კატეგორია: ეკონომიკა

მაგთის აბონენტები შეუმცირდა, ჯეოსელსა და ბილაინს კი გაეზარდა

კომპანია “მაგთიმ” ბოლო ერთ წელიწადში 11 ათასამდე აბონენტი დაკარგა – კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სტატისტიკის მიხედვით, კომპანიას დღეისთვის მილიონ 981 ათასი მომხმარებელი ჰყავს. წლის დასაწყისში კი ეს ციფრი მილიონ 992 ათასი იყო. ბაზრის მეორე მსხვილმა მოთამაშემ “ჯეოსელმა” გასულ წელს სააბონენტო ბაზა 58 ათასამდე აბონენტით შეივსო, თუმცა 1 მილიონ 783 ათასი მომხმარებლით, კომპანია მაინც მეორე პოზიციას იკავებს. […]

ტექნიკური დათვალიერების არქონის გამო 566 ავტომფლობელი დააჯარიმეს

ტექნიკური დათვალიერების არქონის გამო იანვარში 566 ავტომფლობელი დააჯარიმეს, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი აცხადებს. მისი თქმით, საუბარია ავტომფლობელებზე, რომლებსაც ვადის მიხედვით სავალდებულო ტექდათვალოერების გავლა უწევდათ და არ გაიარეს. მისივე ინფორმაციით, დღეისთვის საქართველოში 24 ცენტრი და 35 ხაზია, სადაც მძღოლებს ტექნიკური დათვალიერების გავლა შეუძლიათ. ბიზნესმედია

ოთარ ანგურიძე – “მხოლოდ დიზელის შემოტანის აკრძალვა საკმარისი არ იქნება”

ეკონომიკის ექსპერტი ოთარ ანგურიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ბიზნესმონოპოლიებზე და დიზელის საწვავის აკრძალვის იდეაზე საუბრობს. – ბატონო ოთარ, ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე პრემიერ კვირიკაშვილს ბიზნესმენებმა თავიანთ პრობლემებზე შესჩივლეს. ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მათ ლარის კურსის რყევები და სასამართლოს მიმართულებით არსებული ვითარება დაასახელეს. მონოპოლიებზე არაფერი თქმულა. რამდენად არის დღეს ქვეყანაში ერთ-ერთი გამოწვევა მონოპოლია? – დღეს ჩვენს ქვეყანაში […]

მამუკა ხაზარაძე დიზელის საწვავის შემოტანის აკრძალვას ითხოვს

თიბისი ჯგუფის პრეზიდენტი მამუკა ხაზარაძე დიზელის საწვავის შემოტანის აკრძალვას ითხოვს. ეს საკითხი მამუკა ხაზარაძემ საქართველოს პრემიერმინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან და ეკონომიკური გუნდის მინისტრებთან შეხვედრაზე დააყენა. – ეს საკითხი ეხება ჩვენს ეკოლოგიას და იმ მდგომარეობას, რომელშიც ქვეყნის დიდი ქალაქებია. მოვითხოვე, რომ აიკრძალოს ქვეყანაში არაკონდიცირებული საწვავის შემოტანა, ეს ეხება დიზელის საწვავს, რომელიც პრაქტიკულად ჰაერის დაბინძურების ყველაზე დიდი გამომწვევია. […]

მეტრო „ვარკეთილი“ 5 თვის წინ შპს „ყვარელრემმშენმა“ 347.852 ლარად გაარემონტა

მეტროსადგურ „ვარკეთილში“, სადაც ცოტა ხნის წინ ჭერი ჩამოინგრა და 11 ადამიანი დაშავდა, სარეაბილიტაციო სამუშაოები 5 თვის წინ დასრულდა და ის შპს „ყვარელრემმშენმა“ 347.852 ლარად განახორციელა. სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2016 წელს დაიწყო. სატრანსპორტო კომპანიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში სწორედ შპს „ყვარელრემმშენმა“ გაიმარჯვა. სატენდერო პირობების თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 396 600 ლარი, კომპანიის მიერ შეთავაზებული თანხა […]

