კატეგორია: ეკონომიკა

მეტრო „ვარკეთილი“ 5 თვის წინ შპს „ყვარელრემმშენმა“ 347.852 ლარად გაარემონტა

მეტრო „ვარკეთილი“ 5 თვის წინ შპს „ყვარელრემმშენმა“ 347.852 ლარად გაარემონტა

მეტროსადგურ „ვარკეთილში“, სადაც ცოტა ხნის წინ ჭერი ჩამოინგრა და 11 ადამიანი დაშავდა, სარეაბილიტაციო სამუშაოები 5 თვის წინ დასრულდა და ის შპს „ყვარელრემმშენმა“ 347.852 ლარად განახორციელა. სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2016 წელს დაიწყო. სატრანსპორტო კომპანიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში სწორედ შპს „ყვარელრემმშენმა“ გაიმარჯვა. სატენდერო პირობების თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 396 600 ლარი, კომპანიის მიერ შეთავაზებული თანხა […]

ნატახტრის სასაკლაო თიბისი ბანკის საკუთრებაში გადავიდა

ნატახტრის სასაკლაო თიბისი ბანკის საკუთრებაში გადავიდა

“იბერ მით ჯორჯიას” კუთვნილი ნატახტრის სასაკლაო თიბისი ბანკის საკუთრებაში გადავიდა და ის ამჟამად არ ფუქციონირებს,- ამის შესახებ bm.ge-ს კომპანიის ყოფილმა ტექნიკურმა დირექტორმა ირაკლი ადეიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, კომპანიამ სესხის დაფარვა ვერ შეძლო, რის შედეგადაც კომპანიის აქტივები თიბისი ბანკის საკუთრებაში გადავიდა. სესხის ოდენობა ადეიშვილმა არ დააკონკრეტა. კომპანია “იბერ მით ჯორჯიამ” თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ნატახტრის სასაკლაო 2010 […]

„სილქნეტი“ „ჯეოსელს“ 153 მილიონ დოლარად ყიდულობს

„სილქნეტი“ „ჯეოსელს“ 153 მილიონ დოლარად ყიდულობს

„სატელეკომუნიკაციო ბაზრის ლიდერი კომპანიების გაერთიანება უზრუნველყოფს საქართველოს მომხმარებლებისთვის ინოვაციური პროდუქტების და სერვისების უფრო ფართო არჩევანს და გაზრდილ წვდომას საერთაშორისო ექსკლუზიურ კონტენტზე”, – აცხადებენ „სილქნეტში“. გარიგების ღირებულება 153 მლნ. აშშ დოლარია. „ჩვენ მივესალმებით „სილქნეტისა“ და „ჯეოსელის“ მაღალი პროფესიონალიზმით და კორპორაციული კულტურით გამორჩეული გუნდების შეერთებას. ეს გარიგება აგრძელებს ჩვენი ჯგუფის მრავალწლიან ტრადიციას, რომელიც გულისხმობს საქართველოს ინტეგრირებას დანარჩენ მსოფლიოსთან […]

ზაზა შათირიშვილი დრონებს აწყობს და ყიდის – ფასი 300-დან 2.000 ლარამდეა

ზაზა შათირიშვილი დრონებს აწყობს და ყიდის - ფასი 300-დან 2.000 ლარამდეა

ბაზარზე ადგილობრივი წამოების დრონების შეძენა 300-დან 2.000 ლარამდე საფასო სეგმენტში შეიძლება. ინდივიდუალური მეწარმის სტატუსით ზაზა შათირიშვილი დრონებს თავად აწყობს და შეკვეთის არსებობის შემთხვევაში, ყიდის. როგორც თავად ამბობს, დრონების წარმოება ამ ეტაპზე მისთვის უფრო ჰობია, თუმცა, გარკვეული შემოსავალი მაინც აქვს. „დაახლოებით ათამდე შეკვეთა შევასრულე, ვამზადებ, როგორც სამოყვარულო, გასართობი დანიშნულების დრონებს, ასევე პროფესიონალურსაც, რომლებიც შედარებით ძვირი ღირს, […]

გურჯაანის ბაზარი ანტისანიტარიის გამო დახურეს, თელავის კი 400 ლარით დააჯარიმეს

გურჯაანის ბაზარი ანტისანიტარიის გამო დახურეს, თელავის კი 400 ლარით დააჯარიმეს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ანტისანიტარიის გამო, გურჯაანის აგრარულ ბაზარს საწარმოო პროცესი დახურა, ხოლო ადმინისტრაცია 1.000 ლარით დაჯარიმდა. ობიექტზე ყველის, თევზისა და ხორცის პავილიონების შემოწმების შედეგად, კრიტიკული შეუსაბამობები აღმოაჩინა. ბაზრის მეპატრონეებს პრობლემების გამოსწორება დაევალათ. დარღვევების გამო, 400 ლარით დაჯარიმდა თელავის აგრარული ბაზრის ადმინისტრაციაც.

