კატეგორია: ეკონომიკა

ლარი გამყარდა

ივლისში "ქართულ ოცნებას" 1.270.000 ლარი შესწირეს, "ევროპულ საქართველოს" 36.235, ნაციონალებს - 102 ლარი

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6258 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6258 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6673 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0415 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0916 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1466 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

ქუმსიშვილი ავანსის დღგ-ით დაბეგვრის სისტემის გაუქმების წინააღმდეგია

ქუმსიშვილი ავანსის დღგ-ით დაბეგვრის სისტემის გაუქმების წინააღმდეგია

საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ავანსის დღგ-ით დაბეგვრის სისტემის გაუქმების წინააღმდეგია. 11 დეკემბერს საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის და ფინანსთა მინისტრის შეხვედრაზე, კერძო სექტორმა სწორედ ეს ინიციატივა დააყენა, რადგან ბიზნესი ირწმუნება, რომ ავანსის დღგ-ით დაბეგვრა მათ პრობლემებს უქმნის. – აღნიშნული მიმართულებით, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ბიზნესთან მუშაობა ახსნა-განმარტებით ნაწილში და ასევე იმ ნაწილში, რომ პროცედურულად მარტივი იყოს […]

უფასო სასადილოებში ერთი ადამიანის კვება 1, 13 ლარი დაჯდება

უფასო სასადილოებში ერთი ადამიანის კვება 1, 13 ლარი დაჯდება

2018 წელს უფასო სასადილოების ერთ ბენეფიციარზე 1 ლარი და 18-ის ნაცვლად 1 ლარი და 13 იქნება გათვალისწინებული. საუბარია გლდანზე, სადაც დოკუმენტების მიხედვით, ტენდერზე გამარჯვებული კომპანია ერთი ბენეფიციარის გამოსაკვებად 1.13 ლარს დახარჯავს. განცხადება ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე საკრებულოს დეპუტატმა, ენმ-ს წევრმა ირაკლი ნადირაძემ გააკეთა: – იმ ფონზე, როდესაც კატასტროფულად არის გაუფასურებული ლარი, გაძვირებული საკვები პროდუქტები, კახი […]

იანვრიდან დენი გაძვირდება

იანვრიდან  დენი გაძვირდება

ახალ წელს მოსახლეობა გაზრდილი კომუნალური გადასახადით შეხვდება. დენის ტარიფის მოსალოდნელ გაძვირებაზე უკვე მთავრობაშიც ალაპარაკდნენ. ენერგეტიკის სამინისტრომ ტარიფის ზრდა, ფაქტობრივად, დაადასტურა.  ელექტროენერგია, სავარაუდოდ, 1-2 თეთრის ფარგლებში გაძვირდება. ენერგეტიკოსები ამბობენ, რომ ასეთი სატარიფო სხვაობა მძიმე ტვირთი იქნება ხალხისთვის, რასაც არ დაუშვებენ. ისინი ვარაუდობენ, რომ ტარიფი 0,5-1 თეთრის ფარგლებში შეიცვლება. ენერგეტიკის სამინისტროს პოზიცია ტარიფთან დაკავშირებით გუშინ გახდა ცნობილი. […]

მარინა გულედანი – “თუ სისტემა არ დამავალებს, დანაზოგს ვერ ვაკეთებ”

მარინა გულედანი - "თუ სისტემა არ დამავალებს, დანაზოგს ვერ ვაკეთებ"

– თუ სისტემა არ დამავალებს, რომ დანაზოგი გავაკეთო, მე ამ დანაზოგს ვერ ვაკეთებ,- ამის შესახებ “ანალიტიკის” ეთერში CFS საინვესტიციო ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა მარინა გულედანმა საპენსიო რეფორმაზე საუბრისას განაცხადა. ის მხარს უჭერს რეფორმის ამჟამინდელ ვარიანტს და არ ეთანხმება საერთაშორისო- სავაჭრო პალატის მიერ გამოთქმულ შენიშვნებს. – მე პირადად ჩემი შემოსავლების ცუდი მენეჯერი ვარ. მე თუ სისტემა არ […]

