იუსტიციის მინისტრის ხელფასი თვეში 3.540 ლარია, მძღოლის – 790

იუსტიციის მინისტრის ხელფასი თვეში 3.540 ლარია, მძღოლის - 790იუსტიციის სამინისტროში შტატით გათვალისწინებული 213 თანამდებობაა. მინისტრის პოსტზე ანაზღაურება თვეში
3.540 ლარია; მინისტრის პირველი მოადგილის კი – 2.950 ლარი. 
ამასთან, მინისტრს ყავს 4 მოადგილე და თითოეულის ანაზღაურება თვეში 2.720 ლარია. რაც შეეხება მრჩევლებს, იუსტიციის მინისტრს შტატით გათვალისწინებული 1 მრჩეველი ჰყავს, რომლის თანამდებობრივი სარგოც 1.540 ლარია.

დეპარტამენტის უფროსის პოსტზე ანაზღაურება 2.170 ლარია; დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობრივი სარგო – 1.900 და 2.110 ლარი; გენერალური ინსპექციის უფროსის – 2.170 ლარი; მისი მოადგილის – 2.110 ლარია.
რაც შეეხება სხვა თანამშრომლებს, სამმართველოს უფროსების ანაზღაურება განსხვავებულია და 1.200; 1.700; 1.800 და 1.900 ლარია. 990 ლარი აქვს მინისტრის თანაშემწეს; მინისტრის პირველი მოადგილის თანაშემწესა და მინისტრის მოადგილეთა თანაშემწეებს.
ასევე განსხვავებულ ანაზღაურებას იღებენ სამინისტროში მრჩევლებიც, რომელთა თანამდებობრივი სარგო 990, 1.090, 1.200, 1.350 და 1.540 ლარია; აუდიტორების თანამდებობრივი სარგო 1.200; 1.350 და 1.540 ლარს შეადგენს; გამომძიებლის – 1740-ს; სპეციალისტის -750; ხოლო მძღოლის ანაზღაურება თვეში 790 ლარია.