სემეკის დადგენილების პროექტით, „თელასის“ აბონენტებისთვის ელექტროენერგია 1.325 თეთრით გაძვირდება. დღგ-ს ჩათვლით გადასახადი 1.56 თეთრით მოიმატებს. ამ წუთებში სემეკის სხდომაზე „თელასის“ წარმომადგენელი კომპანიის დანახარჯებზე ლაპარაკობს, ამის შემდეგ კომისიამ კენჭისყრა უნდა ჩაატაროს და გაირკვევა თუ რამდენით გაუძვირდება დედაქალაქის მოსახლეობას ელექტროენერგიის საფასური. სხდომაზე დადგენილი ტარიფები ძალაში 2018 წლის 1 იანვრიდან შევა და 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს. სემეკის […]
კატეგორია: ეკონომიკა
“საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“ თორნიკე რიჟვაძე უხელმძღვანელებს
“საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“ თორნიკე რიჟვაძე უხელმძღვანელებს. რიჟვაძე ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმებამდე მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. მანამდე, თორნიკე რიჟვაძე მუშაობდა კერძო სექტორში და იყო კომპანია „აჭარის წყალი ჯორჯიას“ იურიდიული დირექტორი. მას განათლება აქვს მიღებული საქართველოსა და აშშ-ის უნივერსიტეტებში, ფლობს ლონდონის სიტის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრის ხარისხს. ბიზნესმედია
ჩუმათელეთი რიკოთის გვირაბს ავტობანით დაუკავშირდება
ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის 15 კილომეტრიანი საავტომობილო გზის მშენებლობას იტალიურ კომპანია ,, ASTALDI’’-თან ერთად კომპანია “ფერი” ახორციელებს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში “ფერი” 5 გვირაბის მშენებლობას განახორციელებს, რომლის საინვესტიციო ღირებულება 150 მილიონ ლარამდეა. როგორც “საქმის კურსთან” “ფერის” აღმასრულებელი დირექტორი, ლაშა იორდანიშვილი აცხადებს, აღნიშნული მონაკვეთის ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგ საავტომობილო გადაადგილება რიკოთის გვირაბამდე ავტობანის საშუალებით მოხდება. ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის 15კმ-მდე გზა, რიკოთის […]
“ბიძინა ივანიშვილი ოთხშაბათს თბილისელებს საშობაო საჩუქარს უმზადებს”
ელექტროენერგიის ტარიფის მოსალოდნელ ზრდასთან დაკავშიებით პარტია „თავისუფალი საქართველო“ განცხადებას ავრცელებს. მათი თქმით ბიძინა ივანიშვილი ოთხშაბათს თბილისელებს „საშობაო საჩუქარს“ უმზადებს, რაც ტარიფების გაზრდაში გამოიხატება:„დღეს გაიმართა ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის მორიგი სხდომა, სადაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება ენერგო-გადაცემის ტარიფის ზრდის შესახებ და ჰესების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის შესახებ, ხოლო ოთხშაბათს დაგეგმილია კომისიის მომდევნო სხდომა, რომელზეც თბილისელი მომხმარებლებისათვის მიღებული […]
ელექტროენერგიაზე გადასახადი ისევ იზრდება
ნაციონალურ მოძრაობა ელექტროენერგიაზე გადასახადის გაძვირებას აპროტესტებს და პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. საკითხზე სპეციალურ პრესკონფერენციაზე ოთარ სირაძემ ისაუბრა. – „ქართულმა ოცნებამ“ საახალწლო საჩუქარი გაუკეთა საქართველოს მოსახლეობას. გადასახადი ელექტრო ენერგიაზე ისევ იზრდება. ეს არის უშუალოდ მთავრობის არკომპეტენტურობისა და უუნარობის ბრალი. ჩვენ მათ არაერთხელ ვაფრთხილებდით, რომ თუ არ გადადგამდნენ აუცილებელ ნაბიჯებს ეკონომიკის განვითარებისთვის ლარი გაუფასურდებოდა და ეს დარტყმა ტარიფებზეც […]
თბილისის მერიამ გენგეგმის ჯგუფი 145.600 ლარით დააჯარიმა
თბილისის მერიამ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტზე მომუშავე ჯგუფი ოჯერ დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა droa.ge ავრელებს. გამოცემის ცნობით, მერიამ გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფი “სითი ინსტიტუტი საქართველო” წინა კვირას 5.600 ლარით, ხოლო ორი დღის წინ 140.000 ლარით დააჯარიმა. ორგანიზაციის დირექტორი მამუკა სალუქვაძე დაჯარიმების მიზეზებს არ განმარტავს. – ჩვენთვისაც გაუგებარია, რა გახდა დაჯარიმების საფუძველი. სამსახურმა არ განგვიმარტა, ჩვენ რომელ ძველ შენიშვნებთან დაკავშირებით […]
Lactalis-ი 15 თებერვლის შემდეგ წარმოებულ ბავშვთა კვების პროდუქტებს ქსელიდან ამოიღებს
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან მიიღო ახალი შეტყობინება, რომელიც ეხება ფრანგული კომპანია Lactalis-ის მიერ 2017 წლის 15 თებერვლის შემდეგ წარმოებული ბავშვთა კვების პროდუქტების სარეალიზაციო ქსელიდან სრულად ამოღების ვალდებულებას. ეს შეტყობინება ყველა იმ ქვეყანას გაეგზავნა, სადაც ამ კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის იმპორტი ხდება. სააგენტოს მითითებით და ზედამხედველობით, ფრანგული კომპანიის წარმომადგენლობა საქართველოში Lactalis-ის წარმოებული ყველა სახის პროდუქტს ქსელიდან იღებს. საქართველოში […]
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა დაიწყო
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მშენებლობის დაწყების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილმა ანაკლიის პორტი შეაფასა როგორც „21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტი, რომელიც არის დასაწყისი საქართველოს გარდაქმნისა სატრანზიტო ქვეყნიდან, წარმოების, ლოგისტიკის და ინდუსტრიის განვითარების ქვეყნამდე“. – უპირველეს ყოვლისა, პორტი უნიკალური პროექტია, იქიდან გამომდინარე, რომ ეს პორტი აბრეშუმის გზის რუკაზე […]
თოიძის სამხატვრო სასწავლებლის ყოფილი შენობა ჭონქაძეზე 12 მილიონად გაიყიდა – აქ 80 ადგილიანი სასტუმრო უნდა აშენდეს
პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში, თბილისში, ჭონქაძის ქუჩა N21-ში მდებარე სამხატვრო სასწავლებლის ყოფილი შენობა აუქციონზე 12.505.000 ლარად, მაღალი კონკურენციის პირობებში, 861 ბიჯის შედეგად გაიყიდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში შპს „ასტორიამ“ გაიმარჯვა და აუქციონის პირობების მიხედვით, არანაკლებ 80 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა და სულ მცირე 10 […]
ლარი გამყარდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა, რომლის თანახმად 21 დეკემბერს ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5283 ლარი იქნება. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.5473 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0190-ით გამყარდა. ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 2.9945 ლარი შეადგინა. აქამდე მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 3.0081 ლარი იყო. შესაბამისად, ევროსთან მიმართებით ლარი 0.0136-ით გამყარდა ლარის […]










