თბილისში საახალწლო ფოიერვერკებისთვის 80.000 ლარი დაიხარჯება

თბილისში საახალწლო ფოიერვერკებისთვის 80.000 ლარი დაიხარჯებათბილისში საახალწლო ფოიერვერკებისთვის 80 ათასი ლარი დაიხარჯება. შესაბამისი ტენდერი თბილისის მერიას აქვს გამოცხადებული.
აღნიშნულ შესყიდვაზე წინადადებების მიღება 11 დეკემბერს იწყება და 13 დეკემბერს სრულდება.
“პრეტენდენტს 2015 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს არანაკლებ 120.000 ლარის სპეცეფექტებისა და მხატვრული ფოიერვერკების მიწოდების გამოცდილება”,- ნათქვამია დოკუმენტაციაში.
საახალწლოდ ფოიერვერკების შესყიდვა სურს ქალაქ ქუთაისის მერიასაც. ამ შემთხვევაში შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 13 ათასი ლარია. წინადადებების მიღება 5 დეკემბერს დაიწყო და 7 დეკემბერს დასრულდება.

ბიზნესმედია