მოქალაქეები საკუთარი მთლიანი შემოსავლების მესამედზე მეტს – 35,8%-ს – საკვებში ხარჯავენ.
ასეთია IPM Research-ის კვლევის შედეგები. საზოგადოდ, ბინის, კომუნალური გადასახადებისა და საკვების ხვედრითი წილი საერთო შემოსავლებში 55%-ია.
– ქვეყანაში ოჯახები ფიზიკურ არსებობაში ხარჯავენ საერთო საოჯახო შემოსავლის ნახევარზე მეტს,- აცხადებენ კომპანიაში.
კვლევის მიხედვით, შემოსავლის 11,4% მოქალაქეებს საცხოვრებელი ბინის/სახლის გადასახადისთვის, 10,9% კი კომუნალური გადასახადების დასაფარად ესაჭიროებათ.
გამოკითხული რესპონდენტების ოჯახები ყოველთვიური შემოსავლის 8,7%-ს ტრანსპორტირებისთვის მოიხმარენ. მნიშვნელოვანი დანახარჯია ალკოჰოლი და თამბაქო (7,5%), ასევე კომუნიკაციებისა (6,8%) და განათლებისთვის გაღებული ხარჯებიც (6,8%).
აღსანიშნავია, რომ გართობა/დასვენებისთვის რესპონდენტების ოჯახები თვიური შემოსავლის მხოლოდ 2,4%-ს ხარჯავენ.
bm.ge

