“ქარელის ხილის” პროდუქცია გერმანიასა და ჰოლანდიაში გაიგზავნა. კომპანიის ხელმძღვანელი თამარ რაზმაძე საქმის კურსთან ამბობს, რომ პროდუქცია გაგზავნეს რუსეთშიც. პირველ ეტაპზე საუბარია საცდელ პარტიებზე, რომელთა განთავსება უცხოურ ბაზრებზე სულ რამდენიმე კვირის წინ მოხდა. თამარ რაზმაძე ამბობს, რომ “ქარელის ხილის” პროდუქციაზე დაინტერესება არის ამერიკიდანაც. პარალელურად კომპანია მუშაობს დიდი ბრიტანეთისა და დუბაის ბაზრებზე შესასვლელად. ამ ეტაპზე “ქარელის ხილი” […]
კატეგორია: ეკონომიკა
ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი – დიდი ფართობის მიწის გაყიდვას ქართველებზეც ავკრძალავდი
კომპანია “ნატახტარის” კორპორატიული დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი უცხოელებზე მიწის მიყიდვის შესახებ ახალ კანონპროექტს აფასებს, რომლის მიხედვითაც მიწების უცხოელებზე გასხვისება გამონაკლისების გარეშე აიკრძალება და მიწის ფლობა მხოლოდ გრძელვადიანი იჯარით იქნება შესაძლებელი. – ეს არის ამ საკითხისადმი ჩემი პირადი დამოკიდებულება და არა კომპანიის. მე ამ ტიპის შეზღუდვას (მიწის მიყიდვის აკრძალვას) არამარტო უცხოელებზე დავაწესებდი, არამედ საქართველოს მოქალაქეებზეც. იქნებოდა (ფართობის […]
ნატურალური წვენების რეგლამენტირება 2018 წლიდან დაიწყება
ნატურალური წვენების რეგლამენტირება, სავარაუდოდ, მომდევნო წლიდან დაიწყება,- ამის შესახებ საქმის კურსს ნატურალური წვენების მწარმოებელი კომპანიის “კამპას” ხელმძღვანელმა სანდრო ბუაძემ განუცხადა. მისი თქმით, წვენების რეგლამენტირება უშუალოდ მათი იდეა იყო და უკვე მომზადებულია რეგლამენტის სამუშაო ვერსია. სანდრო ბუაძე ამბობს, რომ რეგლამენტი ჰარმონიზებულია ევროკავშირის კანონმდებლობასთან და აწესრიგებს მთელ რიგ საკითხებს, როგორიცაა ეტიკეტირება, შიგთავსი, მომხმარებლების უფლებები, თამაშის თანაბარი წესები ბაზრის მონაწილეებს […]
ლარი ისევ მკვეთრად გაუფასურდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა, რომლის თანახმად 9 ნოემბერს ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6272 ლარი იქნება. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.6008 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0264 -ით გაუფასურდა. ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 3.0468 ლარი შეადგინა. აქამდე მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 3.0081 ლარი იყო. შესაბამისად, ევროსთან მიმართებით ლარი 0.0387-ით გაუფასურდა. […]
“კვლავ წავა ლარი ქვემოთ” – ფინანსთა სამინისტრომ ბანკებს 50 მილიონი კიდევ ასესხა
ენმ-ს წევრი, დეპუტატი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ფინანსთა სამინისტრომმ კომერციულ ბანკებს კიდევ ასესხა თანხა 50 მილიონი ლარის ოდენობით. გოცირიძე ლარის კიდევ უფრო გაუფასურებას პროგნოზირებს: – არ იშლის ფინანსთა სამინისტრო თავისას. კვლავ მისცა სესხი 50 მილიონი ლარის ოდენობით კომერციულ ბანკებს. ხვალ არც ეროვნული ბანკი დააკლებს რეფინანსირების სესხებს. კვლავ წავა ლარი ქვემოთ. ეს იმ ვითარებაში, როცა წლის […]
ფადი ასლი – “მართლები ვიყავით, თამბაქოზე კონტრაბანდა გაიზარდა”
ICC Georgia-ს თავმჯდომარის ფადი ასლის განცხადებით, გადასახადების გაზრდა ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდას არ უზრუნველყოფს და სწორედ ამიტომ ეწინააღმდეგებოდნენ ისინი ერთი წლის წინ თამბაქოსა და სხვა პროდუქციაზე აქციზური გადასახადის ზრდას. ფადი ასლი ამბობს, რომ მათი მოლოდინი გამართლდა და აქციზის ზრდის პარალელურად ქვეყანაში კონტრაბანდული პროდუქციის მოცულობა გაიზარდა. – ჩვენ ვთავაზობდით მთავრობას, რომ არ გაეზარდა აქციზური გადასახადი თამბაქოზე, რადგან […]
$250-მილიონიანი “სილქ თაუერის” მშენებლობა ბათუმში 2019 წელს დაიწყება
“სილქ როუდ ჯგუფი“ თანაინვესტირების ფონდთან ერთად „სილქ თაუერს“ ააშენებს. „სილქ როუდ ჯგუფმა“ ბათუმში „სილქ თაუერის“ მშენებლობა დააანონსა. პროექტის ფინანსური პარტნიორია საქართველოს თანაინვესტირების ფონდი. “ჩვენი ჯგუფი უკვე ათ წელზე მეტია საქართველოში ახორციელებს ინვესტიციებს და ამ დრომდე დაახლოებით 600 მილიონ აშშ დოლარამდე ინვესტიცია განვახორციელეთ საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში. ჩვენს საინვესტიციო საქმიანობაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს აჭარის რეგიონს, სადაც […]
რა სიახლეებით ხვდება კურორტი “გოდერძი” ახალ სეზონს?
აჭარაში მდებარე კურორტი “გოდერძი რიზორთსი” ზამთრის სეზონს სიახლეებით ხვდება. კურორტის ხელმძღვანელი ზურაბ ჭურკვეიძე აცხადებს, რომ ადგილზე მოეწყობა სივრცე დამწყები მოთხილამურეებისა და ბავშვებისთვის, სადაც ისინი სრიალის შესწავლას შეძლებენ და გამოცდილ მოთხილამურეებს ხელს არ შეუშლიან. მისივე თქმით, კურორტზე ასევე გაყვანილია 1.761-მეტრიანი შიდა გზა, რომელიც გადაადგილებას კომფორტულს ხდის. ჭურკვეიძის ინფორმაციით, გოდერძიზე ასევე გაქირავდება მიწის ნაკვეთი კერძო პირებზე, შედეგად, […]
ლარი კვლავ გამყარდა
მანქანის ტექდათვალიერების გარეშე მართვის შემთხვევაში მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება
იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება დადგენილი წესით, გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, – აღნიშნული ცვლილება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომელიც პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებასთან დაკავშირებით შემუშავებული კანონპროექტის ფარგლებში პარლამენტში უკვე შევიდა. ამასთან, ცვლილებების თანახმად, ისეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების სამართვად/საექსპლუატაციოდ გადაცემა/დაშვება, რომელსაც არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება დადგენილი წესით, გამოიწვევს ფიზიკური […]










