“თიბისი კაპიტალის” ახალი დირექტორი ირაკლი ელაშვილი გახდა

“თიბისი კაპიტალის“ დირექტორად ირაკლი ელაშვილი დაინიშნა,
ინფორმაცია ამის შესახებ „საქმის კურსს“ ელაშვილმა თავად დაუდასტურა. ირაკლი ელაშვილს PA Consulting-ში, Barclays Bank-ში Barclays Capital-სა და BNP Paribas-ში მუშაობის გამოცდილება აქვს.
შეგახსენებთ, რომ “თიბისი კაპიტალის” ხელმძღვანელებმა ავთანდილ გიგინეიშვილმა და ლევან შანიძემ “თიბისი ჯგუფი” აგვისტოში დატოვეს.
TBC კაპიტალი საკონსულტაციო, საბროკერო და კვლევით სერვისებს სთავაზობს ბაზარს.