მომღერალი ლიზა ბაგრატიონი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურშია დაბარებული. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია ” ბადაგონიდან” აცნობეს, ბაგრატიონი საგამოძიებო უწყებაში კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის რანგშია დაბარებული. ლიზა ბაგრატიონი საგამოძიებო სამსახურში დღეს, 14:30 საათზე უნდა მივიდეს. კომპანიის ინფორმაციით, 7 თებერვალს კომპანია „ბადაგონში“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა, რაც „გრაკორო თრეიდინგ ლიმითედის“ საჩივრის საფუძველზე მოხდა. საჩივრის მიხედვით, კომპანიის დაქირავებულმა დირექტორმა […]
კატეგორია: ეკონომიკა
თბილისის აეროპორტში ტარიფები უფრო მაღალია, ვიდრე ბარსელონაში
ავიაკომპანია Ryanair საქართველოში შემოსვლას ამ ეტაპზე არ აპირებს და ამის ერთ-ერთ მიზეზად თბილისის აეროპორტში არსებულ მაღალ ტარიფებს ასახელებს. ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს კომპანიის მიმართულებათა განვითარების ხელმძღვანელმა ნილ ოკონერმა განაცხადა, რომელიც საავიაციო ფორუმში CONNECT 2018 მონაწილეობს. “წინა ხელისუფლების დროს დაშვებულ იქნა შეცდომა, როდესაც თბილისის აეროპორტი გადაეცა კონკრეტულ კომპანიას და დაწესდა ძალიან მაღალი ტარიფები. ასეთი ტარიფები ბარსელონაშიც კი არ არის, არადა […]
ახალქალაქის გამგეობამ შპს “ვემს” შესრულებული სამუშაოების ანაზღაურებაზე უარი უთხრა
ახალქალაქის გამგეობამ შპს “ვემს” შესრულებული სამუშაოების ანაზღაურებაზე, ბიუჯეტში სათანადო თანხების არ არსებობის გამო, უარი უთხრა. თუმცა, კომპანიამ გამგეობიდან თანხა სასმართლოს ძალით მაინც მიიღო. ამ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ავრცელებს. bm.ge-ს ცნობით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა შპს „ვემს“, 2017 წლის განმავლობაში გზების თოვლისგან გაწმენდის სამუშაოებზე ხელშეკრულება გაუფორმა, ღირებულებით 75.3 ათასი ლარი. ხელშეკრულების ღირებულება თებერვალში ამოიწურა. თუმცა, 2017 წელს […]
WIZZ AIR ქუთაისიდან 13 ქვეყნის მიმართულებით იფრენს
Wizz Air გაზაფხულიდან რეისების შესრულებას რამდენიმე ახალი მიმართულებით იწყებს. ავიაკომპანია ქუთაისის აეროპორტიდან პარიზში, რომში, პრაღაში, ბარსელონაში, ათენში, რიგასა და ვენაში იფრენს. როგორც Bm.ge-ს ავიაკომპანია ,Wizz Air-ის კომუნიკაციების ხელმძღვანელმა სორინა რაციმ განუცხადა, ასევე გაიზრდება რეისების სიხშირე ყველაზე მოთხოვნად რამდენიმე მიმართულებაზეც, როგორიცაა შონეფელდისა და დორტმუნდის მიმართულებები. საბოლოოდ, Wizz Air -ის 2018 წლის საზაფხულო განრიგს 12 ახალი რეისი […]
ოთარ ანგურიძე – “დაგროვებითი საპენსიო სისტემა ეროვნული ბანკისგან დამოუკიდებელი უნდა იყოს”
ეკონომიკის ექსპერტი ოთარ ანგურიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში დაგროვებით საპენსიო რეფორმაზე საუბრობს. – ბატონო ოთარ, ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საპენსიო სისტემის რეფორმას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, რომ დაგროვებითი პენსიის ამოქმედებას ალტერნატივა არ გააჩნია. რამდენად იზიარებთ ამ პოზიციას? – საპანსიო რეფორმას ალტერნატივა რომ არ აქვს, ამაში ნამდვილად ვეთანხმები. პენსია იმ სახით, როგორც დღეს ჩვენთან არსებობს, არ არის პენსია. […]
