YouTube-ზე მასალის განთავსებისთვის ჰონორარს ქართველი ავტორებიც მიიღებენ

YouTube-ზე მასალის განთავსებისთვის ჰონორარს ქართველი ავტორებიც მიიღებენსაქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციამ YouTube-თან სალიზენციო შეთანხმება გააფორმა.

შეთანხმება გულისხმობს, რომ YouTube-ის მიერ ნაწარმოებების განთავსებისთვის საავტორო ჰონორარი იქნება გადახდილი და ავტორები ფინანსურ სარგებელს ნახავენ.
ეს ფაქტი სტიმულს მისცემს ქართველ ავტორებს მათი ინტელექტუალური შრომის შედეგი მეტი მოცულობით იყოს განთავსებული YouTube-ზე.
– შეთანხმების გაფორმება წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს წინ გადადგმულ ნაბიჯს საავტორო უფლებების განვითარების საქმეში, რაც დაეხმარება როგორც ამ სფეროში საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას, ასევე საერთაშორისო რეიტინგში საქართველოს პოზიციების გაუმჯობესებას, – განმარტავენ საავტორო უფლებების ასოციაციაში.

bm.ge