადო მიმართულებით და შესყიდვების სისტემაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს. როგორც BM.ge-ს ქუცნაშვილმა განუცხადა, 2017 წლის დეკემბერში შემოსავლების სამსახურმა, შემოწმებისას, “რეალურად 5 ლარის ღირებულების პროდუქტი 12 000 ლარის პროდუქტად ჩაუთვალა“ და დააჯარიმა. – მოგეხსენებათ, ჩვენ ბაზალტის ქვისგან ვაწარმოებთ ბაზალტის ძაფს და სხვა პროდუქციებს. შემოსავლების სამსახურის შემოწმების დროს, საგადასახადო ოფიცერმა ქვა, […]
სამშენებლო ნებართვების რაოდენობა შემცირდა
2017 წელს ქვეყნის მასშტაბით სამშენებლო ნებართვების რაოდენობა, 2016 წელთან შედარებით შემცირდა. აღნიშნულ საკითხზე დეტალური ინფორმაცია Bm.ge-მ “საქსტატიდან” გამოითხოვა, რომლის მიხედვით გასულ წელს საქართველოში მშენებლობის მიზნით 10 495 ნებართვა გაიცა, 2016 წელს კი -11031. როგორც ირკვევა, 2017 წელს ყველაზე მეტი ნებართვა (5032) დედაქალაქშია გაცემული, რეგიონებიდან კი – აჭარაში (1141). ამ ნებართვების უმეტესობა კი საცხოვრებელ ობიექტებს (6799), […]
მიხეილ ჭელიძე – “ბანკის საქმე ბიზნესი არ არის”
მცირე და საშუალო ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი სახელმწიფოსგან ბანკების მიერ არაპროფილურ ბიზნესებში შესვლის აკრძალვას ითხოვს. როგორც მიხეილ ჭელიძე BM.GE-თან აცხადებს, სახელმწიფომ ყველასთვის თანაბარი თამაშის წესები უნდა შექმნას, რადგან ბანკის წიაღიდან წამოსულ კომპანიებს მცირე და საშუალო ბიზნესი კონკურენციას ვერ უწევს. “ბანკის საქმე ბიზნესი არ არის, ბანკმა საბანკო საქმე უნდა ახორციელოს”, – აცხადებს მიხეილ ჭელიძე. – სახელმწიფომ უნდა […]
მაგთის აბონენტები შეუმცირდა, ჯეოსელსა და ბილაინს კი გაეზარდა
კომპანია “მაგთიმ” ბოლო ერთ წელიწადში 11 ათასამდე აბონენტი დაკარგა – კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სტატისტიკის მიხედვით, კომპანიას დღეისთვის მილიონ 981 ათასი მომხმარებელი ჰყავს. წლის დასაწყისში კი ეს ციფრი მილიონ 992 ათასი იყო. ბაზრის მეორე მსხვილმა მოთამაშემ “ჯეოსელმა” გასულ წელს სააბონენტო ბაზა 58 ათასამდე აბონენტით შეივსო, თუმცა 1 მილიონ 783 ათასი მომხმარებლით, კომპანია მაინც მეორე პოზიციას იკავებს. […]
ტექნიკური დათვალიერების არქონის გამო 566 ავტომფლობელი დააჯარიმეს
ტექნიკური დათვალიერების არქონის გამო იანვარში 566 ავტომფლობელი დააჯარიმეს, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი აცხადებს. მისი თქმით, საუბარია ავტომფლობელებზე, რომლებსაც ვადის მიხედვით სავალდებულო ტექდათვალოერების გავლა უწევდათ და არ გაიარეს. მისივე ინფორმაციით, დღეისთვის საქართველოში 24 ცენტრი და 35 ხაზია, სადაც მძღოლებს ტექნიკური დათვალიერების გავლა შეუძლიათ. ბიზნესმედია










