თბილისის მერი კახა კალაძე ზედამხედველობის სამსახურს მშენებლობებზე უსაფრთხოების ნორმების გამკაცრებას სთხოვს. კალაძემ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე უწყების ხელმძღვანელს იმ მშენებლობების შეჩერება სთხოვა, რომლის დეველოპერებიც უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე შესაბამის მითითებებს არ გაითვალისწინებენ.
– საგანგაშოა სტატისტიკა რაც მშენებლობებეზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევებს უკავშირდება. ხშირად ვაწყდებით დარღვევებს მშენებლობის მიმდინარეობისას. ბოლო 5 დღეში ზედამხედველობის სამსახურმა 100-ზე მეტ ობიექტს მისცა გაფრთხილება და 50 მშენებლობაზე საქმის წარმობა და ჯარიმების გამოწერა დაიწყო. ძალიან სამწუხაროა რაც ხდება მშენებლობებზე.
ყოველგვარი დაზღვევის და დაცვის გარეშე ადამიანები მუშაობენ მშენებლობებეზე.
მინდა ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელს დავავალო პირად კონტროლზე აიყვანოს და უმკაცრესად გააკონტროლოს ზედამხედველობა.
ყველა დეველოპერი, ვინც წესებს არ დაიცავს სათანადოდ აგებს პასუხს და თუ ეს მითითებები არ იქნება გათვალისწინებული, გააჩერეთ მშენებლობები. ძალიან მკაცრები უნდა ვიყოთ, – აღნიშნა კალაძემ.
ბიზნესმედია

