შპს „ყაზტრანსგაზ თბილისში“ სპეციალურ მმართველად გიგლა თამაზაშვილი დაინიშნა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 5 დეკემბრის საჯარო სხდომაზე „თბილისის ბუნებრივი გაზით სტაბილური მომარაგების უზრუნველყოფის შესახებ“ კომისიის 2009 წლის 16 მარტის N3/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე იმსჯელა. ცვლილებების თანახმად, გიგლა თამაზაშვილი სპეციალური მმართველის თანამდებობას 2018 წლის პირველ აპრილამდე დაიკავებს.
გიგლა თამაზაშვილი ენერგეტიკის სექტორში 2005 წლიდან საქმიანობს. ბოლო პერიოდის განმავლობაში დღემდე მას ეკავა შპს „ყაზტრანსგაზ თბილისის“ ტექნიკური დირექტორის თანამდებობა.
ბიზნესმედია

