სამშენებლო ნებართვების რაოდენობა შემცირდა

სამშენებლო ნებართვების რაოდენობა შემცირდა2017 წელს ქვეყნის მასშტაბით სამშენებლო ნებართვების რაოდენობა, 2016 წელთან შედარებით შემცირდა. აღნიშნულ საკითხზე დეტალური ინფორმაცია Bm.ge-მ “საქსტატიდან” გამოითხოვა, რომლის მიხედვით გასულ წელს საქართველოში მშენებლობის მიზნით 10 495 ნებართვა გაიცა, 2016 წელს კი -11031.
როგორც ირკვევა, 2017 წელს ყველაზე მეტი ნებართვა (5032) დედაქალაქშია გაცემული, რეგიონებიდან კი – აჭარაში (1141). ამ ნებართვების უმეტესობა კი საცხოვრებელ ობიექტებს (6799), სავაჭრო ობიექტებს (849), სამრეწველო და სასაწყობე შენობებს (519), სასტუმროებსა (311) და სასოფლო-სამეურნეო ნაგებობებს (275) ეკუთვნის.
რაც შეეხება უკვე დასრულებულ მშენებლობებს, ამ შემთხვევაშიც თბილისი ლიდერობს (860), რეგიონებში კი – კახეთი (322). დასრულებული ობიექტების უმრავლესობა გაცემული ნებართვების მსგავსად, საცხოვრებელი კორპუსებია (1450). ამ ჩამონათვალს მოყვება სავაჭრო ობიექტები (415), სამრეწველო და სასაწყობო შენობები (172), სასოფლო-სამეურნეო ნაგებობები (94) და ადმინისტრაციული შენობები (70).