თბილისის მერიაში მთავრობის სხდომა მიმდინარეობს. თბილისის მერმა ორ საკითხზე გაამახვილა ყურადღება, ესენია ცინცაძე-კარტოზიას ესტაკადა და პეკინის გამზირის რეაბილიტაცია. დავით ნარმანიამ სხდომის დაწყებამდე განმარტა მიზეზები, რის გამოც ცინცაძე-კარტოზიას ესტაკადის მშენებლობა შეჩერდა. ნარმანიას თქმით, ამ ადგილზე არ იყო ისეთი გადატვირთული მოძრაობა, რომ მომხდარიყო ათობით ხის მოჭრა. – დაგეგმილი იყო იმ ტერიტორიაზე არსებული ხემცენარეების მოჭრა და გადარგვა, საუბარია […]
კატეგორია: ეკონომიკა
მეტროსადგური უნივერსიტეტი სექტემბრის ბოლოს გაიხსნება
მეტროსადგური უნივერსიტეტი, სავარაუდოდ, ახალი სასწავლო წლისთვის გაიხსნება. როგორც “საქმის კურსს” მუნიციპალური განვითარების ფონდში განუცხადეს, მეტროსადგურის მშენებლობის პროექტი დღე-დღეზე სრულდება, შედეგ კი სატესტო რეჟიმი დაიწყება. უწყების ინფორმაციით, პროცედურის მიხედვით, მეტროსადგური თბილისის სატრანსპორტო სამსახურს უნდა გადაეცეს და შემდეგ შევიდეს ექსპლუატაციაში. პოცედურები, სავარაუდოდ, აგვისტოში დასრულდება. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, მეტროსადგურ “უნივერსიტეტის” მშენებლობა, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, 2015 […]
საზღვარგარეთ რეგისტრირებულ ავტომობილებზე სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა სავალდებულო ხდება
საქართველოში უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა სავალდებულო ხდება. შესაბამისი კანონპროექტი უკვე პარლამენტშია. სადაზღვევო პრემია ავტოსატრანსპორტო საშუალების კატეგორიების და სადაზღვევო პერიოდის მიხედვით შეადგენს: მოტოციკლი, რომლის ძრავას მუშა–მოცულობა 50 სმ3–ზე მეტია: 15 დღე – 20 ლარი, 30 დღე – 35 ლარი, 90 დღე – 70 ლარი, 1 წელი – 215 ლარი; მსუბუქი ავტომობილი, […]
ბიზნესმენები ხელისუფლებას მოთხოვნას უყენებენ – არ შეცვალოთ კონსტიტუციის 94-ე მუხლი
– წამყვანი ბიზნესგაერთიანებები მივიჩნევთ, რომ კონსტიტუციის 94-ე მუხლის არსებული ფორმით შენარჩუნება აუცილებელია ქვეყნის ეკონომიკური ზრდის და განვითარებისთვის, სტაბილური ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შენარჩუნებისათვის, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს წამყვანი ბიზნესგაერთიანებების ერთობლივ განცხადებაში. ამასთან დაკავშირებთ დღეს ბრიფინგი გაიმართა, სადაც ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებმა ამ მუხლის კონსტიტუციაში დატოვების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. “ინტერპრესნიუსი” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: – რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, საქართველოს […]
რუსულმა ”ინტერ რაომ“ საქართველოს სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლა
რუსულმა ენერგოკომპანია „ინტერ რაომ“ საქართველოს წინააღმდეგ ელექტროტარიფების შესახებ დავა სტოკჰოლმის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში დაიწყო. ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილმა „როიტერს“ განუცხადა. – საარბიტრაჟო სასამართლოდან შეტყობინება უკვე მივიღეთ და მზად ვართ, ჩვენი პოზიციების დასაცავად, – აღნიშნა მარიამ ვალიშვილმა. სტოკჰოლმის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ სარჩელი შეტანა „ინტერ რაომაც“ დაადასტურა. InterRao-ს ჯგუფმა საქართველოს წინააღმდეგ ორი […]
