საქართველოში დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ამოქმედდა. ახალი რეგულაცია ძალაში პირველი აინვრიდან შევიდა. ცვლილება გულისხმობს 5.000 ლარის ფარგლებში ყველა საბანკო დეპოზიტის დაზღვევას. კომერციულმა ბანკმა ფონდში ერთჯერადი 100-ათას ლარიანი შენატანი უნდა განახორციელოს. ამის შემდეგ ბანკი ვალდებულია ყოველთვიური შენატანები განახორციელოს. დარღვევის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია ბანკს მისცეს წერილობითი გაფრთხილება ან ჯარიმა დააკისროს. რეგულარული სადაზღვევო შენატანის ოდენობა ყოველთვიურად არ უნდა აღემატებოდეს: […]
კატეგორია: ეკონომიკა
ავიაკომპანია Yanair ლვოვი-ბათუმის რეისებს 8 ივნისიდან შეასრულებს – ორმხრივი ბილეთი 220 დოლარი ეღირება
ავიაკომპანია Yanair ლვოვი-ბათუმის მიმართულებით პირდაპირ რეისებს 8 ივნისიდან შეასრულებს. ამის შესახებ avianews.com ავიაკომპანიის დაჯავშნის სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით წერს. თავდაპირველად ლვოვი-ბათუმის რეისები კვირაში ერთხელ, პარასკევობით, 19 ივნისიდან კი სამშაბათობითაც შესრულდება. დაჯავშნის სისტემაში ბილეთების ყიდვა სექტემბრის ბოლომდეა შესაძლებელი, რადგან რეისების განრიგი სექტემბრის ბოლომდეა გაწერილი. ეკონომ-კლასის ორმხრივი ავიაბილეთების ღირებულება დაახლოებით 220 აშშ დოლარი იქნება. ფასში კვება და 23-კილოგრამიანი […]
ბიტკოინმა ახალი წელი გაუფასურებით დაიწყო
2015 წლის შემდეგ პირველად, ბიტკოინის ფასმა ახალი წელი გაუფასურებით დაიწყო. ამის შესახებ Bloomberg წერს. ამჟამად კრიპტოვალუტის კურსი Coindesk-ს მონაცემებით, 13 167 დოლარია. 31 დეკემბრის საღამოს ბოტკოინი 14 128 დოლარი ღირდა, ახალი წლის შემდეგ კი მისი ღირებულება 4,3%-ით დაეცა. დეკემბრის შუა რიცხვებში ბიტკოინის ფასმა 20 ათას დოლარს გადააჭარბა, თუმცა შემდეგ 15%-ით გაიფასურდა. დეკემბრის ბოლოს კრიპროვალუტის ფასი ისევ გაიზარდა. ბიტკოინის კურსმა ზრდა 2017 წლის მეორე ნახევარიდან დაიწყო. იმედინიუსი
1 იანვრიდან ავტომობილებზე საჭის გადატანა აიკრძალება
პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დაწყების ეტაპიდან საჭის გადატანა აიკრძალება. რაც შეეხება უკვე საჭეგადატანილ ავტომობილებს, ასეთი ავტომობილებიც ისევე გაივლიან ტექნიკურ ინსპექტირებას, როგორც სხვა ნებისმიერი, თუ ისინი ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ პარამეტრებს დააკმაყოფილებენ. ამასთან, მარჯვენასაჭიან ავტომობილებს არავითარი დამატებითი სირთულეები არ შეექმნებათ. მათ მოუწევთ მხოლოდ მაშუქი ფარების დახრილობისა და სინათლის ნაკადის მიმართულების ცვლილება. ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 1 იანვრიდან […]
თემურ ჭყონია – “რატომღაც გვგონია, რომ მიწას თუ უცხოელს მიჰყიდი, სამშობლოს ყიდი”
– ჩვენ რატომღაც გვგონია, მიწას რომ უცხოელს მიჰყიდი სამშობლოს ყიდი, – ამის შესახებ ბიზნესმენი თემურ ჭყონია უცხოელებზე მიწის მიყიდვის აკრძალვის რეგულაციებთან დაკავშირებით აცხადებს. მისი თქმით, ასეთი გადაწყვეტილება საკმაოდ ცუდი მესიჯია უცხოელი ინვესტორებისთვის, რადგან აჩენს უნდობლობას და ინტერეს უკარგავს ინვესტორს ქვეყნის მიმართ. – ჩვენ პოლიტიკური სათაური დავადეთ, რომ მიწის მიყიდვა გვგონია სამშობლოს გაყიდვა. მიწამ უნდა მოგვცეს […]
