საფეხბურთო კლუბი “ტორპედო ქუთაისი” ელექტრონულ აუქციონზე განახევრებული ფასით გამოვა. მას შემდეგ, რაც ქუთასის მერიამ პირველ აუქციონზე საფეხბურთო კლუბი ვერ გაყიდა, საკრებულომ თანხის განახევრების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც “საქმის კურსს” ქუთაისის მერიაში განუცხადეს, საკრებულომ ქუთასის მერიას თანხმობა მისცა, კლუბი იმის ნახევარ ფასში გაყიდოს, რაც პირველ აუქციონზე იყო შემოთავაზებული. ჩაშლილ აუქციონზე “ტორპედოს” ფასი 585.412 ლარი იყო, შესაბამისად, ახალ აუქციონზე […]
კატეგორია: ეკონომიკა
უკრაინის ავიახაზები ქუთაისის აეროპორტს ტოვებს?!
უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები ქუთაისის აეროპორტს ტოვებს. როგორც “ფორტუნას” საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში განუცხადეს, ამ ეტაპზე ისინი ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. – დაზუსტებით ჯერ ვერაფერს ვიტყვით. მიმდინარეობს მოლაპარაკებები, – განაცხადეს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში. “ფორტუნა” უკრაინის ავიახაზების ქართულ წარმომადგენლობასაც დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ კომპანია თბილისის აეროპორტიდან გასვლას არ აპირებს, საუბარია მხოლოდ ქუთაისიდან რეისების დახურვაზე. გადაწყვეტილება ავიაკომპანიამ მგზავრთა სიმცირის […]
“მათ ვინც ლარის გაუქმებაზე ოცნებობს”
ეკონომიკის ექსპერტი დავით ასლანიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ეროვნული ვალუტის შესახებ წერს. – ბოლო რამოდენიმე წელია, რაც საგრძნობლად გააქტიურდა მსჯელობა ლარის, როგორც ვალუტის სისუსტეზე. ადგილი აქვს მოსაზრებას, რომ დროა გადავიდეთ უფრო მყარ სავალუტო ერთეულზე (დოლარი ან ევრო), რომ ლარი მოძველებული პროდუქტია და სხვა. ამ იდეის აპოლოგეტები გვპირდებიან სტაბილურ გარემოს, ინვესტიციების მოზიდვას და რაც მთავარია ინფლაციის მოთოკვას. […]
სერგო ჩიხლაძე: “თამბაქოს შეზღუდვას ყოველთვის კარგი შედეგი მოაქვს”
თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა დაამტკიცა. კანონპროექტმა არაერთგვაროვანი დამოკიდებულება წარმოშვა საზოგადოებაში და დაპირისპირების საგანიც კი გახდა მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. რამდენად ეფექტურია აღნიშნული კანონი, გამართლებული და დროული, ამ და სხვა საკითხებზე “ახალ თაობას” ესაუბრა მედიცინის დოქტორი, ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი სერგო ჩიხლაძე. სერგო ჩიხლაძე: – მივესალმები კანონპროექტის ინიცირებას და ვფიქრობ, რომ ნამდვილად დროული და […]
კობა გვენეტაძე: “სოსიეტე ჟენერალის” საქართველოდან გასვლა სასიხარულო არ იყო”
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეფასებით, “სოსიეტე ჟენერალის” საქართველოს საბანკო ბაზრიდან გასვლა სასიხარული არ არის. ამის შესახებ კობა გვენეტაძემ პარლამენტში “სოსიეტე ჟენერალის” საქართველოდან გასვლასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, მაგრამ დასძინა, რომ ეს გადაწყვეტილება თავად “სოსიეტემ“ მიიღო. – მოგეხსენებათ, “სოსიეტე ჟენერალმა” 2008-2009 წლების კრიზისის შემდეგ საკმაოდ დიდი დანაკარგები განიცადა და იმ სტრატეგიის მიხედვით, რომელიც ამ ბანკმა […]
სახელმწიფო მიწები კოოპერატივებს 25-წლიანი იჯარით გადაეცემათ
მთავრობა მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამას იწყებს. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს. კანონპროექტის მიხედვით, რეგიონებში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები კოოპერატივებს 25-წლიანი იჯარით გადაეცემათ. პროექტი პრემიერის დავალებით სოფლის მეურნების სამინისტრომ მოამზადა. მინისტრი, ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ პროექტის მიხედვით, 2 წლის განმავლობაში 24 მუნიციპალიტეტში თითო კოოპერატივი მაინც შეიქმნება.
