საქართველოში 2017 წლის I-III კვარტალში ტურიზმიდან შემოსავალმა 2,2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა

საქართველოში 2017 წლის I-III კვარტალში ტურიზმიდან შემოსავალმა 2,2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა2017 წლის I-III კვარტლის ჯამური მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 2.2მილიარდ (2 174 481 448) დოლარს (ზრდა +29%), რაც 489 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

2017 წლის I-III კვარტლის ჯამური მონაცემებით წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 7% შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +11.5%.

2017 წლის იანვარი-ნოემბრის მონაცემებით საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური საგადახდო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 1 927 566 ათასი ლარიშეადგინა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +30.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

2017 წელს საქართველოს ცნობადობის ამაღლების და დამატებითი ვიზიტორების მოზიდვის მიზნით განხორციელდა შემდეგი აქტივობები:

მონაწილეობა 21 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში.

ონლაინმარკეტინგული კამპანია 19 მიზნობრივ ქვეყანაში.

სარეკლამო კამპანიები : BBC, Euronews, Discovery , Tripadvisor, Expedia.

99 საერთაშორისო პრესტური, საქართველოს ესტუმრა 683 უცხოური მედიის წარმომადგენელი.

14 ინფოტური. საქართველოს ეწვია 239 ტუროპერატორი.