საქართველოს საინვესტიციო კლიმატზე ისაუბრეს სიემენში გამართულ ჩინურ-ქართულ ბიზნესფორუმზე ქართული დელეგაციის წევრებმა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია ხელმძღვანელობს. ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოვიდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ნინო ჯავახაძე და გიორგი ჩერქეზიშვილი. ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ მსგავსი ფორუმები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას. ბიზნესფორუმის ფარგლებში საქართველოს მთავრობასა და უმსხვილეს ჩინურ […]
კატეგორია: ეკონომიკა
ედიშერ მამალაძე – ”3.5 მილიარდი, რაც სახელმწიფო შესყიდვებში იხარჯება, საქართველოშივე დარჩება”
სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ადგილობრივი მწარმოებლებისთვის შეღავათი წესდება – ქართული კომპანიები ტენდერებში 10%-იანი შეღავათით ისარგებლებენ. აღნიშნულ საკითხს მთავრობის უახლოეს სხდომაზე განიხილავენ. თემის დეტალებით გადაცემაში “საქმის კურსი” კომპანია “საქკაბელის” მმართველმა პარტნიორმა ედიშერ მამალაძემ ისაუბრა. – ქართული ბიზნესი აღნიშნულ საკითხს დიდი ხანია ლობირებს, კმაყოფილი ხართ თუ არა შედეგებით? – ჩვენ მართლაც დიდი ხანია, ამ საკითხს ვაყენებთ და იმედი […]
თბილისში ახალი, 23-ე მეტროსადგურის, ”უნივერსიტეტის”, მშენებლობა დასრულდა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ თბილისში ახალი, 23-ე მეტროსადგურის მშენებლობა დაასრულა. სატესტო რეჟიმში მუშაობის პროცესი ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გაგი ბუაძემ და აზიის განვითარების ბანკის ვიცე პრეზიდენტმა სტუდენტებთან ერთად შეამოწმეს. მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ მშენებლობა, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მისი ღირებულება დაახლოებით 84 მლნ ლარია. ახალი მეტროსადგური განტვირთავს მიწისზედა სატრანსპორტო ნაკადებს და მაქსიმალურად შეამცირებს არსებულ […]
ბულაჩაურის ქუჩიდან მიროტაძის ქუჩამდე ველობილიკი ეწყობა
თბილისის მერი დავით ნარმანია პეკინის ქუჩაზე ველობილიკის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო. კერძოდ, ბულაჩაურის ქუჩიდან მიროტაძის ქუჩამდე, 1 კმ-იანი, 2,80 მეტრის სიგანის ველობილიკი კეთდება. ველობილიკზე ორმხრივი მოძრაობა იქნება შესაძლებელი. თბილისის მერიის ტრანსპორტის სამსახური კი, იქ შესაბამის ნიშნებს განათავსებს. დედაქალაქის მერის განცხადებით, თბილისში ასეთი თანამედროვე და მოწესრიგებული ფორმით ველობილიკი პირველად კეთდება. – დღეს იგება ველობილიკი და ამით პრაქტიკულად […]
სემეკმა თელასი 5.000 ლარით დააჯარიმა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 14 სექტემბრის საჯარო სხდომაზე სს „თელასი“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო 5.000 ლარით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დააჯარიმა. დაჯარიმების საფუძველია სს „თელასის“ მიერ კომერციულ მომხმარებლებთან გაფორმებული ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობასა და სემეკის მიერ დადგენილ მოთხოვნებს. სს „თელასს“ დაევალა ორი თვის ვადაში უზრუნველყოს გაფორმებული ელექტროენერგიის ნასყიდობის […]
ჩინეთის ბირჟებზე ბიტკოინით ვაჭრობა სრულად აიკრძალა
ჩინეთში კრიპტოსავალუტო ბირჟებს ვაჭრობის შეწყვეტა და დახურვის შესახებ მომხმარებელთა ინფორმირება მოსთხოვეს. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის ხელისუფლებამ მიიღო. ბირჟებისთვის მიცემული ვადა 15 სექტემბერს ამოიწურა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. “ყველა ბირჟამ 15 სექტემბრის ღამის 12 საათამდე უნდა გამოაქვეყნოს ცნობა კრიპტოვალუტით ვაჭრობის შეჩერების და ახალი მომხმარებლების რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ“, – ნათქვამია ხელისუფლების განცხადებაში. ბირჟებს 20 სექტემბრამდე მომხმარებლებისთვის თანხების განაღდებას და ინვესტორთა […]
ახალი აიფონ-8 21 სექტემბერს 5.555 ლარი ეღირება, შემდეგ დღეებში – 2.000 ლარი
აიფონ-8 ბაზარზე 21 სექტემბრიდან გამოვა და სავარაუდოდ ამავე დღიდან მისი შეძენა საქართველოშიც იქნება შესაძლებელი. მაღაზიაში iPhone+ „საქმის კურსს“ განუცხადეს, რომ iPhone X გაყიდვაში, სავარაუდოდ 3 ნოემბრიდან გამოჩნდება, თუმცა მისი ფასი ჯერ-ჯერობით უცნობია. iPhone 8-ის ექსკლუზიური ღირებულება პირველ დღეს 5555 ლარი იქნება. რამდენიმე დღეში სმარტფონი, გაიაფდება და მისი ფასი 2000 ლარის ფარგლებში იქნება. ბიზნესმედია
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში ავიაცია ჩაერთო
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში ავიაცია ჩაერთო. ამ ეტაპზე აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ანჟელში არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულები უკვე შეიწამლა. სამეგრელო-გურიის საზღვარზე ის ტერიტორიები, სადაც შესაძლებელია ავიაციის გამოყენება, შხამქიმიკატებით ეტაპობრივად დამუშავდება. შეწამვლა უცხოელი ექსპერტების ჩართულობით მომზადებული სტრატეგიის შესაბამისად ხორციელდება. ავიაციით შეწამვლითი სამუშაოების განხორციელებისას, უსაფრთხოების შესაბამისი ზომების დაცვაა აუცილებელი, რის შესახებაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მეშვეობით მოსახლეობა წინასწარ იქნება ინფორმირებული. სტრატეგიის […]
ბავშვის სათამაშოების ბაზარს კანონი დაარეგულირებს
კვლევები ადასტურებს, რომ სათამაშოები, რომელიც ძირითადად არაბრენდულ მაღაზიებში იყიდება ლაბორატორიულად შემოწმებული არ არის და ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებს შეიცავს. საქართველოს სათამაშოების ბაზრის კონტროლის მექანიზმის დანერგვას, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება ავალდებულებს. ევროდირექტივის დასანერგად საქართველოს დრო 2019 წლის 1 სექტემბრამდე აქვს. როგორც მწარმოებლები, ისე იმპორტიორები და დისტრიბუტორები, ვალდებული იქნებიან ბაზარზე განათავსონ ისეთი პროდუქცია, რომელთა ხარისხიც ევროდირექტივის მოთხოვნებს შეესაბამება. სათამაშოების […]
”ანაგი” – კომპანია, რომელიც ქუთაისის აეროპორტში ახალ ტერმინალს ააშენებს
კომპანია “ანაგმა” მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში. 31 აგვისტოს კი შპს “ანაგსა” და “საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას” შორის გაფორმდა ხელშეკრულება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებით. ახალი ტერმინალი ქუთაისის აეროპორტს ერთდროულად 6 რეისის მომსახურების საშუალებას მისცემს. მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 140 დღეში უნდა დასრულდეს. აგვისტოში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში აგვისტოში მგზავრთა ნაკადმა 50.170 შეადგინა, […]