საფეხბურთო კლუბი “ტორპედო ქუთაისი” ელექტრონულ აუქციონზე არ გაიყიდა
საფეხბურთო კლუბი “ტორპედო ქუთაისი” ელექტრონულ აუქციონზე არ გაიყიდა. აუქციონი 11 მაისს დაიწყო და დღეს 15:00 საათზე დასრულდა, კლუბის შესყიდვით კი არავინ დაინტერესებულა. ტორპედოს საწყისი ღირებულება 585.412 ლარი იყო. შემსყიდველს ევალებოდა “საფეხბურთო კლუბ ტორპედო ქუთაისის” განვითარებისათვის ყოველწლიურად არანაკლებ 1,5 მლნ. ლარის ინვესტირება. 2017 წლის ვალდებულება, მიუხედავად არასრული კალენდარული წლისა, სრულად უნდა შესრულებულიყო 2018 წლის 1 იანვრამდე, […]
კახა ოქრიაშვილი თინა ტურძილაძის წინააღმდეგ – საავადმყოფოს დავუბრუნებთ მთავრობას და დაგვიბრუნონ ჩვენი 50 მილიონი დოლარი
სააფთიაქო ქსელებს, შესაძლოა, კლინიკების ფლობა აეკრძალოთ. შესაბამისი ინიციატივა საკონსულტაციო კომპანია “გლობალ ალიანს კონსალტინგს” აქვს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს სამუშაო ჯგუფში შედის. ჯგუფი საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს, რომელიც რამდენიმე მიმართულებას დაარეგულირებს, მათ შორის წამლის ხარისხს. როგორც სამუშაო ჯგუფის წევრმა თინა ტურძილაძემ “საქმის კურსს” განუცხადა, ინიციატივა სააფთიაქო ქსელებისთვის კლინიკების ფლობის აკრძალვასთან დაკავშირებით “გლობალ ალიანს კონსალტინგს” ეკუთვნის. ტურძილაძე განმარტავს, რომ […]
მიხეილ დუნდუა – საქართველოში ყოველ 1000 კაცზე 676 მოსახლეს აქვს ბანკის ვალი
– ბოლო პერიოდში კომერციული ბანკების მოგების ზრდა უპირატესად დაკავშირებულია მოსახლეობის ჭარბვალიანობასთან, – აღნიშნულს ეკონომიკის ექსპერტი, მიხეილ დუნდუა სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებს. – საერთაშოროსო სავალუტო ფონდის ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ საბანკო დავალიანების მქონე მოსახლეობის სიჭარბით საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ჩვენთან ყოველ 1000 კაცზე 676 მოსახლეს აქვს ბანკის ვალი (2015წ). სავალუტო ფონდი ჯერ კიდევ 2013 წლის მონაცემებზე დაყრდნობით შეშფოთებას […]
ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის ფარგლებში, ქართული მხარე მატარებლის მისაღებად მზადაა
საქართველოს რკინიგზა ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის ფარგლებში მატარებლის მისაღებად მზადაა. რკინიგზის დირექტორი მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ პროექტის სრულად ექსპლუატაციაში შესასვლელად თურქულ მხარეს ელოდებიან. – ქართული მხარე მზადაა და იმედი გვაქვს ჩვენი თურქი კოლეგები მოკლე დროში დაასრულებენ სამუშაოს. საქართველოს მონაკვეთი მზადაა, რომ მატარებელი მიიღოს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თურქული მონაკვეთიც დროულად დამთავრდეს. ჩვენი კოლეგები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ თურქეთში […]










