დღეიდან მომსახურების გაწევის ან პროდუქციის რეკლამირებისას, ფასის გამოხატვა ლარში სავალდებულოა. ეს ეხება როგორც ნებისმიერი ფორმის რეკლამას, ისევე — კომპანიისთვის გაგზავნილ შეთავაზებას და მსგავს საკომუნიკაციო აქტივობებს. შემოსავლების სამსახურმა ყველაზე ხშირად დასმული კითხვების შესახებ პასუხები საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა: ვის შეეხება ცვლილებები? რეგულაცია ვრცელდება მხოლოდ მეწარმე სუბიექტებზე — კანონმდებლობით განისაზღვრება როგორც იურიდიული (შპს; სააქციო საზოგადოება და სხვა) ასევე, ფიზიკური […]
კატეგორია: ეკონომიკა
პირველი ქართული კარტოფილი ფრი – “მოთხოვნა იმდენია, მიწოდებას ვერ ავუდივართ”
პირველი ქართული კარტოფილი ფრი “ფრეკო” ბაზარზე რამდენიმე თვის წინ ამბციური მიზნით გამოჩნდა – კომპანიას იმპორტული პროდუქციის ჩანაცვლება სურს. კომპანიის ხელმძღვანელი ირაკლი ქურდაძე დღეს “საქმის კურსთან” აცხადებს, რომ მუშაობის პირველივე თვეებში მოთხოვნამ მოლოდინს გადააჭარბა და მიწოდებას ვეღარ აუდიან. – იმაზე მეტი მოთხოვნაა, ვიდრე მიწოდება შეგვიძლია. მაგალითად მოთხოვნაა 200 ობიექტიდან და შეგვიძლია მივაწოდოთ 60 ობიექტს, – აცხადებს ირაკლი ქურდაძე. […]
“ფინანსური პირამიდა”- ეროვნული ბანკი მომხმარებელს აფრთხილებს
საქართველოს ეროვნული ბანკი მოსახლეობას კიდევ ერთხელ აფრთხილებს სახსრების განთავსების რისკებთან დაკავშირებით. ის კომპანიები, რომელთა საქმიანობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არ ექვემდებარება ეროვნული ბანკის ზედამხედველობას, შესაძლოა ფიზიკური პირებისაგან მოზიდულ სახსრებს საკმაოდ რისკიან აქტივებსა თუ ბიზნეს საქმიანობაში აბანდებენ. რიგ შემთხვევაში კი მათი საქმიანობა, “ფინანსური პირამიდის” ნიშნებსაც ატარებს. ამასთან, ბოლო პერიოდში ბაზარზე გამოჩნდა ისეთი ტიპის კომპანიები, რომლებიც თანხის მათთან […]
რა პროდუქციას შეიძლება ეწეროს “კარაქი” და “ყველი” – რძის ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილებები შედის
სურსათის ეროვნულ სააგენტოში რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებლებს ,,რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში“ შეტანილი ის ცვლილებები გააცნეს, რომლებიც 2017 წლის 1 ივლისიდან შედის ძალაში. საქართველოს მთავრობის #152 დადგენილებაში შესული ცვლილების თანახმად, დასახელება „ყველი“ შეიძლება გამოყენებული იყოს მხოლოდ იმ ნაწარმზე, რომელიც მზადდება რძისგან. დაუშვებელია რძის ფხვნილისგან დამზადებული ნაწარმის ეტიკეტზე ტერმინი „ყველის“ გამოყენება. აგრეთვე ცვლილებები […]
YouTube-ზე მასალის განთავსებისთვის ჰონორარს ქართველი ავტორებიც მიიღებენ
საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციამ YouTube-თან სალიზენციო შეთანხმება გააფორმა. შეთანხმება გულისხმობს, რომ YouTube-ის მიერ ნაწარმოებების განთავსებისთვის საავტორო ჰონორარი იქნება გადახდილი და ავტორები ფინანსურ სარგებელს ნახავენ. ეს ფაქტი სტიმულს მისცემს ქართველ ავტორებს მათი ინტელექტუალური შრომის შედეგი მეტი მოცულობით იყოს განთავსებული YouTube-ზე. – შეთანხმების გაფორმება წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს წინ გადადგმულ ნაბიჯს საავტორო უფლებების განვითარების საქმეში, რაც დაეხმარება როგორც ამ […]