ლუხუნი 2 ჰესი აუქციონზე 11.5 მლნ აშშ დოლარად იყიდება
ლუხუნი 2 ჰესი აუქციონზე 11.5 მლნ აშშ დოლარად იყიდება. G&T-ის ინფორმაციით, ჰესი გადაეცა სახელმწიფოს, ინვესტორი რუსთავი ჯგუფის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. 53,500 აშშ დოლარით დაიფარება გადაუხდელი ჯარიმები, ხოლო დანარჩენი თანხა პროექტის ყოფილ მფლობელს გადაეცემა. თუ არცერთი განაცხადი არ გაკეთდა აუქციონის ვადის ამოწურვამდე, მეორე რაუნდში აუქციონი განახევრებული ფასიდან დაიწყება. წინასწარი გათვლებით, დახარჯული 11.5 მლნ აშშ დოლარის […]
მთავრობამ ექვს დღეში 800 მილიონი დახარჯა – რა ელის ლარს
– ეროვნული ვალუტის გაუფასურება მოხდა იმის გამო, რომ საბიუჯეტო ხარჯები თვის ბოლოს იქნა გაწეული – ეს განცხადება, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ გააკეთა. გოცირიძემ ლარის ვარდნის მიზეზად მთავრობის არასწორი პოლიტიკა, კერძოდ კი საბიუჯეტო თანხების არასწორი ხარჯვა დაასახელა. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი არ გამორიცხავს, რომ ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება განაგრძოს, რადგან როგორც გოცირიძე ამბობს, გარდა ეკონომიკური განვითარების […]
ლარი გაუფასურდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6131 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6131 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5876 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0255 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1169 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0759 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს […]
თბილისში მოსახლეობისთვის წყლის ტარიფი გაძვირდა
თბილისში მოსახლეობისთვის წყლის ტარიფი გაძვირდა. გამრიცხველიანებული აბონტებისთვის 1 მ3-ზე დაახლოებით, 6 თეთრით, ხოლო გაუმრიცხველიანებლისთვის 1 სულზე დაახლოებით, 75 თეთრით იზრდება. რაც შეეხება არასაყოფაცხოვრებო სეტქორს, ამ შემთხვევაში წყლის ტარიფი მცირედით დაახლოებით, 2 თეთრით იკლებს. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების თანახმად, მრიცხველის მქონე მოსახლეობისთვის წყლის ტარიფი იქნება 1მ3 – 0.329 ლარი, უმრიცხველო მოხმარებისას (ფიქსირებული) 1 […]
რომან გოცირიძე: „ბოლო სამ დღეში ხელისუფლებამ 390 მილიონი ლარი დახარჯა, ეს ლარზე მოქმედებს“
ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი რომან გოცირიძე ამბობს, რომ ბოლო სამ დღეში ხელისუფლებამ 390 მილიონი ლარი დახარჯა. ოპოზიციონერის შეფასებით, ბიუჯეტის ხარჯები ლარზე მოქმედებს. – 390 მილიონი ლარია დახარჯული ბიუჯეტიდან ბოლო სამ დღეში (როცა შემოსავალი მხოლოდ 227 მილიონი ლარია). დასახარჯი კიდევ ბევრია! ნახევარი მილიარდი ლარი დარჩენილ სამ დღეში. ექვს დღეში მიაყარეს მთელი თვის ნორმა. მთავრობიდან და […]