სიგარეტი 10 თეთრით გაძვირდა

სიგარეტი 10 თეთრით გაძვირდა

თბილისში, სავაჭრო ობიექტების ნაწილში თამბაქოს პროდუქციაზე ფასი 10 თეთრით გაიზარდა. ფასის მატება, თითქმის ყველა სახის სიგარეტს შეეხო. სავაჭრო ობიექტების ნაწილში აცხადებენ, რომ მათ ფასების მომატების შესახებ წინასწარი ინფორმაცია არ ჰქონდათ. რაც შეეხება მსხვილ სავაჭრო ობიექტებს, სიგარეტის შეძენა აქ კვლავ ძველი ფასით არის შესაძლებელი, თუმცა როგორც ამ ობიექტებში აცხადებენ, გამორიცხული არ არის მომავალი კვირიდან თამბაქოს ნაწარმზე […]

შოთა შალელაშვილს 270.000 ევროდ შეძენილი 3 მაჯის საათი აქვს – როგორია დეპუტატის და მისი მეუღლის ქონება

შოთა შალელაშვილს 270.000 ევროდ შეძენილი 3 მაჯის საათი აქვს - როგორია დეპუტატის და მისი მეუღლის ქონება

ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულება საქართველოში 2.800-ზე მეტ თანამდებობის პირს აქვს. მათ შორის არიან: პრეზიდენტი, პარლამენტის წევრები, მინისტრები და მათი მოადგილეები, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, საბჭოს წევრები და ა.შ. ჩვენ გადავწყვიტეთ გვენახა, როგორ შეიცვალა პარლამენტის ერთ-ერთი უმდიდრესი წევრის, შოთა შალელაშვილის ქონება ბოლო ერთი წლის განმავლობაში. 2017 წლის 30 დეკემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, შალელაშვილი ფლობს ისრაელში მდებარე […]

ფინანსური პირამიდის რისკები მნიშვნელოვნად მცირდება

„ეროვნული ბანკი ყველაზე კარჩაკეტილი სისტემაა“

“კანონში შესული ცვლილებებით ფინანსური პირამიდის რისკები მნიშვნელოვნად მცირდება”,- ამის შესახებ “საქმის კურსის” ეთერში ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტმა მურთაზ კიკორიამ განაცხადა. მისი თქმით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რომლებიც ოცზე მეტი ადამიანისგან მოიზიდავენ თანხას სებ-ში რეგისტრაციის გარეშე, სისხლის სამართლის კანონმდებლობის დამრღვევებად ჩაითვლებიან. მურთაზ კიკორიამ მისოებზე რეგულაციის გამკაცრებაზე დეტალურად ისაუბრა. „მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან დაკავშირებით მეტად მნიშვნელოვანი რამ იცვლება. მოსახლეობას ფინანსურ სექტორთან დამოკიდებულება […]

მურთაზ კიკორია – “გასულ წელს საბანკო სექტორი დაახლოებით 15%-ით გაიზარდა”

მურთაზ კიკორია - "გასულ წელს საბანკო სექტორი დაახლოებით 15%-ით გაიზარდა"

– გასულ წელს საბანკო სექტორი დაახლოებით 15%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტმა მურთაზ კიკორიამ „საქმის კურსის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა. კიკორიას თქმით, ბანკების უკუგება კაპიტალზე 18-20%-ის ფარგლებშია, რაც „ცოტა მაღალია“, მაგრამ ამას გარკვეული ფაქტორები განაპირობებს. ასე უპასუხა მურთაზ კიკორიამ ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ბანკების მოგება სხვა სექტორებთან შედარებით მაღალია. – გასულ წელს საბანკო […]

კალაძე ტაქსის მძღოლებს საქმიანობისთვის გადასახადს უწესებს

კალაძე ტაქსის მძღოლებს საქმიანობისთვის გადასახადს უწესებს

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, ტაქსის მძღოლებს საქმიანობის დამადასტურებელი ნებართვისთვის გადასახადის გადახდა მოუწევთ. ირაკლი ბენდელიანმა „რადიო პალიტრას“ ეთერში გადაცემა „შუადღის სტუდიაში“ ტაქსების რეგულირების საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პირველი ეტაპი იქნება ტაქსების რაოდენობის აღრიცხვა, მეორე ეტაპი კი ნებართვების აღება. – ჩვენ შსს-სთან ერთად ამ ცვლილებების ავტორი ვართ. მივმართავთ საქართველოს პარლამენტს შესაბამისი ცვლილებებისთვის და იმედი […]