ფილიპ მორისმა სააპელაციო სასამართლოში თბილისის თამბაქოს $93 მილიონიანი დავა მოუგო
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ფილიპ მორისმა“ “თბილისის თამბაქოს“ წინააღმდეგ დავა მოიგო. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, უცხოურ კომპანიას $93 მილიონის ზიანის ანაზღაურება ჰქონდა დაკისრებული. დღესვე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ განიხილა „ბრითიშ ამერიქან ტობაკო ჯორჯია ლიმიტედის“ (British American Tobacco Georgia Limited) , “ბრითიშ ამერიქან ტობაკო ჯორჯია ლიმიტედის საქართველოს თბილისის წარმომადგენლობისა“ და შპს ,,თ&რ დისტრიბუშენის“ სააპელაციო საჩივრები. თბილისის სააპელაციო […]
სეს-მა 127 ბიზნესოპერატორს საქმიანობა შეუჩერა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის მაისში სხვადასხვა პროფილის ბიზნესოპერატორის სახელმწიფო კონტროლი განახორციელა. მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 907 ინსპექტირება, მათ შორის, თბილისში ინსპექტირებულია 397 ბიზნესოპერატორი (ინსპექტირების დროს მოწმდება ბიზნესოპერატორის საქმიანობა სურსათის წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე); ზედამხედველობა განხორციელდა 39 ბიზნესოპერატორთან. ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია სურსათის/სასმელი წყლის 244 ნიმუში/სინჯი. დოკუმენტურად შემოწმდა 1.039 ობიექტი (300 ბიზნესოპერატორი თბილისში), მათ შორისაა […]
ბუნებრივი აირის ახალი ტარიფები ივნისის ბოლომდე დადგინდება
– ბუნებრივი აირის ახალი ტარიფები ივნისის ბოლომდე დადგინდება, – ამის შესახებ კომენტარი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა გოჩა შონიამ გააკეთა. – ბუნებრივი გაზის კომპანიების მიერ წარმოდგენილი სატარიფო განაცხადების და თანდართული დოკუმეტაციის 95% უკვე შესწავლილია. ჩვენ ბოლო ვადა 20 ივლისამდე გვაქვს, თუმცა, შესაძლებელია ამ თვის ბოლომდე მოხდეს კომისიის მოწვევა და ამ საკითხების განხილვა. […]
ბათუმის მერია აუქციონზე ტროტუარს ყიდის
ბათუმის მერია ტროტუარის ნაწილს მასზე მშენებლობის უფლების პერსპექტივით ყიდის. ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს. ბათუმში, ფიროსმანის ქ. N5ბ-ს მიმდებარედ, 212 კვ/მ მიწის ნაკვეთი პირობებიან აუქციონზეა გატანილი. აღნიშნული ნაკვეთი, ძირითადად, ფიროსმანის ქუჩის გასწვრივ მდებარე ტროტუარი და იქვე მოწყობილი ღია ავტოსადგომია. ნაკვეთის საწყისი ღირებულება 85 ათასი ლარია; ბიჯი – 2.000 ლარი. აუქციონი 1 ივნისს დაიწყო და 14 ივნისს დასრულდება. მერიაში […]
ბათუმის მიმართულებით ფრენებს 8 ახალი კომპანია იწყებს
2017 წლის ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ბათუმის მიმართულებით ფრენებს 8 ახალი ავიაკომპანია გეგმავს. ბათუმის აეროპორტს ახალი ფრენები, კიევის, მოსკოვის, ჩერეპოვეცის, სანქტ-პეტერბურგის, დუბაის, ბეირუთისა და თეირანის მიმართულებით ემატება. ინფორმაციას “ტავ ჯორჯია” ავრცელებს. ფრენების სიხშირე შემდეგნაირი იქნება: Nordstar Airlines – მოსკოვი-ბათუმი-მოსკოვი 2 ივნისიდან (ორშაბათი, ოთხშაბათი პარასკევი) Severstal – ჩერეპოვეცი- ბათუმი – ჩერეპოვეცი 3 ივნისიდან (შაბათი) Nordavia – სანქტ-პეტერბურგი- ბათუმი – სანქტ-პეტერბურგი 7 ივნისიდან (შაბათი) Anda Air – კიევი-ბათუმი- კიევი 14 ივნისიდან (ოთხშაბათი, შაბათი) Aseman Airlines […]