შემოსავლების 55% საკვებსა და კომუნალურ გადასახადებში იხარჯება
მოქალაქეები საკუთარი მთლიანი შემოსავლების მესამედზე მეტს – 35,8%-ს – საკვებში ხარჯავენ. ასეთია IPM Research-ის კვლევის შედეგები. საზოგადოდ, ბინის, კომუნალური გადასახადებისა და საკვების ხვედრითი წილი საერთო შემოსავლებში 55%-ია. – ქვეყანაში ოჯახები ფიზიკურ არსებობაში ხარჯავენ საერთო საოჯახო შემოსავლის ნახევარზე მეტს,- აცხადებენ კომპანიაში. კვლევის მიხედვით, შემოსავლის 11,4% მოქალაქეებს საცხოვრებელი ბინის/სახლის გადასახადისთვის, 10,9% კი კომუნალური გადასახადების დასაფარად ესაჭიროებათ. გამოკითხული […]
საქართველოში მამაკაცების საშუალო ხელფასი ქალებისას 431,6 ლარით აღემატება
საქართველოში დასაქმებულ მამაკაცთა ხელფასი ქალების ხელფასებზე თითქმის ორჯერ მაღალია. 2017 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ქალების საშუალო წლიური ხელფასი 759,9 ლარს შეადგენს, მაშინ როდესაც მამაკაცების საშუალო ხელფასი 1191,5 ლარს უტოლდება. სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, ამავე პერიოდში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიურმა ანაზღაურებამ 989 ლარი შეადგინა. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ყველაზე მაღალანაზღაურებადი სექტორი საფინანსო სექტორია, სადაც საშუალო თვიური ანაზღაურება 1.907 […]
აკაკი ცომაია – ”ყველა ღარიბი კიდევ უფრო გაღარიბდება“
ეკონომიკის დოქტორი აკაკი ცომაია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე საკანონმდებლო ცვლილების შესახებ წერს და მათ მოსალოდნელ შედეგებზე საუბრობს. “ბიზნესპრესნიუსი” აკაკი ცომაიას პოსტს უცვლელად გთავაზობთ: “1. მიწის უცხოელებზე გაყიდვის აკრძალვა 2. შრომის ინსპექციის შემოღება 3. კონსტიტუციის 94-ე მუხლის გადახედვა 4. ჯანდაცვის სფეროში ვერტიკალური ინტეგრაციის აკრძალვა 5. სავალდებულო ავტოდაზღვევა შედეგი: 2 წლის შემდეგ 1. დამატებით ნაკლები სამუშაო ადგილი შეიქმნება […]
ქუთაისის ”ტორპედო” 300.000 ლარად გაიყიდა
საფეხბურთო კლუბი ქუთაისის “ტორპედო” გაიყიდა. kutaisipost.ge-ს ცნობით, 16 ივნისს გამართულ განმეორებით აუქციონზე კლუბი 100%-იანი წილით, 300.000 ლარად, შპს “ინტერნეიშენალ სოქერ ჰაუსზე” გასხვისდა. “ტორპედოთი” მხოლოდ ერთი მსურველი დაინტერესდა, რომელმაც აღნიშნული ფასი აუქციონზე ორი დღის წინ დააფიქსირა. ცნობილია, რომ კლუბის შეძენით ბიზნესმენი ზაალ ჩაჩავა იყო დაინტერესებული. ცნობილი იმერული კლუბი ქუთაისის მუნიციპალიტეტმა აუქციონზე მაისში გაიტანა. მაშინ ლევან სამხარაულის სახელობის […]
ოთარ დანელია: სოფლის მეურნეობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები არ შემოდის
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გასხვისების აკრძალვის ერთ-ერთ მიზეზად არარეზიდენტების მიერ ინვესტიციების განხოციელების კუთხით დაბალ აქტივობას ასახელებს. – პირდაპირი უცხოური ინვესტიციები არ შემოდის, მიუხედავად იმისა, რომ 45 ათასი ჰექტარია გასხვისებული და რომ არ შემოდის, სწორედ ამიტომ გვჭირდება შიდა ინექციები. შიდა ინვესტიციები მრავალჯერ აღემატება FDI-ის სოფლის მეურნეობაში, – აცხადებს დანელია, თუმცა […]