უკრაინული კომპანია საკუთარ ღვინოს ქართულ პროდუქტად ასაღებდა

უკრაინული კომპანია საკუთარ ღვინოს ქართულ პროდუქტად ასაღებდა

უკრაინის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა ალკოჰოლური სასმელების უკრაინული დისტრიბუტორი კომპანია საკუთარი ნაწარმის ქართულ ღვინოდ გასაღებისთვის დააჯარიმა. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებამ რამდენიმე დღის წინ მიიღო. კერძოდ, კომპანია Камянка Глобал Вайн აწარმოებდა ღვინოს უკრაინული პროდუქციით და ეტიკეტზე წარწერებით ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ ღვინო ქართულია. მწარმოებელი 7 010 000 გრივნით, დაახლოებით 260 ათასი დოლარით დაჯარიმდა. Kamyanka Global Wine 2009 წელს დაარსდა. ის […]

სალარო აპარატების გამოყენება გადავადდება

სალარო აპარატების გამოყენება გადავადდება

“საქართველოს საგადასახადო კოდექსში” ცვლილებები შედის, რაც კაპიტალის ბაზრის დაბეგვრის პრინციპების შეცვლას და რიგი პრეფერენციების დაწესებას მოიცავს. ცვლილებები ხორციელდება ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების ფარგლებში. წარმოდგენილი კანონპროექტით, ფიზიკური და არარეზიდენტი პირები თავისუფლდებიან საშემოსავლო და მოგების გადასახადებისგან სასესხო და წილობრივი ფასიანი ქაღალდის მიწოდებით და სასესხო ფასიანი ქაღალდიდან პროცენტის სახით მიღებულ შემოსავალზე. სასესხო ფასიან ქაღალდებზე პროცენტის სახით მიღებული შემოსავლის […]

თაბუკაშვილზე ირანელებს სასტუმროს აშენება სურთ

თაბუკაშვილზე ირანელებს სასტუმროს აშენება სურთ

თაბუკაშვილზე ირანული ინვესტიციით სასტუმროს მშენებლობა იგეგმება. სასტუმროს მშენებლობა კომპანია შპს “სკაის” სურს, რომელსაც შესაბამისი განაცხადი თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში აქვს შეტანილი. საუბარია 400 კვ.მ. ფართობზე. კომპანია საქართველოში 2013 წელს არის დარეგისტრირებული. მისი მესაკუთრეები ირანის მოქალაქეები არიან: ესმაილ აზარბადეგანი, ირანი (ისლამური რესპუბლიკა) 20%; დარიოუშ აზარბადეგანი, ირანი (ისლამური რესპუბლიკა) 15%, ჰოსსეინალი აზარბადეგანი, ირანი (ისლამური რესპუბლიკა) 65%. ბიზნესმედია

სახელმწიფო შესყიდვები და ტენდერები ახალ ვებგვერდზე განთავსდა

სახელმწიფო შესყიდვები და ტენდერები ახალ ვებგვერდზე განთავსდა

ტენდერებისა და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ამოქმედდა ახალი ვებგვერდი stats.spa.ge სადაც გათავსებულია ინფორმაცია გამოცხადებული ტენდერების რაოდენობისა და ჯამური ღირებულების შესახებ. ვებ რესურსზე ასევე ატვირთულია მონაცემები პრედენტენტთა საშუალო რაოდენობის, გამარტივებული შესყიდვებისა და შესყიდვების კატეგორიის მიხედვით კვარტალურ ჭრილში. სტატისტიკური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ცხრილებისა და გრაფიკების სახით.

ბათუმის სტადიონს შპს ”ანაგი” ააშენებს

ბათუმის სტადიონს შპს ''ანაგი'' ააშენებს

შპს “სტადიონის” სატენდერო კომისიამ სტადიონის მშენებელი კომპანია გამოავლინა, გამარჯვებულად შპს “ანაგი” დასახელდა. სახელმწიფო შესყიდვების საიტზე გამოქვეყნებული ​დოკუმენტაციის მიხედვით, შპს “ანაგმა” 2017 წლის 22 დეკემბრამდე ხელშეკრულება უნდა გააფორმოს და წარადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო და გამოუხმობი გარანტია,  გარანტიის თანხაში გათვალისწინებული უნდა იქნას სატენდერო წინადადების ფასის შესაბამისი დღგ-ის ოდენობა. “განსაზღვრულ ვადაში გარანტიის წარმოუდგენლობა ან/და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმა გამოიწვევს […]