კატეგორია: ეკონომიკა

“სკოლებში შპს ”კეპკას” ვაშლებს დაარიგებენ”

"სკოლებში შპს ”კეპკას” ვაშლებს დაარიგებენ"

სკოლებისთვის მიწოდებული ვაშლი აუცილებლად ქართული ბაზრიდან იქნება. ამის შესახებ შპს კეპკაში განმარტავენ, რომელიც განათლების სამინისტროს გამოცხადებულ ტენდერში მონაწილე ერთადერთი კომპანიაა. – საბუთები წესრიგში გვაქვს, ამიტომ მხოლოდ ხელშეკრულების გამზადებას ველოდებით, – ასეთია კომპანიის გენერალური დირექტორის კომენტარი. შეგახსენებთ, რომ ტენდერი მოიცავდა 260.000 ერთეული ვაშლის შეძენას და ის 11-დან 21 სექტემბრამდე მიმდინარეობდა. გადაწყვეტილება ოფიციალურად სავარაუდოდ მომავალ კვირას გამოქვეყნდება. […]

კაირო-თბილისის რეგულარული რეისების შესრულება იწყება

კაირო-თბილისის რეგულარული რეისების შესრულება იწყება

ეგვიპტური ავიაკომპანია „ეირ კაირო”, რომელიც საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს, რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებას კაირო-თბილისი-კაიროს საჰაერო ხაზზე იწყებს.​ ავიაკომპანიის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განრიგის შესაბამისად, საქართველოსა და ეგვიპტის დედაქალაქებს შორის რეგულარული ფრენები 2017 წლის 3 ნოემბრიდან დაიწყება. ავიარეისები კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და ხუთშაბათს, აირბუს ა320 ტიპის […]

კახეთში მევენახეების შემოსავლებმა 81,5 მლნ ლარს მიაღწია

კახეთში მევენახეების შემოსავლებმა 81,5 მლნ ლარს მიაღწია

რთველი 2017-ის სეზონზე, კახეთის რეგიონის მევენახეების მიერ ღვინის კომპანიებში ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 81,5 მლნ ლარს მიაღწია. 22 სექტემბრის 10.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 70 ათასამდე ტონა ყურძენი. აქედან, 31,3 ათასი ტონა რქაწითელი, 34 ათასი ტონა საფერავი, 2,2 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. დღეისთვის ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 90-მდე […]

პედაგოგი შორენა სუხიშვილი საქორწილო კაბებს კერავს – ვიდეო

პედაგოგი შორენა სუხიშვილი საქორწილო კაბებს კერავს - ვიდეო

გორში, ჭალის დასახლებაში მცხოვრები შორენა სუხიშვილი ბავშვობიდან კერავს. თოჯინებს მისთვის, მხოლოდ, იმიტომ ყიდულობდნენ, რომ კაბები გადაეკეთებინა ან ახალი შეეკერა. სპეციალობით ფილოლოგია, ასწავლიდა საჯარო სკოლაში და მოსწავლეებს სახლშიც ამეცადინებდა. დღეს იმ ოთახში, სადაც წლების განმავლობაში, სასკოლო მასალებს ამზადებდა და ბავშვებს ამეცადინებდა, სამკერვალო ოთახი გახსნა. საბჭოთა წარმოების საკერავი მანქანა, ახლა, ამ ოთახში მხოლოდ დეკორაციას წარმოადგენს. ახალი ტექნიკა […]

პეკინის ქუჩა დღეს გაიხსნება

პეკინის ქუჩა დღეს გაიხსნება

პეკინის ქუჩა ოფიციალურად დღეს გაიხსნება. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განუცხადა. პეკინის გამზირზე გზის რეაბილიტაციის პროექტი მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო. ქუჩაზე გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოპირკეთდა ასფალტი, ასევე მოეწყო ველობილიკი. ინტერპრესნიუსი

“თიბისი კაპიტალის” ახალი დირექტორი ირაკლი ელაშვილი გახდა

"თიბისი კაპიტალის" ახალი დირექტორი ირაკლი ელაშვილი გახდა

“თიბისი კაპიტალის“ დირექტორად ირაკლი ელაშვილი დაინიშნა, ინფორმაცია ამის შესახებ „საქმის კურსს“ ელაშვილმა თავად დაუდასტურა. ირაკლი ელაშვილს PA Consulting-ში, Barclays Bank-ში Barclays Capital-სა და BNP Paribas-ში მუშაობის გამოცდილება აქვს. შეგახსენებთ, რომ “თიბისი კაპიტალის” ხელმძღვანელებმა ავთანდილ გიგინეიშვილმა და ლევან შანიძემ “თიბისი ჯგუფი” აგვისტოში დატოვეს. TBC კაპიტალი საკონსულტაციო, საბროკერო და კვლევით სერვისებს სთავაზობს ბაზარს.

