კახეთში რთველმა მევენახეებს უკვე 91,7 მილიონი ლარი მოუტანა

კახეთში რთველმა მევენახეებს უკვე 91,7 მილიონი ლარი მოუტანა24 სექტემბრის 10.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონის მევენახეების მიერ ღვინის კომპანიებში ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 91,7 მლნ ლარს მიაღწია.
ამ დროისთვის კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 80,3 ათასამდე ტონა ყურძენი. აქედან, 37 ათასი ტონა რქაწითელი, 37,7 ათასი ტონა საფერავი, 2,5 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 100-ზე მეტი ღვინის კომპანია. სულ რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 200-მდე ღვინის კაღწევომპანია.
დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელმა 5 ათას ტონას აღწევს, რაც ნიშნავს რომ რთველი კახეთში კვლავ აქტიურ ფაზაშია და ყურძნის გადამუშავება შეფერხების გარეშე მიმდინარეობს.
გადამუშავებული ყურძნის რაოდენობით მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა:
ყვარელი – 27,3 ათასი ტონა
გურჯაანი – 21,7 ათასი ტონა
თელავი – 13,8 ათასი ტონა
სიღნაღი – 8,4 ათასი ტონა
ლაგოდეხი – 2,9 ათასი ტონა
დედოფლისწყარო – 2,2 ათასი ტონა
ახმეტა – 2,3 ათასი ტონა
საგარეჯო – 1,8 ათასი ტონა.
ბიზნესმედია