– შეიძლება ხმამაღლა ვთქვათ, რომ ქვეყანა იძირება ვალებში. ამის შესახებ ჟურნალისტებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის შეფასებისას განუცხადა. – 2 მილიარდით იზრდება ქვეყნის საგარეო და საშინაო ვალი. ბიუჯეტის ხარჯები წინა წელთან შედარებით 950 მილიონით იზრდება და ამ 950 მილიონში არ მოიძებნა არცერთი თეთრი პენსიონერებისთვის, მასწავლებლებისთვის. რაც მთავარია, ეს ფული […]
კატეგორია: ეკონომიკა
„სოფლის მეურნეობაში საჭიროა შეღავათიანი სესხების გაცემა“ – რა პრობლემები აქვთ ქართული ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორებს?
იმის მიუხედავად, რომ საქართველოს საექსპორტო არეალი გაიზარდა და ჩვენი პროდუქცია ევროპულ ბაზარზეც გადის, აგროსასურსათო პროდუქცია ძირითადად მაინც „შეჩვეულ“ ქვეყნებში იყიდება. ევროპაში ქართული პროდუქციიდან ყველაზე დიდი რაოდენობით ღვინო და თხილი გადის, რაც შეეხება ხილსა და ბოსტნეულს, ის ტრადიციულ ბაზრებზე – პოსტსაბჭოთა სივრცეში უფრო იყიდება. რა მდგომარეობაა დღეს ამ ბიზნესში და რა პრობლემები აქვთ ქართველ ექსპორტიორებს? – […]
რუსთავი-წითელი ხიდის გზის მშენებლობა იწყება – სავარაუდო ღირებულება 322 მილიონი ლარია
– მომავალ წელს დაიწყება რუსთავი-წითელი ხიდის გზის მშენებლობა, რომლის სავარაუდო ღირებულება 322 მილიონი ლარი იქნება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქვემო ქართლის მერობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა. – ჩვენ ვახორციელებთ რუსთავი-წითელი ხიდის და რუსთავი-სადახლოს მაგისტრალური გზების მოდერნიზაციას. ჩვენი მთავარი მიზანია, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე, გაზრდილი სატრანზიტო გადაზიდვებისთვის შესაბამისი საგზაო ინფრასტრუქტურის შექმნა. თბილისი-წითელი ხიდის მიმართულებაზე გრძელდება თბილისი-რუსთავის […]
ლექსო ალექსიშვილი: ”საქართველოში ვალები უფრო მეტია, ვიდრე – ინვესტიციები”
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო ფიტჩმა საქართველოს გრძელვადიანი ეკონომიკური პერსპექტივის ამსახველი ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა. საქართველოს საკრედიტო რეიტინგი უცვლელია და ის ბიბი მინუსს შეადგენს, ეკონომიკის განვითარების პერსპექტივა კი “სტაბილურია”. სააგენტოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში საუბარია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალ, 3-წლიან პროგრამაზე, რომლის ფარგლებში ფონდმა, საქართველოს მთავრობის რეფორმების მხარდასაჭერად, დაახლოებით 285 მილიონი დოლარი გამოყო. სააგენტოს ექსპერტების შეფასებით, ფონდის ახალი პროგრამა […]
გაკოტრებული რუსული ავიაკომპანია „ვიმ-ავიას“ მგზავრებს „საქართველოს ავიახაზებიც“ მოემსახურება
რუსეთის ტურიზმის ფედერალური სააგენტოს ხელმძღვანელის ოლეგ საფონოვის განცხადებით, ავიაკომპანია „ვიმ-ავიას“ მგზავრების დაბრუნებაში „საქართველოს ავიახაზებიც“ ჩაერთვება. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ წერს. ორშაბათს ავიაკომპანია „ვიმ-ავიამ“ ოფიციალურად აღიარა, რომ მუშაობის გასაგრძელებლად საჭირო ფინანსები არ გააჩნია. პრობლემები შეექმნა „ვიმ-ავიას“ ათეულობით ათას მგზავრს როგორც რუსეთში, ასევე საზღვარგარეთ. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროსა და საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს კონტროლის ქვეშ მგზავრების დაბრუნებაში სხვა […]
უცხოურ კომპანია ”არიკს” 30-წლიანი იჯარით კახეთში მიწები გადაეცა
კომპანია “არიკს” სახელმწიფომ 30-წლიანი იჯარით კახეთში მიწის ნაკვეთები გადასცა. კომპანიის მფლობელობაში იჯარით გადავიდა: სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ მაღაროში მდებარე 472.985 კვ. მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ მაღაროში მდებარე 1.020.818 კვ. მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ყანდაურის მიწებში არსებული 235.600 კვ. მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ყანდაურის მიწებში არსებული […]
თბილისში ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი გაიხსნა
თბილისში ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი – “ჰუალინგ თბილისის ზღვის პლაზა” გაიხსნა. ცერემონიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიიღო მონაწილეობა. სავაჭრო ცენტრი, რომლის მშენებლობაში 150 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა, 400-მდე მაღაზიას მოიცავს. მთავრობის მეთაურმა პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა “ჰუალინგ ჯგუფს”, ასევე – ჯგუფის დამფუძნებელ მი ენჰუას. პრემიერის შეფასებით, განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ ბოლო წლების განმავლობაში […]
ევროკომისია საქართველოს 45 მილიონ ევროს გამოუყოფს
ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი მაკროეკონომიკური დახმარების ფარგლებში საქართველოს 45 მილიონი ევრო გამოეყოფა, – ამის შესახებ ევროკომისის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. აღნიშნული ინიციატივა ევროპარლამენტმა და ევროპის საბჭომ უნდა დაამტკიცოს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამ თანხით საქართველოს შეეძლება საკუთარი საგარეო ფინანსური საჭიროებები დაფაროს. – მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ეკონომიკური რეფორმების გატარებაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, მისი მაკროეკონომიკური პერსპექტივები კვლავ დაუცველი […]
დიმიტრი ქუმსიშვილი აუდიტის სამსახურს არ ეთანხმება
ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგია 2017 წლის ბოლომდე გამოქვეყნდება. – ბატონო დიმიტრი, რამდენად კარგად ახერხებს მთავრობა ვალის მართვას, რადგან სტრატეგია „საქართველო 2020“-ის მიხედვით სახელმწიფო ვალი მშპ-ის 40%-ის ფარგლებში უნდა ყოფილიყო, მაგრამ 43%-ია. თუ გავითვალისწინებთ სახელმწიფო საწარმოების ვალებსაც, ეს მაჩვენებელი იზრდება 54%-მდე და კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება… ამასთან, აუდიტის სამსახურის შეფასებით, სახელმწიფო ვალის […]
ქართველი მილიარდერი ანზორ კიკალიშვილი ანაკლიაში მიწის სანაცვლოდ 6 მლნ-ს ითხოვს
რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენი, მილიარდერი ანზორ კიკალიშვილი მოქმედი ხელისუფლებისგან ანაკლიაში 20.000 ჰა მიწის ნაკვეთის დაბრუნებას ელოდება, რომელიც წინა მთავრობის პერიოდში სახელმწიფოს სასარგებლოდ დაათმობინეს. ამის შესახებ “საქმის კურსს” კიკალიშვილის ბიძამ და მინდობილმა პირმა გურამ თირქიამ განუცხადა. საქმე იმაშია, რომ 20.000 ჰა მიწის ფართობი იმ ადგილასაა, სადაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი უნდა აშენდეს. რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენის ბიძა აცხადებს, რომ […]










