„კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ აუქციონზე იყიდება

„კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ აუქციონზე იყიდება„კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ აუქციონზე იყიდება. კომპანიის საწყისი ფასი 27.279.500 ლარია. ეს ორჯერ ნაკლებია ენერგოკომპანიის ქონების ღირებულებაზე, რომელიც 54 მილიონ 558 ათას 603 ლარად შეფასდა. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

„კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ 2008 წელს ლიტვურმა „ახემა ჯგუფმა“ შეიძინა. თუმცა, ვალდებულებათა შეუსრულებლობის გამო, მას აქტივი ჩამოერთვა.

კომპანია გაკოტრების რეჟიმშია და აუქციონზე ის აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გაიტანა.