– ლარიზაცია არ ნიშნავს ლარის კურსის სტაბილურობას, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. – გალარების სოციალური პროგრამა მთავრობამ განახორციელა ეროვნული ბანკის ტექნიკური დახმარებით. სოციალური პროგრამის გამართლებულობაზე კამათი ყოველთვის შეიძლება, – განაცხადა კობა გვენეტაძემ. სებ-ის პრეზიდენტს შეეწინააღმდეგა დეპუტატი ხათუნა გოგორიშვილი და მიმართა, რომ მთავრობის განცხადება იყო ზუსტად, რომ “ეს არ […]
კატეგორია: ეკონომიკა
დიკა გაკოტრდა
შპს დიკა გაკოტრებულად გამოცხადდა და მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში გაუქმდება. თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების მიხედვით, სასამართლოს 2017 წლის 18 ოქტომბერს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მომართა შპს ,,დიკას’’ წარმომადგენელმა გიორგი გვენეტაძემ, რომელმაც მოითხოვა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება და საზოგადოების გაკოტრება. კომპანიის მაშინდელ მიმართვაში აღნიშნული იყო, რომ რამდენიმე წელია კომპანიაში შექმნილია კრიზისული ვითარება, რაც გამოწვეულია ვაჭრობის მკვეთრი შემცირებით […]
ნინო ლომჯარიას მთელი ქონება მისი მეუღლის, შალვა ნეფარიძის, სახელზეა
საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარია დაამტკიცა. იქამდე ლომჯარია გენერალური აუდიტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მთავარი აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილი გახდა, მიმდინარე წლის ოქტომბერში ლომჯარია თანამდებობიდან გათავისუფლდა. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ რა ქონებით მოდის სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარია. ბოლო ქონებრივი დეკლარაცია მას 2017 წლის 3 იანვარს აქვს შევსებული. დეკლარაციის მიხედვით, ლომჯარია არ […]
CALVIN KLEIN საქართველოში კიდევ 2 მაღაზიის გახსნას გეგმავს
ბრენდი Calvin Klein მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოში კიდევ ორ მაღაზიას გახსნის. Calvin Klein-ის გაყიდვების განვითარების ხელმძღვანელმა „საქმის კურსს“ უთხრა, რომ ამ ეტაპზე ბრენდმა ქართველ მომხმარებელს ორი ხაზი Calvin Klein Jeans და Calvin Klein underwear უკვე შესთავაზა, თუმცა მომავალში არ არის გამორიცხული, რომ ბრენდმა სხვა ხაზებიც წარმოადგინოს ქართულ ბაზარზე. მომდევნო მაღაზიის ლოკაცია, სავარაუდოდ, ბათუმი იქნება. […]
ლუხუნიჰესის მშენებლობაზე აუქციონი ცხადდება
რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ,,ლუხუნიჰესი 2“ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის, ფლობის და ოპერირების თაობაზე ინტერესთა გამოხატვა (აუქციონი) ცხადდება. ,,ლუხუნიჰესი 2“ -ის სავარაუდო დადგმული სიმძლავრე 12მგვტ-ია. სავარაუდო წლიური გამომუშავება 73,58 მლნ.კვტ.სთ. ჰესი ამბროლაურის რაიონში მდინარე ლუხუნზე აშენდება. აუქციონის პირობების მიხედვით, ინვესტორი ვალდებულია ჰესის მშენებლობა მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წელში დაასრულოს. პროექტის საწყისი ღირებულება 11,5 მლნ ლარად არის შეფასებული. ბიზნესმედია
ჩინეთიდან საქართველოში პირდაპირი ავიარეისები იგეგმება
“საპარტნიორო ფონდმა” ჩინეთის უმსხვილეს საერთაშორისო ტურისტულ კომპანიებთან Beijing Great Wall International Travel Service Co. Ltd-სა და Ankeyunda Air Service Co. Ltd-თან მემორანდუმი გააფორმა, რომელიც ორ ქვეყანას შორის ტურიზმის მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობას ითვალისწინებს. აღნიშნული კომპანიები ერთ ჰოლდინგში შედიან და აერთიანებენ როგორც საავიაციო ისე ტურისტულ მომსახურებას. “საქმის კურსის” კითხვაზე, აპირებს თუ არა ჩინეთში ერთ-ერთი მსხვილი ტუროპერატორი კომპანია საქართველოში […]
რევაზ არველაძე მთავრობის წინააღმდეგ – “ნუ იფიქრებთ, რომ რაკი ქუჩაში საბურავებს არ წვავენ, ენერგეტიკაში კარგადაა საქმე”
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე დარწმუნებულია, რომ სტრუქტურული რეფორმის შედეგად ენერგეტიკაში მუშაობის ხარისხი გაუარესდება. ამის შესახებ არველაძემ პარლამენტის აგრარულ საკითხთა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობის სტრუქტურული რეფორმის შესახებ კანონპროექტების პაკეტის განხილვა მიმდინარეობს. – ასეთი რეფორმების ძირითადი მიზანი უნდა იყოს, რომ ნაკლები რესურსებით უკეთესი თუ არა, იგივე ხარისხის […]
ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს
საქართველოს ეროვნული ბანკი მოსახლეობას მოუწოდებს, განსაკუთრებული სიფრთხილითა და ყურადღებით მიუდგნენ ისეთ კომპანიებთან ურთიერთობას, რომლებიც მათ საკუთარი სახსრების დაბანდებას მაღალი რისკის შემცველ ფინანსურ ინსტრუმენტებში სთავაზობენ. – საქართველოს ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოსახლეობას, განსაკუთრებული სიფრთხილითა და ყურადღებით მიუდგნენ ისეთ კომპანიებთან ურთიერთობას, რომლებიც მათ სთავაზობენ საკუთარი სახსრების დაბანდებას მაღალი რისკის შემცველ ფინანსურ ინსტრუმენტებში. აღნიშნული ეხება იმ კომპანიებსაც, რომლებიც მოსახლეობას […]
შეიხი ალ ნაჰაიანი: ჩვენ გადავწყვიტეთ გავაორმაგოთ ჩვენი ინვესტიციები საქართველოში
ყველა საერთაშორისო რეიტინგი იმაზე მეტყველებს, რომ საქართველო ბიზნესისთვის კეთილგანწყობილი ქვეყანაა, – ამის შესახებ „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ არაბთა გაერთიანებული საემიროების ტოლერანტობის მინისტრმა შეიხ ალ ნაჰაიანმა განაცხადა. – ჩვენს ქვეყნებს შორის ხალხის მიმოსვლა გაიზარდა. მაგალითად, თუ წლების წინ კვირაში ერთი ფრენა იყო, ახლა დღეში ხუთი ფრენაა. ეს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ზრდაზე მეტყველებს. ყველა საერთაშორისო რეიტინგი იმაზე […]
კალაძე ბახტაძეს შეხვდა – მერიას დამატებით 60 მილიონი ლარი გამოეყოფა
თბილისის მერიას 2018 წლისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან დამატებით 60 მილიონი ლარი გამოეყოფა. ბიუჯეტის პარამეტრები ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ და ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განიხილეს. – დღეს გვქონდა შეხვედრა დედაქალაქის ხელმძღვანელობასთან. როგორც მოგეხსენებათ, ქალაქის მერიას ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს განსახორციელებელი 2018 წლისთვის. საქართველოს მთავრობამ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, შეისწავლა აღნიშნული პროექტები და მიღებულია გადაწყვეტილება, ქალაქ […]