“გუდვილი” კრედიტორთა დავალიანებების გასტუმრებას იწყებს
“გუდვილი” კრედიტორთა დავალიანებების გასტუმრებას იწყებს. ამის შესახებ Bm.ge-ს შპს “ბიზნესქეარ კორპორეიშენის” დამფუძნებელმა ნოდარ პაპუკაშვილმა განუცხადა, რომელიც “გუდვილის” რეაბილიტაციის საქმის მმართველია. – მიმდინარე წლის მეორე კვარტლიდან, კერძოდ, მარტის ბოლოს მოხდება უზრუნველყოფილი კრედიტორის ვალის გასტუმრება, რომელიც კერძო პირი გიორგი მახათაძეა, კომპანიის დავალიანება მის წინაშე 1 მილიონ ლარს შეადგენს, რასაც სრულად გავისტუმრებთ. ამის შემდეგ კი, უკვე, ივნისის ბოლოს, […]
„კონვენტ ჯორჯიამ“ ბათუმის მერიისგან 1.643.785 ლარი მიიღო და გაუჩინარდა – უწყებამ ტენდერი მეორედ გამოაცხადა
მას შემდეგ, რაც „იაფი სახლის“ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, „კონვენტ ჯორჯიამ“ ავანსის სახით, ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, ბათუმის მერიისგან 1.643.785 ლარი მიიღო და გაუჩინარდა, უწყებამ ტენდერი მეორედ გამოაცხადა. ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს. მიუხედავად იმისა, რომ „კონვენტ ჯორჯიამ“ ხელშეკრულების პირობები დაარღვია, მერია ამ თანხის დაბრუნებას ვერ ახერხებს. ხელახალი ტენდერის მიხედვით, სამუშაოებში მერია მაქსიმუმ 2.478.444 ლარს გადაიხდის, რაც წინა ტენდერთან შედარებით […]
დემურ გიორხელიძე – “საპენსიო რეფორმა შედეგს მოიტანს, თუ ის სწორად გატარდება”
“ახალი თაობის” კითხვებს ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში დემურ გიორხელიძე პასუხობს. – ბატონო დემურ, დაგროვებითი საპენსიო სისტემა ახალი დავის საგნად იქცა ჩვენს საზოგადოებაში. კანონპროექტი პარლამენტშია ინიცირებული, მას ეჭვის თვალით უყურებენ ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი. რას იტყვით თქვენ? რამდენად წარმატებული იქნება ეს რეფორმა? – ამ კუთხით რეფორმა რომ გასატარებელია, ეს სადაო არ არის. ეს ყველაფერი პირველ რიგში კეთდება […]
საზღვარგარეთ ქართულ JIMSHER-ზე მოთხოვნა იზრდება
პირველი ქართული ვისკი JIMSHER უცხოურ ბაზრებზე უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება, ამის შესახებ Bm.ge-ს ,,ასკანელი ძმების“ დამფუძნებელმა ჯიმშერ ასკანელმა განუცხადა, მისივე განმარტებით ახლო მომავალში ვისკის უკრაინაში და რუსეთში გაიტანენ. პროდუქტი უკვე იყიდება ჩინეთში, ტაივანში, პოლონეთში და ყაზახეთში. გასულ წელს კომპანიამ 30 ათასი ბოთლი ვისკი გაყიდა, წელს რეალიზაციის გაათმაგებას გეგმავენ და წარმოებას 300 ათას ბოთლამდე გაზრდიან. […]
„ბათუმი თაუერს“ მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო „ბათუმი თაუერის“ მიერ შეჩერებულ მშენებლობას გამოეხმაურა. უწყებაში დაადასტურებს, რომ კომპანიას პირგასამტეხლოს სახით ერთი მილიონი აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა. ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს. სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში მდებარე „ბათუმი თაუერი” 25 004 626 დოლარად ელექტრონულ აუქციონზე 2015 წლის მარტში გაყიდა. ქონება დეველოპერულმა კომპანია შპს „ბათუმი თაუერმა“ შეიძინა და აიღო ვალდებულება, ობიექტზე აეშენებინა არანაკლებ […]