დეპუტატ ნინო წილოსანს თბილისში 5 ბინა და 2 მლნ ლარის ქონება აქვს

დეპუტატ ნინო წილოსანს თბილისში 5 ბინა და 2 მლნ ლარის ქონება აქვს

პარლამენტის დეპუტატი ნინო წილოსანი ერთ-ერთია იმ რამდენიმე დეპუტატს შორის, რომელსაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ცნობით, უძრავი ქონება არასრულად აქვს დეკლარირებული. აღსანიშნავია, რომ გაზეთ “ბანკები და ფინანსების” ინფორმაციით, წილოსანი მილიონერ დეპუტატთა რიგებშია და მისი ქონება 2 მილიონ ლარად არის  შეფასებული. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ რა ქონებას ფლობს პარლამენტის წევრი ნინო წილოსანი. მიმდინარე წლის 6 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, […]

როგორ მიიღებენ 10%-იან შეღავათს ქართული კომპანიები სახელმწიფო ტენდერებში?

როგორ მიიღებენ 10%-იან შეღავათს ქართული კომპანიები სახელმწიფო ტენდერებში?

სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ადგილობრივი მწარმოებლებისთვის შეღავათი წესდება – ქართული კომპანიები ტენდერებში 10%-იანი შეღავათით ისარგებლებენ. აღნიშნულ საკითხს მთავრობის უახლოეს სხდომაზე განიხილავენ. იქნება თუ არა ეს შეღავათი პრივილეგია ქართული ბიზნესისთვის და დისკრიმინაცია ტენდერში მონაწილე უცხოური კომპანიებისთვის? როდის შეეძლებათ შეღავათის მიღება ქართულ კომპანიებს?  “საქმის კურსთან” საუბრისას შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან რაზმაძე აცხადებს, რომ შეღავათებით სარგებლობა ქართულ კომპანიებს მხოლოდ […]

რძის პროდუქტების მწარმოებლები – “შავი მეწარმეები გლეხის სახელს აფარებენ თავს”

რძის პროდუქტების მწარმოებლები - "შავი მეწარმეები გლეხის სახელს აფარებენ თავს"

 რძის პროდუქტების მცირე და საშუალო მწარმოებლები ბაზარზე არაკეთილსინდისიერი მეწარმეების პრობლემაზე საუბრობენ. მწარმოებლები აღნიშნავენ, რომ ბაზარზე მოქმედებენ კერძო პირები, რომლებსაც არც შესაბამისი სერთიფიკატი გააჩნიათ, არც ნორმებს იცავენ, პროდუქტს იაფად ყიდიან, რაც ე.წ. კეთილსინდისიერ მწარმოებლებს აზარალებს. აღნიშნულთან დაკავშირებით რამდენიმე მწარმოებელმა გასულ წელს სოფლის მეურნეობის მინისტრს და სურსათის უვნებლობის სამსახურს მისწერა. მწარმოებლების ინფორმაციით, მიუხედავად ამისა, ამ დრომდე სიტუაცია […]

“2018 წელს „ენგურჰესი“ რემონტისთვის არ გაჩერდება”

"2018 წელს „ენგურჰესი“ რემონტისთვის არ გაჩერდება"

“ენგურჰესის“ დირექტორის ლევან მებონიას განმარტებით, მომავალ წელს „ენგურჰესი“ სავარაუდოდ, მხოლოდ გვირაბის დათვალიერების მიზნით შეწყვეტს მუშაობას. “გაისად თუ გავაჩერეთ, მაქსიმუმ ათი დღით, დათვალიერების მიზნით. რემონტისთვის ოთხთვიანი გაჩერება არ იქნება, იმიტომ რომ ახლა შეირჩა საპროექტო კომპანია, სატენდერო მასალებია მოსამზადებელი, მშენებელი კონტრაქტორებია გამოსავლენი, სპეციალური დანადგარებია მოსატანი და ა.შ“, – განმარტა მებონიამ „საქმის კურსთან“ საუბრისას. იმ გარემოებაზე, რომ სარემონტო […]