სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი რთველის მიმდინარეობას გაეცნო. როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, მინისტრი ლევან დავითაშვილი თელავში რთველის საკოორდინაციო შტაბის წევრებს შეხვდა და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარისგან, გიორგი სამანიშვილისგან რთველის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. შეხვედრას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. მინისტრის შეფასებით, რთველი 2017 ორგანიზებულად და წარმატებით […]
კატეგორია: ეკონომიკა
რეინვესტიცია 3.5-ჯერ გაიზარდა და $355 მლნ შეადგინა
საქსტატის წინასწარი მონაცემების თანახმად, 2017 წლის ორ კვარტალში 355.1 მლნ აშშ დოლარის რეინვესტიცია განხორციელდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში რეინვესტიციის მაჩვენებელი 97.8 მლნ აშშ დოლარი იყო. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე რეინვესტიციის ზრდას მთავრობის მიერ განხორციელებულ მოგების გადასახადის რეფორმას უკავშირებს და აცხადებს, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად სააგენტოში „აწარმოე […]
7 თვეში სათამაშო ბიზნესმა ბიუჯეტში 66 მილიონი ლარი შეიტანა
სათამაშო ბიზნესი ქვეყნის ბიუჯეტის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია. შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, ბოლო წლების განმავლობაში იზრდება მათ მიერ ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები. მხოლოდ მიმდინარე წლის 7 თვეში სათამაშო ბიზნესმა ქვეყნის ბიუჯეტში 66 მილიონი ლარი შეიტანა. აზარტული და მომგებიანი თამაშობების ნებართვის მქონე გადამხდელების მოგებისა და საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის მიხედვით, სათამაშო ბიზნესის ბრუნვა ბოლო წლების განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა. მხოლოდ გასულ […]
„მთავრობა დახმარებას დამპირდა და მომატყუეს“ – დანიელმა ინვესტორმა თბილისში ფაბრიკა დახურა
დანიელმა ბიზნესმენმა ჰენდრიკ მედსენმა თბილისში ფაბრიკა დახურა. კომპანია GTG -ს დამფუძნებელი უკვე 25 წელია ჰუგო ბოსისთვის და ბესტ სელერის სავაჭრო ნიშნის ქვეშ გაერთიანებული 20 ბრენდისთვის არაერთ ევროპულ ქვეყანაში ტანსაცმელს კერავს. მან ბოლო რვა წლის განმავლობში, საქართველოში ხუთი მილიონის ინვესტიცია განახორციელა. როგორც ჰენდრიკ მედსენი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საუბრისას აღნიშნავს, ფაბრიკის დახურვის მიზეზი საქართველოს საბაჟო გამშვებ პუნქტზე […]
“ეს არის ბანდიტების კორპორაცია” – ხმაური სემეკის სხდომაზე
ხმაურია იყო სემეკ-ის სხდომაზე, სადაც წყალმომარაგებისა და ელექტროენერგიის სექტორში მოქმედი რამდენიმე კომპანიისთვის გეგმური საჯარო ადმინისტრაციული წარმოებების დაწყებას 2018 წლის ტარიფების დადგენის მიზნით განიხილავენ. ადგილზე „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი გიორგი გუგავა მივიდა და სხდომაზე მოქალაქეების დაშვებას ითხოვდა. ადგილი ჰქონდა სიტყვიერი დაპირისპირებას გუგავასა და პატრულის თანამშრომლებს შორის. სემეკ-ის შენობის წინ მოქალაქეები აქციას მართავენ.
ცოტნე ყავლაშვილი: სესხების ლარიზაცია 8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა
ფინანსთა მინისტრის მოადგილე ცოტნე ყავლაშვილმა ლარიზაციის მიმართულებით განხორციელებული სახელისუფლებო რეფორმები წარმატებულად შეაფასა. მისი განცხადებით, ეს საკითხი უმნიშვნელოვანესია მოსახლეობისთვის, რადგან ლარიზაცია მათ სავალუტო კურსის მერყეობაზე ნაკლებად დამოკიდებულს ხდის. – 2017 წლის იანვრისთვის, როდესაც ჩვენ ლარიზაციის რეფორმას ვიწყებდით, საერთო სასესხო პორტფელში ლარში გაცემული სესხების მოცულობა 35 პროცენტს არ აღემატებოდა. 8 თვის შემდეგ, ეს მაჩვენებელი 8 პროცენტული პუნქტით […]
მძღოლმა ყოველი 4.5 საათი მოძრაობის შემდეგ მინიმუმ 45 წუთი უნდა დაისვენოს – რას ითვალისწინებს ახალი რეგულაციები
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი დირექტივა საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართულ ქართულ კომპანიებს შრომისა და დასვენების რეჟიმის დაცვას ავალდებულებს. მძღოლისთვის დადგენილია ორკვირიანი ჯამური, თანმიმდევრული მართვის ხანგრძლივობა, რომელიც შეადგენს არაუმეტეს 90 საათს. აღნიშნული ორი კვირა გათვლილია 5 დღიან სამუშაო დღეზე, რაც ორი კვირის განმავლობაში ჯამში შეადგენს 10 დღეს. ინფორმაციას Commersant-ი ავრცელებს. ახალი რეგულაციის თანახმად, მძღოლს არ შეუძლია, რომ 9 […]
ირაკლი კოვზანაძე: “ლარის მკვეთრი დევალვაციის საფუძვლები არ არსებობს”
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე აგვისტოს ბოლოს ლარის, დაახლოებით, 10 პუნქტით გაუფასურებას ბაზრის მოთამაშეების მიერ განხორციელებული შესყიდვებით ხსნის. – ლარის მკვეთრი დევალვაციის ფუნდამენტური, მაკროეკონომიკური საფუძვლები ქვეყანაში არ არსებობს. ჩვენ გვაქვს მცურავი სავალუტო კურსი, ამიტომ მოძრაობა შეიძლება იყოს ორივე მიმართულებით. მთელი ზაფხულის განმავლობაში ლარი მყარდებოდა. ცენტრალურმა ბანკმა არ დაუშვა ლარის ზედმეტი გამყარება და ზაფხულის განმავლობაში, თითქმის 110 მლნ […]
ლარი გაუფასურებას განაგრძობს
“სილქ როუდ ჯგუფი” ჯეოსელის ყიდვას აპირებს
“სილქ როუდ ჯგუფი“ კომპანია „ჯეოსელის“ შესყიდვით დაინტერესებულია. ამის შესახებ ინფორმაცია „სილქ როუდ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ლექსო თოფურიძემ „საქმიან დილას“ მიაწოდა. კითხვაზე ხომ არ გამოიყენებს კომპანია „სილქნეტი“ ობლიგაციებიდან მიღებულ 34 მლნ ლარს „ჯეოსელის“ შესასყიდად, თოფურიძემ განაცხადა, რომ ამ თანხით „თიბისი ბანკში“ არსებული სესხის რეფინანსირება მოხდება, რაც შეეხება „ჯეოსელს“, კომპანიით დაინტერესება თოფურიძემ დაადასტურა და განაცხადა, რომ […]










