საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადი 48.61%-ით გაიზარდა

საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადი 48.61%-ით გაიზარდა2017 წლის 6 თვის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადი 48.61%-ით, ხოლო საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობა 40.07%-ით არის გაზრდილი.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტების მიერ, რეგულარული და ჩარტერული რეისების შედეგად გადაყვანილ იქნა 1.609.183 მგზავრი, რაც 48.61%-ით (526 355 მგზავრით) აღემატება წინა წლის ანალოგიურ მონაცემს (1.082.828 მგზავრი).
მგზავრთა ნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში:
· თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2017 წლის 6 თვის განმავლობაში მოემსახურა 1.287.228 მგზავრს. 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში, აღნიშნული მონაცემი 893.222 მგზავრს შეადგენდა, მატებამ 44.11% შეადგინა;
· ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადი 93.69%-ით არის გაზრდილი. თუ წინა წლის 6 თვეში აეროპორტი მოემსახურა 95.430 მგზავრს, მიმდინარე წელს ამ მაჩვენებელმა 184.840 მგზავრი შეადგინა;
· ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიერ მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში მომსახურებულ იქნა 133.418 მგზავრი, რაც 43.95%-ით (40.736 მგზავრით) მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტია მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში 3.240 მგზავრს მოემსახურა, რაც 1.746 მგზავრით, შესაბამისად 116.87%-ით მეტია ვიდრე გასული წლის პირველ 6 თვეს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა.
ამბროლაურის აეროპორტმა წელს პირველად მიიღო მგზავრები და იანვრის შუა რიცხვებიდან ივნისის ბოლომდე 457 მგზავრს მოემსახურა.
bm.ge