ეკონომიკის მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის ამოქმედების თარიღი ორ კვირაში გახდება ცნობილი.
ეკონომიკის მინისტრის გიორგი გახარია განცხადებით, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის პროექტი დასრულებულია, თუმცა სარკინიგზო ხაზის დასრულება პროექტის დასრულებას არ ნიშნავს.
მინისტრის თქმით, საქართველოს მონაკვეთზე მატარებელი სატესტო რეჟიმში უკვე გაეშვა და დღევანდელი ინსპექტიების შემდეგ ორი კვირის ვადაში გაირკვევა თუ რამდენ ხანში გახდება შესაძლებელი სტრატეგიული მნიშვნელობის ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის ამოქმედება.
“მოსაწესრიგებელი საბაჟოები, სანიტარული სამსახურები. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ეს ყველაფერი უმოკლეს ვადებში დასრულდეს”, – განაცხადა გახარიამ.
მისი ცნობით, საქართველოს ხაზზე სამუშაოები 70%-ით არის შესრულებული და დარჩენილია ინფრასტრუქტურული ნაწილი, რომელიც უმოკლეს ვადებში დასრულდება.
ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ თურქეთის ტრანსპორტის მინისტრთან აჰმედ არსლანთან და აზერბაიჯანის რკინიგზის ხელმძღვანელ ჯავიდ ყურბანოვთან ერთად ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მარაბდა-კარწახის ინსპექტირება მოახდინა.

