მიხეილ ჭელიძე – “ბანკის საქმე ბიზნესი არ არის”

მიხეილ ჭელიძე - "ბანკის საქმე ბიზნესი არ არის”მცირე და საშუალო ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი სახელმწიფოსგან ბანკების მიერ არაპროფილურ ბიზნესებში შესვლის აკრძალვას ითხოვს.

როგორც მიხეილ ჭელიძე BM.GE-თან აცხადებს, სახელმწიფომ ყველასთვის თანაბარი თამაშის წესები უნდა შექმნას, რადგან ბანკის წიაღიდან წამოსულ კომპანიებს მცირე და საშუალო ბიზნესი კონკურენციას ვერ უწევს. “ბანკის საქმე ბიზნესი არ არის, ბანკმა საბანკო საქმე უნდა ახორციელოს”, – აცხადებს მიხეილ ჭელიძე.
– სახელმწიფომ უნდა აკონტროლოს, რომ ბანკებმა არ დაიწყონ არაპროფილური ბიზნესები და ეს იყოს კონტროლირებადი. ბანკის წიაღიდან წამოსულ ბიზნესს შეიძლება იგივე დონის მცირე და საშუალო ბიზნესმა კონკურენცია ვერ გაუწიოს და დაძიროს. სახელმწიფოს არსი უნდა იყოს ის, რომ თამაშის პირობები ყველასთვის იყოს წესი. თუ არ შეიძლება ბანკს ჰქონდეს ბიზნესი, არ უნდა ჰქონდეს, – განუცხადა BM.GE-ს მცირე და საშუალო ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელმა.
მისივე თქმით, ბიზნესში რისკები გაცილებით მაღალია, ვიდრე ფიზიკურ პირებში, შესაბამისად ბანკები უფრო სიამოვნებით აფინანსებენ ფიზიკურ პირებს და არა ბიზნესს.
“ბიზნესში რისკები გაცილებით მაღალია, ვიდრე ფიზიკური პირებში, აქედან გამომდინარე ბიზნესს ბანკი ძალიან რთულად აფინანსებს. ამ შემთხვევაში დიდია უზრუნველყოფის მოთხოვნა და ძალიან მაღალი პროცენტი შეიძლება იყოს.
– ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ კანონით’’ აღრიცხვიანობა უფრო მოწესრიგებული გვექნება, ბიზნესსრისკები უფრო გამჭვირვალე გახდება, შესაბამისად ბიზნესსესხებზე პროცენტებმა უნდა დაიწიოს, -აცხადებს მიხეილ ჭელიძე.