ნატახტრის სასაკლაო თიბისი ბანკის საკუთრებაში გადავიდა

“იბერ მით ჯორჯიას” კუთვნილი ნატახტრის სასაკლაო თიბისი ბანკის საკუთრებაში გადავიდა და ის ამჟამად არ ფუქციონირებს,- ამის შესახებ bm.ge-ს კომპანიის ყოფილმა ტექნიკურმა დირექტორმა ირაკლი ადეიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, კომპანიამ სესხის დაფარვა ვერ შეძლო, რის შედეგადაც კომპანიის აქტივები თიბისი ბანკის საკუთრებაში გადავიდა. სესხის ოდენობა ადეიშვილმა არ დააკონკრეტა. კომპანია “იბერ მით ჯორჯიამ” თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ნატახტრის სასაკლაო 2010 […]

„სილქნეტი“ „ჯეოსელს“ 153 მილიონ დოლარად ყიდულობს

„სატელეკომუნიკაციო ბაზრის ლიდერი კომპანიების გაერთიანება უზრუნველყოფს საქართველოს მომხმარებლებისთვის ინოვაციური პროდუქტების და სერვისების უფრო ფართო არჩევანს და გაზრდილ წვდომას საერთაშორისო ექსკლუზიურ კონტენტზე”, – აცხადებენ „სილქნეტში“. გარიგების ღირებულება 153 მლნ. აშშ დოლარია. „ჩვენ მივესალმებით „სილქნეტისა“ და „ჯეოსელის“ მაღალი პროფესიონალიზმით და კორპორაციული კულტურით გამორჩეული გუნდების შეერთებას. ეს გარიგება აგრძელებს ჩვენი ჯგუფის მრავალწლიან ტრადიციას, რომელიც გულისხმობს საქართველოს ინტეგრირებას დანარჩენ მსოფლიოსთან […]

ზაზა შათირიშვილი დრონებს აწყობს და ყიდის – ფასი 300-დან 2.000 ლარამდეა

ბაზარზე ადგილობრივი წამოების დრონების შეძენა 300-დან 2.000 ლარამდე საფასო სეგმენტში შეიძლება. ინდივიდუალური მეწარმის სტატუსით ზაზა შათირიშვილი დრონებს თავად აწყობს და შეკვეთის არსებობის შემთხვევაში, ყიდის. როგორც თავად ამბობს, დრონების წარმოება ამ ეტაპზე მისთვის უფრო ჰობია, თუმცა, გარკვეული შემოსავალი მაინც აქვს. „დაახლოებით ათამდე შეკვეთა შევასრულე, ვამზადებ, როგორც სამოყვარულო, გასართობი დანიშნულების დრონებს, ასევე პროფესიონალურსაც, რომლებიც შედარებით ძვირი ღირს, […]

გურჯაანის ბაზარი ანტისანიტარიის გამო დახურეს, თელავის კი 400 ლარით დააჯარიმეს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ანტისანიტარიის გამო, გურჯაანის აგრარულ ბაზარს საწარმოო პროცესი დახურა, ხოლო ადმინისტრაცია 1.000 ლარით დაჯარიმდა. ობიექტზე ყველის, თევზისა და ხორცის პავილიონების შემოწმების შედეგად, კრიტიკული შეუსაბამობები აღმოაჩინა. ბაზრის მეპატრონეებს პრობლემების გამოსწორება დაევალათ. დარღვევების გამო, 400 ლარით დაჯარიმდა თელავის აგრარული ბაზრის ადმინისტრაციაც.

სიგარეტი 10 თეთრით გაძვირდა

თბილისში, სავაჭრო ობიექტების ნაწილში თამბაქოს პროდუქციაზე ფასი 10 თეთრით გაიზარდა. ფასის მატება, თითქმის ყველა სახის სიგარეტს შეეხო. სავაჭრო ობიექტების ნაწილში აცხადებენ, რომ მათ ფასების მომატების შესახებ წინასწარი ინფორმაცია არ ჰქონდათ. რაც შეეხება მსხვილ სავაჭრო ობიექტებს, სიგარეტის შეძენა აქ კვლავ ძველი ფასით არის შესაძლებელი, თუმცა როგორც ამ ობიექტებში აცხადებენ, გამორიცხული არ არის მომავალი კვირიდან თამბაქოს ნაწარმზე […]